x
image
თორ ნიკე
ქართული მითოლოგია - ფასკუნჯი
ფასკუნჯი


ფასკუნჯი გვხვდება არამარტო ქართულ, არამედ ზოგიერთი სლავი ხალხის და მითოლოგიასა და ფოლკლორში. ის გონიერი, მოაზროვნე, ზოგჯერ მოლაპარაკეც კია. ამ უნარით, ასევე თავისი ძალმოსილებით, სიდიდით ამჟღავნებს მსგავსებას დრაკონთან, იმ განსხვავებით, რომ ფასკუნჯი სლავურ წარმოდგენებში ჩვეულებრივი, მაგრამ უზარმაზარი ფრინველია, ქართულ წარმოდგენებში კი ის წარმოისახება ლომის ტანით, ამასთანავე ნისკარტით და ფრთებით და ფეხებზე ფრინველისებრი კლანჭებით და არა ფრთოსანი ქვეწარმავლის სახით, როგორც დრაკონი.


ფასკუნჯი


ფასკუნჯი დიდ მსგავსებას ავლენს ასევე ევროპულ მითოლოგიურ ფრინველ ფენიქსთან და ირანულ მითოლოგიურ ფრინველ სიმურგთან. ფასკუნჯი უზარმაზარი ძალით და გაუმაძღობით გამოირჩევა. ამ მაგიური არსების ფრთებს განმკურნავი ძალა გააჩნია. ფრთის ერთი შეხებით შეუძლია ჭრილობა განკურნოს.



ფასკუნჯი


თუ ვინმეს ხელში ჩაუვარდა მისი ერთ-ერთი ბუმბული, მაშინ გასაჭირში მისი გამოძახება შეუძლია ამ ბუმბულის დაწვით. ფასკუნჯი ქვედა სამყაროში ანუ ქვედა სკნელში ანუ ქვესკნელში ცხოვრობს. მისი ერთადერთი ძლიერი მტერი, რომლისაც თავადაც ეშინია გველეშაპია. გველეშაპი ემტერება ფასკუნჯის სახეობას და როცა მოახერხებს კლავს მის შვილებს.


ფასკუნჯი. ავტ. კობა ჭუმბურიძე


თუ რომელიმე გმირი ქვესკნელში მოხვდა, მას სწორედ ფასკუნჯი ეხმარება იქიდან შუასკნელში ამოსაღწევად იმ პირობით, თუ მის შვილებს გველეშაპისგან გადაარჩენს და მტრის მოშორებაში დაეხმარება. ფოლკლორში დემითოლოგიზებული ფასკუნჯი ანთროპომორფულ არსებასაც კი ემსგავსება ზოგჯერ. არსებობს აგრეთვე წარმოდგენები ბოროტი ფასკუნჯების შესახებ, რომლებიც სხვა ავსულთა და დევთა მსგავსად მტრობენ კაცთა მოდგმას.

ფასკუნჯის ბარელიეფი გამოსახულია სამთავისის ტაძარზე, რომელიც 1030 წელს შეიქმნა:


სამთავისის ფასკუნჯი



ასევე დაგაინტერესებთ:


1. 160 სამეცნიერო სტატია

2. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

3. 64 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

4. 40 სტატია რელიგიის შესახებ



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
1125
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
1125
  
2021, 21 აგვისტო, 23:16
ფასკუნჯი – მიღმიერში მობინადრე ფრინველი ქართულ მითოლოგიაში, რომელიც გარდაცვალების (და არა სიკვდილის, გარდაცვალება ერთგვარი ტრანსის მდგომარეობა იყო ქართველ წარმართებში) ქვესკნელსა და ზესკნელს შორის მოძრაობს, თან თავისი ფრთებით სამზეოზე აჰყავს ქვესკნელში მოხვედრილი დაკარგული სული. გადავიდა ქართულ ზღაპრებშიც როგორც გმირების დამხმარე არსება.
ქართულ ფოლკლორში ფასკუნჯი და გველეშაპი განუყრელი წყვილია. მათი საცხოვრებელი ადგილი ხესთან არის დაკავშირებული: ხის კენწეროზე ფასკუნჯს ბუდე აქვს გამართული და ბარტყებს ზრდის, ხოლო ხის ძირში გველეშაპია მოკალათებული. თითქოს ისინი, რაკი ერთი ხეა მათი ადგილსამყოფელი, დაძმობილებულნი უნდა იყვნენ, მაგრამ გველეშაპი მტრობს ფასკუნჯს: რიგ-რიგობით სანსლავს მის ბარტყებს. შეწუხებული ფასკუნჯის საშველად გამოეშურება მზეჭაბუკი, რომელსაც თავად ესაჭიროება შველა. მზეჭაბუკი ამარცხებს გველეშაპს, უფატრავს მუცელს და უკან უბრუნებს ფასკუნჯს თავის ბარტყებს. მადლიერი ფასკუნჯი მხარზე შეისვამს მზეჭაბუკს და ზესკნელში აიყვანს (ზესკნელი = ვალჰალა = სასუფეველი). მზეჭაბუკი მოშიებულ ფასკუნჯს გზაში თავისი ბარძაყის ხორცით კვებავს, თუმცა სამზეოზე ასვლისას ნაკრტენით უმრთელებს ბარძაყს.
საბა „სიტყვის კონაში“ ამგვარად განმარტავს ამ არსებას: „ტანითა მსგავსი ლომისა; თავი, ნიკარტი, ფრთე და ფერხი მსგავსი არწივისა, ნაკრტენ-მრავალი... პილოს აღიტაცებს და ცხენთა მაზიანებელ არს“.
0 1 1