x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
საინტერესო ფაქტები მთვარის შესახებ
საინტერესო ფაქტები მთვარის შესახებ


მთვარე 4.5 მილიარდი წლის წინ ჩამოყალიბდა დედამიწასთან კოსმოსური სხეულის - "თაიას" შეჯახების შედეგად და მას მერე ჩვენი თანამგზავრი გახდა. მასთან დაკავშირებით ადამიანებს უხსოვარი დროიდან ჰქონდათ ძალიან საინტერესო რწმენა-წარმოდგენები, რომელიც დღემდე გრძელდება. მაგალითად ის, რომ თურმე მთვარე უცხოპლანეტელების ხომალდია ან ხელოვნური ობიექტია, რომელიც სათვალთვალოდ გვყავს მოჩენილი. ამგვარი ძალიან უცნაური ხედვები მთელი მსოფლიოს გარშემო იყო და არის გავრცელებული. ასევე საინტერესოა 1988 წელს აშშ-ში ჩატარებული კვლევა, რომლიდანაც ირკვეოდა, რომ აშშ-ს მაშინდელი მოსახლეობის დაახლოებით 13%-ს სჯეროდა, რომ მთვარე ყველისგან იყო დამზადებული, ჩინეთში კი მთვარის მუქ ჩრდილებს უწოდებდნენ გომბეშოს მთვარეზე. ისინი ხსნიდნენ, რომ როდესაც ხდება მთვარის დაბნელება, ეს გომბეშო ცდილობს ჩაყლაპოს მთვარე, რაც იწვევს მისი ნაწილის ან მთლიანად მთვარის თვალთახედვის არედან გაქრობას.

მთვარის პირველი რუკა შეადგინა თომას ჰერიოტმა 1609 წელს. მთვარის ყველაზე დიდ კრატერს, რომელიც დედამიწიდანაც ჩანს, ეწოდება "სიკვდილის ველი". მისი ფართობი დაახლოებით 26 ათასი კვ. მილია. დიამეტრი კი 3476 კმ-ია. მთვარის დიამეტრი კი არის 3476 კმ. ჩვენს თანამგზავრზე ქარი საერთოდ არ ქრის.

მთვარის არხები მდინარის კალაპოტებს ჰგავს. მათი წარმოქმნის მექანიზმი გამოცანად რჩება. ითვლება, რომ არსებობდა ფორმირების სხვადასხვა მექანიზმი. მათ შორისაა უძველესი მაგმური ნაკადები და დაშლილი მიწისქვეშა ლავური მილები.


მთვარე დედამიწაზე 80-ჯერ მსუბუქია. დედამიწა იწონის დაახლოებით 600 ტრილიონ ტონას, მთავრე კი - 81 მილიარდ ტონას. მასზე ტემპერატურა ღამით -150 გრადუს ცელსიუსამდე ვარდება. რაც კი დაფიქსირებულა მთვარეზე ყველაზე მაღალი ტემპერატურა ყოფილა +117 გრადუსი ცელსიუსი, ხოლო ყველაზე დაბალი მინუს 164 გრადუსი ცელსიუსი.

ყველაზე მაღალი მთა მთვარეზე არის 11, 599 მეტრის და უსწრებს დედამიწის უმაღლეს მწვერვალს - ევერესტს, რომელიც 8848 მეტრია.

ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი მთვარის შესახებ არის ის, რომ მისი ზედაპირის ქვეშ ძალიან დიდი რაოდენობის და მაღალი ხარისხის წყალი იქნა აღმოჩენილი. ჯერ კიდევ 2008 წელს კი მეცნიერებმა წყლის კრისტალები აღმოაჩინეს მთვარეზე, რომელიც 100 მილიონი წლით დათარიღდა და იმ დროიდან არსებობდნენ, როცა მთვარე ჯერ კიდევ უამრავი მოქმედი ვულკანით იყო სავსე. დიდი ალბათობით, მთვარეზე წყალი მაშინაც კი არსებობდა, როდესაც ის დედამიწას მოწყდა 4.5 მილიარდი წლის წინ. მთელი მთვარის მასშტაბით უამრავი წყლით მდიდარი ვულკანური წარმომავლობის საცავია. ისინი მთელი მთვარის ზედაპირზე არიან გაბნეულნი, ზოგიერთის ფართობი რამდენიმე ათას კვადრატულ კილომეტრსაც კი აღწევს. შესაძლოა, უახლოეს მომავალში სწორედ ეს წყლის რეზერვუარები გახდეს მთვარის პირველი კოლონისტებისთვის სასმელი წყლის მოპოვების უმარტივესი გზა.





ასევე დაგაინტერესებთ:


1. 160 სამეცნიერო სტატია

2. 100 სტატია საქართველოს ისტორიასა და კულტურაზე

3. სუმელა - უნიკლაური მონასტერი ლაზეთში (+40 სტატია)


4. ადოლფ ჰიტლერის ანდერძი

5. მცირე ეპიზოდები ქართველთა სამხედრო ცხოვრებიდან

6. უილიამ ალენი ქართველების შესახებ

7. ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში

8. ოლიმპიადის ისტორია

9. ჩაქმულის ქანდაკებები

10. ლეშანის გიგანტური ბუდა

11. მიქელანჯელოს პიეტა

12. ჰიტლერის სიტყვით გამოსვლა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში

13. ზონა 51

14. ზვიად გამსახურდია კანონიერი ქურდების შესახებ

15. ზვიად გამსახურდია ნაციონალიზმის შესახებ

16. ზვიად გამსახურდიას ლექსი მესხეთისადმი

17. ბაისანგურ ბენოელი

18. ინგუშეთის პირველი პრეზიდენტი ქართველების შესახებ

19. უცხოპლანეტური აგებულების მუმია აღმოჩენილია პერუში

20. სპარსელთა ოთხთვიანი ომი ქართველთა წინააღმდეგ

21. სერ ოსუალდ მოსლი ევროპის ბედი

22. არჩილ ჯორჯაძე კოსმოპოლიტიზმის შესახებ



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
693
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
693
  
2019, 5 სექტემბერი, 0:55
1878 წელს ჩარლზ დარვინის ვაჟმა-ასტრონომმა ჯორჯ დარვინმა წამოაყენა ჰიპოთეზა,რომლის თანახმადაც-კოსმოსურმა ძალებმა ოდესღაც დედამიწას მოაგლიჯეს მისი სხეულის საკმაოდ დიდი ნაწილი,რომელიც ამჟამად დედამიწის თანამგზავრს წარმოადგენს.დარვინის მოსაზრებით ამოგლეჯილი აღმოჩნდა ქერქის ზედაპირული შრეები,ხოლო ღრმული წყლით ამოივსო და წარმოიქმნა წყნარი ოკეანე.
მთვარის გამოკვლევებმა აჩვენა,რომ იგი უმეტესად მსუბუქი ქანებისგანაა აგებული,ხოლო მისი ზომები დაახლოებით ეთანაბრება "ორმოს" ანუ წყნარი ოკეანის სიდიდეს.
0 1 1