საზოგადოებრივი ქართული მითოლოგია - ყამარი 2019, 22 თებერვალი, 8:08 წარმართი პროტოქართველები ქალღმერთ ყამარს ეთაყვანებოდნენ. ის იყო ქალიშვილი ქაჯთა მბრძანებლის, ამინდისა და ღრუბელთა მეუფის. იწოდება ციურ ქალწულად. მისი სილამაზე დამატყვევებელი და არაამქვეყნიურია. მის შესახებ მოგვითხრობს ამირანის ამბავი, როდესაც ამირანმა თავი ვეღარ შეიკავა და მისი სილამაზით გონწართმეულმა მოიტაცა იგი ზღვისიქითა ქვეყნიდან. ამის შემდგომ ისე ვითარდება მოვლენები, რომ ამირანს კავკასიონზე აჯაჭვავენ. იმ დღიდან რაც ეს მოხდა, ყამარი ელის თავის გულისსწორს და ელოდება როდის აიშვებს თავს გმირთაგმირი. ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ყამარის ქაჯეთიდან მოტაცება ამირანის მიერ, განასახიერებს პრომეთეს მიერ ზეციური ცეცხლის მოტაცებას. ამირანის მიჯაჭვის შემდეგ, დედამიწას გაექცა ყამარ. "წავიდა ყამარი ზეცაში მთვარესთან და იქ დაიმალა". ხალხმა ლექსი უძღვნა ქალღმერთს: ცაში რა გინდა ყამარო, მთვარესთან რად იმალები? სულ რომ შენს გზაზე გავცვითო ჩემი თეთრონის ნალები, მაინც ცრემლს არ გაჩვენებდი, სურვილით განამკრთალები, ერთს ისეთს ამოგხედავდი, ცას ჩამოვხევდი თვალებით! ასევე დაგაინტერესებთ:1. 160 სამეცნიერო სტატია 2. 100 სტატია საქართველოს ისტორიასა და კულტურაზე 3. სუმელა - უნიკლაური მონასტერი ლაზეთში (+40 სტატია) 4. ადოლფ ჰიტლერის ანდერძი 5. მცირე ეპიზოდები ქართველთა სამხედრო ცხოვრებიდან 6. უილიამ ალენი ქართველების შესახებ 7. ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში 8. ოლიმპიადის ისტორია 9. ჩაქმულის ქანდაკებები 10. ლეშანის გიგანტური ბუდა 11. მიქელანჯელოს პიეტა 12. ჰიტლერის სიტყვით გამოსვლა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში 13. ზონა 51 14. ზვიად გამსახურდია კანონიერი ქურდების შესახებ 15. ზვიად გამსახურდია ნაციონალიზმის შესახებ 16. ზვიად გამსახურდიას ლექსი მესხეთისადმი 17. ბაისანგურ ბენოელი 18. ინგუშეთის პირველი პრეზიდენტი ქართველების შესახებ 19. უცხოპლანეტური აგებულების მუმია აღმოჩენილია პერუში 20. სპარსელთა ოთხთვიანი ომი ქართველთა წინააღმდეგ 21. სერ ოსუალდ მოსლი ევროპის ბედი 22. არჩილ ჯორჯაძე კოსმოპოლიტიზმის შესახებ 23. საინტერესო ფაქტები მთვარის შესახებ 24. ქართული მითოლოგია - გაცი და გაიმი 25. ქართული მითოლოგია - ღმერთი ავტორი: თორნიკე ფხალაძე655 1-ს მოსწონს
|