x

მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133844
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
Intermedia.ge
ყველა მსურველს აძლევს შესაძლებლობას გახდეს სამოქალაქო ჟურნალისტი და გამოიმუშავოს ფული.

პრინციპი მარტივია:

  • დარეგისტრირდი
  • ატვირთე სტატიები/ფოტო/ვიდეო
  • გახდი რეიტინგული ავტორი
  • მიიღე ჰონორარი
როგორც კი თქვენი ჰონორარი (გამომუშავებული თანხა) 20 ლარს მიაღწევს, გაგიფორმდებათ ხელშეკრულება და თანხა ჩაგერიცხებათ ანგარიშზე.

რაზეა დამოკიდებული ჰონორარის ოდენობა:

  • მასალის წაკითხვის რაოდენობაზე
  • მასალის გაზიარების და მოწონებების რაოდენობაზე
  • მასალის უნიკალურობაზე (ჰონორარი საავტორო მასალებზე მეტია, ვიდრე ნათარგმნ მასალებზე)
  • ავტორის რეიტინგზე
გაითვალისწინეთ, საინტერესო და კვალიფიციური მასალიდან თქვენ შემოსავალს მიიღებთ არა ერთჯერადად, არამედ მუდმივად თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე, მუდამ სანამ მას ხალხი ნახულობს!

მასალების გამოქვეყნების პირობები

ვებგვერდზე იკრძალება შემდეგი სახის მასალების გამოქვეყნება:

  1. ძალადობისკენ მოწოდება, რასობრივი, ეთნიკური, სოციალური, რელიგიური, სქესობრივი ან სხვა ნებისმიერი სახის სიძულვილის გაღვივება ან დისკრიმინაციის პროპაგანდა. ადამიანის, ცხოველების სიკვდილის, წამების, სასტიკად მოპყრობის, დასახიჩრების სცენები.
  2. ეროტიკა და პორნოგრაფია
  3. მავნე, საშიში ან უკანონო საქმიანობის ტირაჟირება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული საქმიანობის სწავლება და კრიმინალური/ქურდული მენტალიტეტის პროპაგანდა
  4. ადამიანის რეპუტაციის, პატივისა და ღირსების შემლახველი ცილისმწამებლური ინფორმაციის და ზოგადად, მცდარი ინფორმაციის გავრცელება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოების გამჟღავნება , პირის საკონტაქტო ინფორმაციის, სოციალურ ქსელებში არა საჯაროდ (მხოლოდ მეგობრებისათვის) განთავსებული პირადი ფოტო, ვიდეო მასალის ან მიმოწერის უნებართვოდ გავრცელება
  5. საავტორო უფლებების დარღვევა - სხვისი სტატიის გამოქვეყნება ამასთანავე, ვისიმე საავტოროს უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობა და შესაძლო ზარალის ანაზღაურება/კომპენსაციის გაცემა მთლიანად და უპირობოდ ეკისრება მასალის გამომქვეყნებელ პირს.
  6. აკრძალულია ისეთი ხასიათის მასალების / კომენტარების / ბმულების განთავსება, რომელთა მიზანია გარკვეული საიტების, პროდუქციის გაყიდვა/პოპულარიზაცია, მომსახურების, პოლიტიკური პარტიების რეკლამირება და ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ემსახურება რომელიმე ორგანიზაციის ინტერესებს.
  7. აკრძალულია აზრს მოკლებული, უშინაარსო, უსარგებლო და უინტერესო მასალების გამოქვეყნება. გამოქვეყნებული მასალის სათაური უნდა იყოს ინფორმატიული და შეესაბამებოდეს გამოქვეყნებული მასალის შინაარსს.
  8. აკრძალულია უცენზურო ლექსიკა, მათ შორის შეფარული სახით და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები გამოქვეყნებულ მასალებში
  9. გამოქვეყნებული მასალები უნდა შეესაბამებოდეს ქართული მართლწერის ნორმებს. მიუღებელია მასალების გამოქვეყნება ორთოგრაფიული, პუნქტუაციური და სინტაქსური შეცდომებით, ბარბარიზმებით და ჟარგონებით თუ მას არ მოითხოვს კონტექსტი.
  10. აკრძალულია მასალის შეუსაბამო კატეგორიაში გამოქვეყნება