x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ქართული მითოლოგია - ტყაშმაფა
ტყაშმაფა


ტყაშმაფა მეგრული, კოლხური მითოლოგიის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო პერსონაჟია, რომელსაც ხალხში დღემდე უკავშირდება უამრავი ამბავი, ლეგენდა თუ პირდაპირ თვითმხილველთა ისტორიები. ის გახლავთ ტყის მეფე-ქალი (ტყაშმაფა ან ტყაში მაფა სწორედ ამას ნიშნავს), გარეულ ცხოველთა მბრძანებელი, ულამაზესი, მომხიბლავი და დალივით მაცდური.


ტყაშმაფა


ის თეთრთმიანი, ოქროსთმიანი (ქერა) და იშვიათად შავთმიანი ქალია, გრძელი, სწორი თმით, მუდმივად ტყეში ცხოვრობს და შიშველი დადის, ოღონდ ის არ არის როგორც ტყის ქალი, არამედ ულამაზესი და მოვლილი სხეული აქვს. ძალიან ემსგავსება სკანდინავიური მითოლოგიის ჰალდერს ან სკოგსრას. მათთან სასიყვარულო ურთიერთობას ხშირად ამყარებენ ოჩოკოჩები და ამით შესაძლოა ნიმფასაც მივამსგავსოთ.



ტყაშმაფა


ტყაშმაფას ძალიან უყვარს მომხიბლავ, საუკეთესო ახალგაზრდა მონადირეებთან სექსუალური კავშირის დამყარება. ის არ უწყებს საუბარს მას, ვინც არ მოეწონება, ხოლო თუ თავად დაუწყე საუბარი ამ დროს, გაგგიჟებს. ვინც მოეწონება, მას თითებით აჩვენებს გარკვეულ ციფრს. რამდენ თითსაც აჩვენებს ტყაშმაფა მონადირეს, იმდენი თვე უნდა დარჩეს მონადირე მასთან. იცხოვროს მასთან როგორც ქმარმა, დავარცხნოს თმები და შეუსრულოს სხვადასხვა მოთხოვნა.


ტყაშმაფა


ეს არსება ვერ იტანს, როდესაც ვინმე მას არ ემორჩილება და ძალიან საშიში შეიძლება გახდეს. მას შეუძლია ფსიქიკური ზემოქმედება და ადამიანის გაგიჟება ან მოკვლა კიდეც. უამრავ გადმოცემაში ფიქსირდება, რომ მან დახოცა ის კაცები, ვინც მის მოკვლას შეეცადა ან დაუმორჩილებლობა გამოუცხადა.


ტყაშმაფა


ზოგიერთ გადმოცემაში მონადირე მას ტყვიას ესვრის, ამ დროს ტყაშმაფა ევედრება რომ მეორე ტყვიაც ესროლოს და როდესაც მონადირე ამ სურვილს უსრულებს, ტყაშმაფა უკეთ ხდება და შურს იძიებს. ყოველ მომდევნო ტყვიაზე ტყაშმაფა უფრო და უფრო ძლიერდება, ამიტომ თუ ვინმეს მისი მოკვლა უნდა, მხოლოდ ერთი ტყვია უნდა გამოიყენოს.


ტყაშმაფა


მოძლიერებული ტყაშმაფა კისერს ტეხავს მკვლელ მონადირეს და სახლთან უგდებს გვამს მის ოჯახის წევრებს, ზოგს კი აქვავებს, ხოლო მის ოჯახს აღატაკებს. ტყაშმაფა არ არის მხოლოდ ერთი ან ორი. ტყაშმაფები არსებები არიან, რომლებიც მრავლად ბინადრობენ მსოფლიოს ტყეებში და მათ როგორც ზევით აღვნიშნეთ სხვადასხვა სახელები აქვთ სხვადასხვა ხალხებში.





ქართული მითოლოგია:


1. ქართული წარმართული კოსმოგონია

2. ქართული მითი სამყაროს შექმნის შესახებ

3. მორიგე ღმერთი

4. ქართველი ერი - მიჯაჭვული ამირანი

5. ამირანი

6. კოლხი მედეა - მედიცინის დამაარსებელი

7. კოლხური დრაკონი - ხოლკიკოსი

8. კოლხური ხარები - ხალკოტავრები

9. სპარტოი - დრაკონის კბილის მეომრები კოლხეთში

10. ოჩოკოჩი - ოჩოპინტრე

11. დალი

12. ბარბალე - მზის ქალღმერთი

13. დობილნი

14. ადგილის დედა

15. დედა მიწა

16. აინინა და ნინა

17. ყამარი

18. ლამარია

19. წყარიშდიდა

20. ფუძის ანგელოზი

21. მითური ყურშა

22. არმაზი

23. გაცი და გაიმი

24. ზადენი

25. აფსათი

26. ამბრი

27. ბატონები

28. ბერი ბერა

29. აგუნა

30. ბადაგონი

31. ბოჩი

32. მამბერი

33. მინდორთ ბატონი და მინდორთ მბრძანებელი

34. თეთრი გიორგი

35. თევდორე

36. ხვთისშვილნი

37. იახსარი

38. კოპალა

39. კვირია

40. ნაწილიანი

41. პირქუში

42. ალი

43. დევი

44. გველეშაპი

45. ქაჯი

46. კუდიანი

47. როკაპი

48. მზაკვარი

49. მაცილი

50. ფასკუნჯი

51. რაში

52. გველისფერი

53. არამხუტუ



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
776
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
776
  
2020, 10 დეკემბერი, 12:51
Georgian Paganism - Tkashmapa

Tkashmapa is one of the most interesting characters in Megrelian, Colchian paganism, which is still associated with many stories, legends and direct eyewitness stories. She is the queen-woman of the forest (Tkashmapa - in Megrelian "Mapa" - king, Tkash (of the forest), the lord of wild animals, beautiful, charming and tempting like Dali.

She is a white-haired, golden-haired (blonde) and rarely black-haired woman with long, straight hair, constantly living in the woods and walking naked, but she is not like a wild woman, but has a beautiful and well-groomed body. Very similar to the Halder or Skogsra of Scandinavian mythology. The Ochocoches often have a love affair with them, and thus we may even resemble a nymph.
2020, 10 დეკემბერი, 12:51
Tkashmapa loves to have sex with charming, best young hunters. She does not encourage talking to those, who do not like her, and if you start talking at this time, she will drive you crazy. Whoever she likes, she shows him a certain number with her fingers. No matter how many fingers a Tkashmapa shows to a hunter, the hunter must stay with her for as many months, as she shows her by fingers. Live with her as a husband, brush her hair and fulfill various requirements.

This creature can not stand when someone does not obey her and can become very dangerous. She can have a psychological impact and drive a person crazy or even kill them. Numerous accounts state, that she killed men who tried to kill her or disobeyed her.

In some narrations, the hunter shoots her with a bullet, this time the Tkashmapa begs him to shoot another bullet, and when the hunter fulfills this wish, the Tkashmapa gets better and seeks revenge. With each successive bullet, Tkashmapa becomes stronger and stronger, so if anyone wants to kill her, only one bullet must be used.

The powerful Tkashmapa breaks the neck of the killer hunter and throws his corpse near the house of his family members, some of whom she holds, while impoverishing his family. Tkashmapa is not just one or two. They are creatures that inhabit many forests in the world and they have different names in different peoples as mentioned above.
0 1 2