x
image
თორ ნიკე
ქართული მითოლოგია - თეთრი გიორგი
თეთრი გიორგი. ძეგლი თბილისში


"ჩვენ ძლიერ ხშირად გვიფიქრია ძმაო ამაზე

როდის აღსდგება სამშობლო ჩვენი,

და დაბრუნდება კვლავ სილამაზე


თავისუფლების და აღმაფრენის.


როდის დადგება ის დღე დიადი,

როს ბორკილს შევხსნით ერს დამცირებულს,

და დაუბრმავებს თვალს განთიადი

ჩრდილეთის წითელ ჯალათთა კრებულს!


და საქართველო დიდჭირნახული

გამოფხიზლდება ყველა იოგით,

ჩვენ ღვთისმშობელი გვწყალობს ხახულის

და გვიცავს მარად თეთრი გიორგი!"


ზვიად გამსახურდია



თეთრი გიორგი


"დიდია წმინდა გივარგი,

ცისკიდურამდე ელავსა,

თავის ყმის გამჯავრებელსა

ნაბადივითა სთელავსა.

ხელში უჭირავს მათრახი,

შვიდკეცი, შვიდი მხარია,

რასაც გადაჰკრა, გადასწვდა,

მაგის დაკრული მწარია!"


თეთრი გიორგი


"ეს დიდებული სცენა იყო, ტანჯვითა და გოდებით აღსავსე. ქართველებს ისე არაფერი აერთიანებს, როგორც ომი. ამ დროს უნდა ნახოთ ქართველთა ერთობა, ერთ მუშტად შეკვრა... ეს ის მომენტია, როდესაც თითოეული ქართველის სული ერთ ორგანიზმად ერთიანდება და ემზადება უკანასკნელი გაბრძოლებისთვის... ამ დიდებულ ლაშქარს კი თეთრი გიორგი სარდლობს!


დავით ჯაფარიძე "კავკასიონის დაისი"


თეთრი გიორგი


პროტოქართული, იბერო-კავკასიური ტომები განსაკუთრებულ თაყვანისცემას ოდითგანვე გამოხატავდნენ მებრძოლი ღვთაებებისადმი, როგორებიც იყო, მაგალითად: კოპალა, იახსარი, ლაშარი (შემდგომში ლაშარის ჯვარი), გიორგი ნაღვარმშვენიერი და რა თქმა უნდა იბერიული რასის მისტერიათაგან აღმოცენებული დიდებული თეთრი გიორგი.


თეთრი გიორგი


წარმართ ქართველთა ასტრალური პანთეონის მთავარი, ალფა მამრული საწყისის განმასახიერებელ მთვარის კულტთან დაკავშირებულიყო თეთრი გიორგის სახელი. იბერო-კავკასიელთა ძირითად თაყვანისცემის ობიექტად სწორედ მამრობითი ძალის განმსახიერებელი ხატება ქცეულიყო. ეს იყო უძველეს მიწათმოქმედთა ღვთაება.


თეთრი გიორგი


გადის პერიოდი და კაპადოკიაში მეოთხე საუკუნეში იბადება ბიზანტიელი მხედართმთავარი სახელად გიორგი, რომელიც შემდგომ იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ წამებულ იქნა ქრისტიანობის არდათმობის გამო. ის შერაცხული იქნა წმინდანად. სინამდვილეში მხედართმთავარ გიორგის არაფერი ისეთი არ გაუკეთებია, რაც მანამდე ან მის შემდეგ ასობით ათას სხვა ქრისტიანს არ გაეკეთებინა - თავი გაწირა რწმენის არდასათმობად, მაგრამ საქართველოში რატომღაც სწორედ წმინდა გიორგის სცემდნენ წმინდანთა შორის უდიდეს პატივს. რატომ? მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მისი სახელი (გიორგი) დაემთხვა და შეეთვისა ათასწლეულების წინანდელ პროტოქართულ თეთრი გიორგის კულტს და ახლადგაქრისტიანებულმა წარმართმა ხალხმა ადვილად მიიღო და შეიყვარა იგი, რადგან მასში თეთრი გიორგის წინარესახე შეიცნეს. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ საქართველოში "არ არიან ბორცუნი და მაღალნი გორანი, რომელსა ზედა არა იყოს შენნი ეკლესიანი, წმინდის გიორგისანი". ხალხშიც გავრცელებულია რწმენა იმისა, რომ "საქართველოში წმინდა გიორგის სახელობის იმდენი ტაძარია, რამდენიც წელიწადში დღეები."


თეთრი გიორგი


ივანე ჯავახიშვილი ქართველთა წარმართობის კვლევისას თეთრი გიორგისა და მთვარის კულტთან დაკავშირებით მაგალითად მოჰყავს ქართული სადღესასწაულო ჩვეულებები და ხატობები:


"14 აგვისტოს, სოფელ აწყურთან, იმართება თეთრი გიორგის ხატობის ჩვეულება, რომელშიც მთვარის ჭაყვანისცემის ძველი წარმართობისდროინდელი ნაშთია შემორჩენილი. უმთავრესი ხატობა: ყველა ჩვეულებანი, ზვარაკების შეწირვა, ქადაგად დაცემა და სხვ. - 14 აგვისტოს, მწუხრის დროს იწყება და მთელ ღამეს გასტანს ხოლმე.

თეთრ-გიორგობაში თეთრი ღამის თევას დიდი მნიშვნელობა აქვს. რატომ? იმიტომ, რომ თეთრი გიორგობა მთვარის ხატობაა. მთვარე კი, რასაკვირველია მწუხრის დროს, საღამოთი გამოჩნდება და ღამე ანათებს ხოლმე.


