საზოგადოებრივი ქართული მითოლოგია - მზაკვარი 2019, 31 მარტი, 19:37 მზაკვრები ადამიანები არიან, ცხოვრობენ ჩვეულებრივ მოსახლეობას შორის, სოფლებში, დაბებში, მაგრამ სხვებისგან განსხვავდებიან იმით, რომ დაკავებულნი არიან შავი მაგიით და კუდიანები არიან. მათში გარკვეული ცვლილებები ხდება და იღებენ ძალებს, რომლითაც არც დღე და არც ღამე არ სძინავთ. რიტუალების დროს ზოგჯერ ადამიანის გულს ჭამენ და შავი მაგიით ხალხს უფუჭებენ საქმეს, კლავენ ან წყევლიან. მზაკვრს სხვაგვარად ხალხში ასევე ეწოდება მაზაკვალი. მათი ღამე ჭეჭეთობის ანუ ჭიაკოკონობის ღამეა, რომელიც აგვისტოს თვეშია. იმ საღამოს ხალხი ცეცხლს ანთებს და ზედ ახტებიან. ეს უძველესი ტრადიცია მთელ საქართველოში დღემდეც კი შემორჩენილია. ამ რიტუალით ხალხი სიმბოლურად წვავს მზაკვრების წყევლას ცეცხლზე. სწორედ ჭიაკოკონობის საღამოს მზაკვრები შემოსხდებიან მგლებზე პირში ჯამშვიდუს ლაგამს ამოუდებენ, ამოსაკვარიც ჯამშვიდუსი აქვთ და უბელოდ დადიან უღრან ტყეებში. ჯამშვიდუ ერთგვარი ხეა, რომლის ქერქისგანაც მშვიდლის მოსაზიდ თოკებს ან წვრილ ბაწრებს ამზადებენ. ისინი სხვა სახის კუდიანებთან და შავ მაგებთან ერთად ტაბაკონის მთაზე თავიანთ მმართველთან - როკაპთან ან როკაპის სახელით ერთმანეთთან შესახვედრად. სწორედ ამ შეხვედრისას ინაწილებენ თავიანთ საქმეებს, იგეგმება თუ ვინ სად წავიდეს და რა გააკეთოს მომავალი წლის განმავლობაში. ამავე ჭეჭეთობის ანუ ჭიაკოკონობის ღამეს ხალხისგან მიტოვებულ ადგილებში, მთებში და ტყეებში მგლებზე ამხედრებულები დილამდე დათარეშობენ. თუ ამ დროს მგელზე ამხედრებულ მზაკვარს იარაღიანი კაცი, მაგალითად მონადირე შემთხვევით შეეჩეხა, ამ კაცს შეუძლია შეაშინოს მზაკვარი. პირჯვარი გადააწერინოს, რათა მისი ოჯახის წევრები და ნათესავები არასოდეს გათვალოს. მზაკვარი ამაზე დათანხმდება იარაღით მუქარის ქვეშ და იმისთვისაც, რომ ეშინია არ გათქვას მნახველმა ხალხში, ვინაიდან ძველ საქართველოში სხვადასხვა სასჯელები იყო შავი მაგიის მსახურებისთვის, მზაკვრობისთვის და კუდიანობისთვის. მათი ცხოველია კატა. მზაკვრების კატასაც იგივე მავნე ენერგეტიკული თვისებები აქვთ, როგორც მის პატრონებს და შესაძლოა დათარსონ ადამიანი. მზაკვრები ძალიან ბევრი სახის ცოდვას სჩადიან. ბავშვებსაც კი ჭამენ. ტანშიშველ ბავშვს დილით უზმოზე მზაკვრის თვალი არ უნდა მოხვდეს, თორემ დაიწყევლება და შესაძლოა მუდამ ცუდად იყოს სანამ შესაბამისი გამოლოცვები არ ჩაუტარდება. მშობლები ასეთ თვალნაცემობას იმით ხვდებოდნენ, რომ ბავშვს ამის შემდეგ უჭმელობა სჩემდებოდა და გულისრევა ეწყებოდა. მზაკვრების თვალისგან თავდასაცავად ხალხი ხშირად ატარებდა ავგაროზებს, სპეციალურ ქვებს, რომელიც იცავდა ავი თვალისგან და ასუსტებდა გათვალვის ნეგატიურ ენერგიას. ასევე დაგაინტერესებთ:1. 160 სამეცნიერო სტატია 2. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ 3. 64 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ 4. 40 სტატია რელიგიის შესახებ ავტორი: თორნიკე ფხალაძე434 2-ს მოსწონს |
ანუ რომ ვთარგმნოთ ის ვინც მოქმედება ზაკუა-ს ასრულებს.
მერე ქართულში შესული და სახეშეცვლილად დამკვიდრებული. მაზაკვალი-დან ა ამოვარდა და ლ ჩანაცვლდა რ-თი.
ზაკუა კი არის წყევლისმაგვარი, ოღონდ უფრო მსუბუქი ფორმა და მოკლევადიანი. იგივე გათვალვა.
ასევე სიტყვა ჭეჭეთობა, რომელიც სავარაუდოდ ძველი ფორმით გადაითარგმნებოდა ასე მეგრულიდან - დაწვის დღე. ეს რიტუალიც სამეგრელოდან უნდა გაყოლოდა ამ არსებას სხვაგან. მნიშვნელოვანი დეტალია ჩირაღდნები რომელიც ერთ-ერთი ჭაობიან ადგილებში გავრცელებული მცენარისგან მზადდება.
და ლაგამად გამოყენებული მცენარის სახელია ჯაშკვიდია/ჯაშქვიდია და არა ჯამშვიდი ხვიარა მცენარეა, და მსგავსი დანიშნულებით გამოიყენებოდა ხოლმე. ჯა ნიშნავს ხეს მეგრულად.
ჯაშკვიდია ითარგმნება ასევე მეგრულიდან და ნიშნავს ხის მახრჩობელს.
ხე არ არის ეგ მცენარე, ხეებს შემოეხვევახოლმე.