x
image
თორ ნიკე
ქართული მითოლოგია - მამბერი
image


წარმართი სვანები მამბერს მგლების მეუფედ მიიჩნევდნენ. მას ეთაყვანებოდნენ როგორც სვანები, ასევე დასავლეთ საქართველოს სხვა მთიელები (ლეჩხუმელები, რაჭველები და სხვ.) როდესაც მამბერი კმაყოფილი იყო ადამიანებით, მაშინ იგი თავის დაქვემდებარებაში მყოფ მგელთა ხროვებს პირს უკრავდა ანუ უკრძალავდა თავს დასხმოდნენ შინაურ საქონელს, ხოლო განრისხების ჟამს, პირიქით, საქონელზე მიუშვებდა ხოლმე მათ.


მამბერი


ეთნოლოგთა მიერ მე-20 საუკუნეში ჩაწერილია შემდეგი შინაარსის ხალხური გადმოცემა: ქრისტე ღმერთი და წმინდა გიორგი ჩამოივლიან ჩვენებურ სოფლებს. ერთ-ერთ სოფელში იესოს რაღაც არ მოეწონება და გადაწყვეტს სოფლის დასჯას, გიორგი კი სოფელს გამოესარჩლება და ამის ნებას არ მისცემს."



მამბერი


ამ თქმულებაში კარგად ჩანს, რომ იესო ქრისტე ჯერ კიდევ უცხოა ხალხისთვის, ხოლო წმინდა გიორგი კი, რომელიც ქრისტეს შემდეგ ბევრად უფრო მოგვიანებით იშვა და მოღვაწეობდა - უფრო ახლობელი. რატომ ხდება ასე ქართველ მთიელებში? იმიტომ, რომ წმინდა გიორგიზე გადმოდის მისი წარმართული წინასახისა და წინამორბედის სახელი, რომლის კულტსაც შემდგომში შეეთვისა ახალი, ქრისტიანული წმინდანის სახელი.


წმინდა გიორგი - მამბერი


სვანურად თეთრი გიორგის სახელი იყო "მამბერ". მიწათმოქმედების გარდა, "გეორგია" დაკავშირებულია ფრანგი რაინდის ეპისტოლეში წმინდა გიორგის კულტთან - რომ წმინდა გიორგის განსაკუთრებული თაყვანისცემის გამო ეწოდა ეს სახელი ამ ქვეყანას და მასში მცხოვრებთ - "გეორგიანები". მიუხედავად იმისა, რომ წმინდა გიორგი ქრისტიანულ წმინდანად ითვლება, აშკარად ქრისტიანობამდელი და წარმართული სახეა, შემდგომში გაიგივებული ქრისტიანულ წმინდანთან, ისევე, როგორც სხვა კულტები.


მამბერი


თვით სახელი გიორგი, მცდარადაა მიჩნეული ბერძნულიდან შემოსულად. ძირი გირიგ-გრიგ, გრგ-გრკ ძველქართულად მრგვალს (მგრგვალს) აღნიშნავს. რკალი (გრკალი), აქედან გრაკალი-გრაცალი, გრაალი, რაც იბერიული ძირიდან მომდინარეობს. თვით ქარის სახეობა - გრიგალი გამოხატავს მრგვალს, სპირალურს და ქარბორბალას, სმერჩს, ანუ ტორნადოს ეწოდება.


მამბერი


სვანეთში ცნობილია ამგვარი გამოთქმა: "მგლები წმინდა გიორგის ძაღლებიაო". მგელთა მბრძანებლის სახელში - "მამბერ", ბერ ნიშნავს მგელს. მამბერი კი მგელთა მამას. ჩვენ, არა მხოლოდ ქართველები, არამედ ჩვენი მოდგმის სხვა კავკასიელებიც (იბერო-კავკასიელები), როგორიცაა მაგალითად ვაინახები და სხვ. ქრისტიანობამდელ წარსულში საკუთარ თავს მივიჩნევდით მგლის მოდგმად, ეს იყო მგლის კულტი, უძველეს კავკასიელ ხალხთა ტოტემი. საკუთარ ქვეყანას, იბერიას ვეძახდით, როგორც ჩანს ძველმა სპარსებმა ეს თვითდასახელება თარგმნეს როგორც "ვრქ". აქედან მოდის ქართველების სომხური დასახელება - "ვრაც". შემდგომში კი მგელი სპარსულში გურგად იქცა. ამას ამტკიცებდა დიდებული ლინგვისტი მიხეილ ქურდიანიც. ამ ანტიკურ პერიოდში კასპიის ზღვას სწორედ "გურგანისა" ერქვა.


