x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508249
ქართული მითოლოგია - ჟინი ანთარი
ჟინი ანთარი


მეგრული, კოლხური მითოლოგია და კოსმოგონია ძალიან ღრმა და მრავალფეროვანია და უამრავ ღმერთს, ქალღმერთს, გმირსა და სხვადასხვა პერსონაჟს მოიცავს. ერთ-ერთი მათგანი არის დიდებული ღმერთი ანთარი, რომელსაც ჟინი ანთარსაც უწოდებენ, რაც ზებუნებრივ, ზეციურ ანთარს ნიშნავს. ეს იყო ძველ სამეგრელოში და აფხაზეთში გავრცელებული კულტი. აფხაზეთში მას აითარი ერქვა. ივანე ჯავახიშვილის აზრით მეგრული ჟინი ანთარი თავისი მნიშვნელობით შეესატყვისება ასევე ხევსურულ ანატორის და სწორედ ეს ხევსურული ანატორი იყო ანთარისა და აითარის უძველესი, სრული სახე.


ჟინი ანთარი


ჯავახიშვილის აზრით სწორედ ანატორისგან ანუ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთიდან გავრცელდა ეს კულტი დასავლეთ საქართველოში ჟინი ანთარის და აითარის სახელებით. სულ თავიდან კი, ისევ და ისევ ჯავახიშვილის აზრით, ჟინი ანთარიც, აითარიც და ანატორიც ბერძნული ღვთაების - აპატურის ან აპატურიასგან შესაძლოა რომ წარმომდგარიყო.



ჟინი ანთარი


ჟინი ანთარი იყო საქონლისა და მოსავლის მფარველი ღვთაება, რომელსაც მეხის ტყორცნაც შეეძლო. მას მეგრელები დიდმარხვის წინა დღეს მიაგებდნენ პატივს. ტარდებოდა შემდეგი რიტუალი: დილით ადრე, გარიჟრაჟზე მეგრელები საკუთარ ოჯახებში, კერაზე, ღადარში სიმინდის ფქვილის ცომისგან ოთხკუთხა ფორმის კვერს, მოზრდილ მჭადს აცხობდნენ, რომელსაც შუაში კონუსის ფორმის ყველის ნაჭერი ჰქონდა ჩადებული. როდესაც ვახშმის დრო მოახლოვდებოდა, ოჯახის უფროსი მამაკაცი კერასთან მიდიოდა, ამ ოთხკუთხედ მჭადს აცლიდა ნაცარსა და სუროს, ასეთივე ოთხკუთხა ნაჭრებად ტეხავდა და წარმოთქვამდა შემდეგ ლოცვას: "ჟინი ანთარი, პატენი გამორძგვილი, ჩქიმი ორინჯი სი ამიშინი." ანუ ზეციერო ანთარო, გამარჯვებულო ბატონო, ჩემი საქონელი შენ მომიშენეო. მეგრელებს სწამდათ, რომ ამ რიტუალის აღსრულებით მისი ყანები და საქონელი მთელი წლის განმავლობაში დაცული იქნებოდა ყოველგვარი უბედურებისა და ზარალისაგან.


ჟინი ანთარი


სამეგრელოში განსაკუთრებით ეშინოდათ ჟინიშის ანუ მეხის. თუ საქონელს მეხი დაეცემოდა, ითვლებოდა, რომ ჟინი ანთარი გაუწყრა ოჯახს და სასჯელი მოუვლინა მეხის სახით. ამ დროს ატარებდნენ სპეციალურ რიტუალს, მეხდაცემულ საქონელს პატრონი ხელს არ ახლებდა, არც წუხდა მის გამო. ამ დროს მხოლოდ მოიყვანდა ხოლმე ოჯახი მახვამალს ანუ მლოცველს, რომელიც ახლოს მიდიოდა მეხდარტყმულ საქონელთან, დაკლავდა ციკანს, ხარშავდა რძეში და თვითონვე ჭამდა, თან სპეციალურ ლოცვას ატარებდა, შესთხოვდა ჟინი ანთარს, რომ ეპატიებინა ოჯახისათვის და აღარ ყოფილიყო გამწყრალი მათზე. შემდეგ მეხდაცემულ საქონელს სხვა ადამიანს დაამარხვინებდა, რომელიც არ მიეკუთვნებოდა დაზარალებულ ოჯახს.


ჟინი ანთარი


ჟინი ანთრის სალოცავად მეხდაკრულ ხესთან, ციკანთან ერთად მიჰქონდათ ხოზოკვარი - რიატუალური კვერი. ჭვავის ან ხორბლის ფქვილგარეულ სიმინდის ცომს შუაში ჩაუდებდნენ ყველს, წააგრძელებდნენ და ბოლოში თითისტარისებურად წაწვეტებულს რძეში ხარშავდნენ. ხოზოკვართან ერთად რძეში ხარშავდნენ სამ ან ხუთ, მომცრო ყველიან კვერს, რომელიც ვარსკვლავების სიმბოლო იყო.


ჟინი ანთარი


ქართული მითოლოგია:


1. ქართული წარმართული კოსმოგონია

2. ქართული მითი სამყაროს შექმნის შესახებ

3. მორიგე ღმერთი

4. ქართველი ერი -მიჯაჭვული ამირანი

5. ამირანი

6. კოლხი მედეა - მედიცინის ფუძემდებელი

7. კოლხური დრაკონი - ხოლკიკოსი

8. კოლხური ხარები - ხალკოტავრები

9. სპარტოი - დრაკონის კბილის მეომრები კოლხეთში

10. ოჩოკოჩი - ოჩოპინტრე

11. დალი

12. ბარბალე - მზის ქალღმერთი

13. დობილნი

14. ადგილის დედა

15. დედა მიწა

16. აინინა და ნინა

17. ყამარი

18. ლამარია

19. წყარიშდიდა

20. ფუძის ანგელოზი

21. მითური ყურშა

22. არმაზი

23. გაცი და გაიმი

24. ზადენი

25. აფსათი

26. ამბრი

27. ბატონები

28. ბერი ბერა

29. აგუნა

30. ბადაგონი

31. ბოჩი

32. მამბერი

33. მინდორთ ბატონი და მინდორთ მბრძანებელი

34. თეთრი გიორგი

35. თევდორე

36. ხვთისშვილნი

37. იახსარი

38. კოპალა

39. კვირია

40. ნაწილიანი

41. პირქუში

42. ალი

43. დევი

44. გველეშაპი

45. ქაჯი

46. კუდიანი

47. როკაპი

48. მზაკვარი ანუ მაზაკვალი

49. მაცილი

50. ფასკუნჯი

51. რაში

52. გველისფერი

53. არამხუტუ ანუ ვერემხუტუ

54. ტყაშმაფა

55. ჰარალე

56. მზეთუნახავი

57. მესეფენი

58. ბედის მწერლები



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
535
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
535
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0