x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
ქართული მითოლოგია - ბოსელი
ბოსელი


ბოსელი იყო ქართული წარმართული პანთეონის ერთ-ერთი უძველესი ღმერთი. მას ასევე ეწოდებოდა ბოსლე, ბოსლა, ხოლო სვანეთში ბოსლო, ბეიმღუ და ბობღა. ბოსელი ნაყოფიერების ღვთაება გახლდათ. მისი უმთავრესი ფუნქცია იყო საქონლის ნაყოფიერება, საქონლის გამრავლება, მათი მფარველობა სხვადასხვა საფრთხისგან, ამიტომ მას საქონლის ანგელოზადაც მოიხსენიებდნენ ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ, როდესაც ხალხში უკვე ბერძნული სიტყვა ანგელოსი დამკვიდრდა. მისი კულტი ასახულია ბოსლობის დღესასწაულში.


ბოსელი


თავდაპირველად ბოსელი ზოომორფულ ღმერთად წარმოედგინათ ანუ ცხოველის სახით წარმოჩინდებოდა, კერძოდ ხარის სახით. შესაძლოა პარალელი გაივლოს მინოტავრთანაც. ძველი ქართველი (იბერები, კოლხები, ტაოხები) ხალხის ასტრალური რელიგიის მაღალ საფეხურზე, რომელიც განვითარდა მიწათმოქმედების სათანადო სოციალური წყობის დამყარების შედეგად, ბოსელი სწორედ სამიწათმოქმედო მეურნეობას დაუკავშირდა. მოექცა ასტრალურ ღვთაებათა წრეში და მიიღო ადამიანური სახე, ანუ ანთროპომორფულ ღმერთად იქცა.



ბოსელი


სწორედ ამის შემდეგ, ძველქართულ რელიგიაში მნიშვნელოვნად გაფართოვდა მისი ფუნქციები და მისთვის მსახურების ფორმები, რაც ახალწლის ციკლის დღესასწაულებში უფრო გამრავალფეროვნდა. დროთა განმავლობაში დასავლეთ საქართველოში ღვთაება ბოსელი გარდაიქმნა "დიდ ღმერთად", მაგალითად სვანეთში მას "ხოშა ღერბეთ"-ს უწოდებენ.


ბოსელი


მისი კულტი ჩამოყალიბდა ხარისა და მზის კულტების შერწყმის ნიადაგზე ჩამოყალიბდა ქართული ასტრალური რელიგიის განვითარების გვიანდელ საფეხურზე. დროთა განმავლობაში, რაც უფრო ფეხს იკიდებდა ქრისტიანობა, წარმართები უფრო და უფრო განიცდიდნენ მის გავლენას და ბოლოს ბოსელის კულტი წმინდა ბასილის კულტს შეერწყა და მისი თანაზიარი გახდა. აცხობდნენ ბასილას პურებს და ბოსელი უკვე ასე იხსენიებოდა საახალწლო ტრადიციების დროს.


ბოსელი







ქართული მითოლოგია:


1. ქართული წარმართული კოსმოგონია

2. ქართული მითი სამყაროს შექმნის შესახებ

3. მორიგე ღმერთი

4. ქართველი ერი -მიჯაჭვული ამირანი

5. ამირანი

6. კოლხი მედეა - მედიცინის ფუძემდებელი

7. კოლხური დრაკონი - ხოლკიკოსი

8. კოლხური ხარები - ხალკოტავრები

9. სპარტოი - დრაკონის კბილის მეომრები კოლხეთში

10. ოჩოკოჩი - ოჩოპინტრე

11. დალი

12. ბარბალე - მზის ქალღმერთი

13. დობილნი

14. ადგილის დედა

15. დედა მიწა

16. აინინა და ნინა

17. ყამარი

18. ლამარია

19. წყარიშდიდა

20. ფუძის ანგელოზი

21. მითური ყურშა

22. არმაზი

23. გაცი და გაიმი

24. ზადენი

25. აფსათი

26. ამბრი

27. ბატონები

28. ბერი ბერა

29. აგუნა

30. ბადაგონი

31. ბოჩი

32. მამბერი

33. მინდორთ ბატონი და მინდორთ მბრძანებელი

34. თეთრი გიორგი

35. თევდორე

36. ხვთისშვილნი

37. იახსარი

38. კოპალა

39. კვირია

40. ნაწილიანი

41. პირქუში

42. ალი

43. დევი

44. გველეშაპი

45. ქაჯი

46. კუდიანი

47. როკაპი

48. მზაკვარი ანუ მაზაკვალი

49. მაცილი

50. ფასკუნჯი

51. რაში

52. გველისფერი

53. არამხუტუ ანუ ვერემხუტუ

54. ტყაშმაფა

55. ჰარალე

56. მზეთუნახავი

57. მესეფენი

58. ბედის მწერლები

59. ჟინი ანთარი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


4
460
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
460
  
2019, 7 აპრილი, 8:50
არასოდეს გამეგონა...შეგიძლია ქართული ვიკიპედია შეავსო შენი სტატიებით
2019, 7 აპრილი, 2:01
დაგუგლე და ნახავ :)) "ბოსელი (ღვთაება)", მარტო ბოსელი თუ დაგუგლე ძროხის სადგომს ამოგიგდებს :))
2019, 6 აპრილი, 23:54
ამ მითოლოგიურ პერსონაჟებს შენ თვითონ იგონებ თუ მართლა არსებობდნენ?:)
2019, 6 აპრილი, 19:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4