თეთრი გიორგი. ავტ. კახა ჭუმბურიძე


14-15 აგვისტოს თეთრგიორგობას აღნიშნავენ ხოლმე საქართველოს სხვა კუთხეებშიც. რათა? იმიტომ, რომ 14-15 რიცხვი მთვარის ავსების პერიოდია, მთვარე სრულია ხოლმე ყოველთვის, როცა წლისა და თვეების აღრიცხვა მთვარის სრბაზეა დამყარებული.

ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში ძველად სწორედ ასე იყო. მაშასადამე თეთრიგიორგობა 14-15 აგვისტოს და ღამით იმიტომ არის ხოლმე, რომ ეს ხატობა წარმართობისდროინდელ მთვარის ხატობის ალაგას არის და თეთრი გიორგის მთავარი ღვთაების - მთვარის მაგიერი ადგილი უკავია."


თეთრი გიორგი


მიუხედავად იმისა, რომ უძველესი პროტოქართული კულტის - მთვარის კულტის, იგივე თეთრი გიორგის კულტის ადგილზე ქრისტიანობის შემოსვლის და შემდეგ გიორგი კაპადოკიელის წმინდანად შერაცხვის შემდეგ მისი კულტი დამკვიდრდა, ცირუ მნათობთა კულტი და განსაკუთრებით მთვარისადმი რწმენა, რაც იბერო-კავკასიელებს ქრისტეს შობამდე მრავალი ათასწლეულის მანძილზე მოსდგამდათ, იმდენად ძლიერი იყო, რომ მისდამი თაყვანისცემის ზოგიერთი ელემენტი დღემდეა შემორჩენილი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.


თეთრი გიორგი


მაგალითად სვანეთში მთვარის გაოსახულებით მოხატულია ზოგიერთი ქრისტიანული ტაძარი როგორიცაა ქვემო სვანეთში მდებარე ჩუკულის მთავარანგელოზის ტაძრის გუმბათი. ეს ტაძარი მე-11 საუკუნეშია აშენებული, გაყოფილია ორ ნაწილად და მასში ერთ მხარეს მთვარეა გამოსახული, რომლის წრის ცენტრშიც მამაკაცის სახეა ჩახატული, ხოლო მეორე მხარეს არის მზე - ქალის სახით.


წარმართული ასტრალური ნიშანი


აქ ერთდროულადაა წარმოდგენილი წარმართული და ქრისტიანული რელიგიური რწმენის ამსახველი გამოსახულებანი. რაც იმაზე მიუთითებს, რომ წარმართული კულტები მთის ხალხმა წარმარტებით შეინარჩუნა, უდიდესი წნეხის შემდეგაც კი, რასაც სამეფო ხელისუფლებები მე-4 საუკუნიდან მოყოლებული ატარებდნენ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ქრისტიანული რელიგიის გასავრცელებლად. ქრისტიანობა მაინც ვერ მოერია წარმართულ კულტებს და ამიტომ ტრანსფორმირებული სახით ისინი შეითვისა და შეირწყა.


თეთრი გიორგი


როგორც ცნობილი ეთნოგრაფი ვერა ბარდაველიძე აღნიშნავს, ქართულ რელიგიურ სინკრეტიზმში წარმართული კულტების სიჭარბე იმით უნდა აიხსნას, რომ ქრისტიანობის წარმოშობამდე და მის გავრცელებამდე, საქართველომ კულტურული განვითარების ძალიან ხანგრძლივი, მრავალათასწლოვანი პერიოდი განვლო, რომელიც იდეოლოგიის ხაზით უძველეს მდიდარ სარწმუნოებასა და კულტურებს შეიცავდა.






ასევე დაგაინტერესებთ:


1. 160 სამეცნიერო სტატია

2. 100 სტატია საქართველოს ისტორიასა და კულტურაზე

3. სუმელა უნიკალური მონასტერი ლაზეთში (+40 სტატია)

4. ქართული მითოლოგია - მამბერი (+14 სტატია)



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
907
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
907
  
2019, 25 თებერვალი, 9:32
Remember Georgians: Hundreds of Millions of Your ancestors are alive, your Gods are not dead!

Baadur - The way to Zeskneli - Lyrics:

ღამის წყვდიადი ჩამოწვა ირგვლივ,
ვარსკვლავთ ციმციმი მინათებს გზას,
უგუნურთ სისხლით გამთბარი ჩემი ხმალი,
მტერთან ბრძოლაში არ იზოგავს თავს.

და ვადგავარ მე ზესკნელის გზას...

გზას მინათებდა მამა არმაზი,
ბრძოლა გავმართე მტერთან ფიცხელი,
მაგრამ დავმარცხდი და ახლა ნელ-ნელა,
მშობლიურ მიწაზე სისხლისგან ვიცლები.

ვიცავდი მე ჩემს სისხლს და ჩემს ღმერთებს,
ჩემს ოქროს მზეს და მთვარეს ვერცხლისას,
ვინც ჩემს სამშობლოს შეეხებოდა,
ვაზიარებდი ხმალსას ცეცხლისას.

თეთრი რაში მყავდა თვით გიორგისა,
ოქროს ხმალი მეკავა იახსარის ნაქონი,
ვერცხლის ფარი მეჭირა პირქუშის ნაჭედი,
ვერ მაშინებდნენ ურჩხულ-დრაკონნი.

ახლა კი ცისკარი მინათებს ბილიკს,
რომელსაც მივყავარ ზესკნელის კარამდე...

მამა არმაზი ოქროს ტახტიდან სხივებით,
საჭურჭლედ მაძლევს ზეციურ ხმალს,
რათა შევმუსრო მტერი ყოველი,
და ვაზიარო ქვესკნელის ალს!

და ნათელია ჩემი გზა ზესკნელის კარამდე!
0 1 1