x
image
თორ ნიკე
ქართული მითოლოგია - ნაწილიანი
ნაწილიანი


უძველეს ქართველ წარმართთა რწმენით ნაწილიანი არის ის ადამიანი, ან ცხოველიც კი, რომელსაც ბოძებული აქვს ღვთაებათა წმინდა ნიშნები ანუ ნაწილები. ცის ან მზის ღვთაება რჩეულს უბოძებს ზოგჯერ ჯვარს ან მზის გამოსახულებას სხეულზე. მთვარის ღვთაება მთვარის ნიშანს და ასე შემდეგ. ღვთაებები დრო და დრო ხალხში გამოარჩევენ ხოლმე თავიანთ რჩეულთ და აძლევენ სხეულზე ამ ნიშნებს. ნაწილიანებმა უნდა დამალონ თავიანთი "წილები", რომლებიც როგორც ითვლებოდა, ხშირად განლაგებულია მათს ბეჭებქვეშ მანათობელი ნიშნის, სანთლის ან ზემოთ ჩამოთვლილი გამოსახულებების სახით. თუ ღვთაებათა მიერ გამორჩეული ადამიანები, რომელთა რაოდენობა შეზღუდული იყო მთელ საზოგადოებაში, არ დამალავდნენ ამ საიდუმლოს და გაამჟღავნებდნენ თავიანთ რჩეულობას, მაშინ მათი ნიშანი დაკარგავდა ძალას და მათაც დაეკარგებოდათ ის შესაძლებლობები, რაც მათთვის სხვადასხვა ღვთაებებს ჰქონდათ ნაწყალობევი, იქნებოდა ეს კურნების, წინასწარმეტყველების, ბუნების ენის გაგების, უმძლავრესი ფიზიკური ძალის თუ სხვა თვისებები...


ნაწილიანი


ნაწილიანის შესახებ წარმოდგენები და რწმენა უხსოვარ დროში წარმოიშვა. ეს დასტურდება არქეოლოგიური მასალით, რომელიც გვიანი ბრინჯაოს და ადრეული რკინის ხანას ეკუთვნის. მაგალითად, ბრინჯაოს ქამარზე ასახულ წარმართულ სცენებში ფიგურირებენ ადამიანები ასტრალური ნიშნებით მხრებზე და ბარძაყებზე. ნაწილიანის კულტი ასახვას ჰპოვებდა ასტრალურ ღვთაებებთან ბავშვთა ზიარების რიტუალებში. სავარაუდოდ, სწორედ ნაწილიანის შესახებ წარმოდგენებს უკავშირდება მეფეთა და დიდგვაროვანთა სამოსზე და აღჭურვილობაზე ასტრალური სიმბოლოების აღბეჭდვის ტრადიცია, რაც თითქოს მათაც ნაწილიანის კატეგორიას აკუთვნებდა.






ასევე დაგაინტერესებთ:


1. 160 სამეცნიერო სტატია

2. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

3. 64 სტატია საქართველოს კულტურისა და ისტორიის შესახებ

4. 40 სტატია რელიგიის შესახებ


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
347
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
347
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0