მამბერის მგელი


გორგასლის სახელიც ამ გურგს შეიცავს - ერიდეთ მგლისთავას (დურ აზ გურგასარ"). დიდი ქრისტიანი მეფე იყო გორგასალი, მაგრამ მუზარადი მაინც მგლისსახიანი ეხურა სწორედ ამ იბერო-კავკასიური წარმართული გავლენით.


ვახტანგ გორგასალი (მგლისთავა). როლს ასრულებს მსახიობი დავით ქაცარავა


შემდგომ პერიოდში ქართველთა დასახელება "გურგ" იქცა გურჯად, მერე კი გეორგიანად და გრუზინად. მგლის ხატება ქართველი მეომრის აღზრდის სისტემაშიც იყო ჩადებული. მეფე ლუარსაბ პირველის დროსაც კი ჩანს ეს. იგი თავის მეომრებს ასე მოძღვრავდა - თქვენი თავი მგლად წარმოდგინეთ, მტრის ლაშქარი კი ცხვრის ფარად. წარმოიდგინეთ, როდესაც მგელი უტევს ფარას, განა რა მნიშვნელობა აქვს იმას, რამდენი ცხვარია ფარაშიო.


მამბერი


მგელი მთვარის საკულტო ცხოველია. მთვარე კი მიწათმოქმედთა კალენდრის დასაბამი. ქართველთა წინაპარი, რომელიც მთელ სამხრეთ კავკასიასა და მცირე აზიის დიდ ნაწილში ცხოვრობდა იყო პირველი თუ არა ნამდვილად ერთ-ერთი პირველი მიწათმოქმედები, მომთაბარე ცხოვრებიდან დამკვიდრებულ ცხოვრებაზე გადასული პირველი ადამიანები. და ჩვენი წინაპარი დიდი ხნის განმავლობაში ეთაყვანებოდა მთვარეს და მის ზოომორფულ სახეს - მგელს. მგელთა მბრძანებლის და დიდი ღმერთის დასახელება კი სვანურად არის "მამბერ", რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს მამა მგელს ან მგელთა მამას.


მამბერი


"ვიდრე ცერზე ფიცხლივ დგომა უხარია,

და დიდოუ ნანა უსალბუნებს ყურს,

უხსოვარი სისხლი მაჩუხჩუხარია,

მკერდი მოგუგუნე - მამულისთვის ხურს.


შეუძახე იბერს, ვიდრე კიდევ მხნედ არს

და საბედისწეროს უმკლავდება რულს,

იქნებ დაგიჯეროს პირველი ცის მხედარს,

რომ ხალიბი კვეროს - გაუფრთხილდეს რჯულს.


დიდი გარჯა გველის... და ფილტვების დამბერ

სიმღერასაც ვეტყვით ამ დროებას, კრულს!

იქნებ, ერთი მგელიც მოგვაშველო მამბერ,

თორემ ტურის ხროვა ღრენას ბედავს მტრულს..."


ლექსის ავტორი: კობა ჭუმბურიძე





ასევე დაგაინტერესებთ:


1. 160 სამეცნიერო სტატია

2. 100 სტატია საქართველოს ისტორიასა და კულტურაზე

3. სუმელა - უნიკალური მონასტერი ლაზეთში (+40 სტატია)


1. მცირე ეპიზოდები ქართველთა სამხედრო ცხოვრებიდან

2. უილიამ ალენი ქართველების შესახებ

3. ზვიად გამსახურდია კანონიერი ქურდების შესახებ

4. ზვიად გამსახურდია ნაციონალიზმის შესახებ

5. ზვიად გამსახურდიას ლექსი მესხეთისადმი

6. ბაისანგურ ბენოელი

7. ინგუშეთის პირველი პრეზიდენტი ქართველების შესახებ

8. სპარსელთა ოთხთვიანი ომი საქართველოს წინააღმდეგ

9. არჩილ ჯორჯაძე კოსმოპოლიტიზმის შესახებ

10. გაცი და გაიმი

11. მორიგე ღმერთი

12. ყამარი

13. ლამარია

14. ნოდარ დუმბაძე - "ვინ არის დედა?"



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
2288
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
2288
  
2021, 31 მარტი, 20:29
ასეთ საინტერესო თემაზე უცებ პლინტუსქვემოთა დუმბაძის მოტანა მტლიანად აუფასურებს ავტორის ნაშრომს, საეჭვოს ხდის მის სიღმისეულად გააზრებასაც კი. აღფრტოვანებული ვარ ასეთი გვერდის შექმნით, მაგრამ დუმბაძე? ასეთი ცარიელი, ასე წინაპართუარმყოფელი, ასეთი ზნედაცემული ადფამიანის ნაბოდვარსი აზრის ძიება ყოვლად უადგილოდ მეცვენება.
0 1 1