საზოგადოებრივი სპარტოი - დრაკონის კბილიდან აღმოცენებული მეომრები კოლხეთში 2019, 3 მარტი, 3:18 სპარტოი იმ მებრძოლების დასახელებაა ბერძნულ მითოლოგიაში, რომლებიც აღმოცენდებიან მიწიდან და არიან შეუდარებლად ძლიერი მეომრები. ამ სახელში კარგად ჩანს ისიც, რომ უძველესი დროიდან ბერძნული ქალაქი სპარტა უძლეველ მეომრებთან ასოცირდებოდა. ეს ადამიანები ორ ბერძნულ მითში არიან მოხსენიებულნი - არგონავტიკაში და ქალაქ თებეს დაარსების მითში. კადმუსი დელფის ორაკულის წინასწარმეტყველების და რჩევის თანახმად, გაჰყვა ერთ-ერთ ძროხას და მას მიჰყვა იქამდე, სადამდეც ის წავიდა, ხოლო სადაც ეს ძროხა პირველად შეყოვნდებოდა, იმ ადგილას კადმუსს ქალაქი უნდა დაეარსებინა. როდესაც ძროხა გაჩერდა, კადმუსმა გადაწყვიტა, რომ იგი ღმერთებისთვის მსხვერპლად შეეწირა მათთვის შემწეობის სათხოვნელად მომავალი ქალაქის აღმშენებლობისთვის. ამგვარად, მან სთხოვა თავის თანხმლებ კაცებს, რომ მოეტანათ წყალი ახლომდებარე წყაროდან. აღმოჩნდა, რომ ეს წყარო დაცული იყო დრაკონის მიერ, ვინაიდან წყარო ეკუთვნოდა თავად ომის ღმერთ არესს. დრაკონთან ბრძოლაში ბევრი კადმუსის კაცი დაიღუპა, სანამ კადმუსმა თავად არ აიღო მახვილი ხელში და არ განგმირა დრაკონი. ამის შემდეგ ქალღმერთი ათენა გამოეცხადა კადმუსს, ვინაიდან როგორც ჩანს მოეწონა მისი ვაჟკაცობა და გმირობა და გადასცა ამ მოკლული დრაკონის კბილების რაოდენობის ნახევარი და ასწავლა როგორ და სად უნდა დაეთესა ისინი. როდესაც კადმუსმა ეს გააკეთა, მათგან აღმოცენდნენ შეჭურვილი, მძლავრი მეომრები - სპარტოი. კადმუსმა ქვა აიღო და ისროლა მათკენ. სპარტოის მეომრებმა იფიქრეს, რომ რომელიღაც მათგანმა ისროლა ქვა, ერთმანეთზე გაბრაზდნენ, ბრძოლა დაიწყეს და საბოლოოდ ერთმანეთი ამოხოცეს. მათგან მხოლოდ 5 გადარჩა: ექიონი, უდეუსი, ქთონიუსი, ჰიპერენორი და პელორუსი. ამ ხუთეულმა დიდი სამსახური გაუწია კადმუსს და დაეხმარნენ დაეარსებინა ქალაქი თებე. მიუხედავად ყველაფრისა კადმუსს მაინც მოუწია პასუხისგება არესის წინაშე და 8 წელი მის მსახურებაში გაატარა წმინდა დრაკონის მოკვლის გამო. სასჯელის დასრულების შემდეგ კადმუსმა ცოლად შეირთო ჰარმონია - აფროდიტესა და არესის ქალიშვილი. მეორედ სპარტოის მეომრები ჩნდებიან აპოლონიოს როდოსელის არგონავტიკაში, როდესაც არგონავტების მეთაური იასონი, რომელიც კოლხეთში - დასავლეთ საქართველოში თავის გემით, არგოთი ჩამოვიდა ოქროს საწმისის მოსაპოვებლად და საბერძნეთში წასაღებად, ამის უფლების მოსაპოვებლად კოლხეთის მეფემ - აიეტმა იასონს დაავალა სხვადასხვა გამოცდის ჩაბარება. ყველა გამოცდის ჩაბარებაში იასონს მედეა დაეხმარა, აიეტის შვილი, მედიცინის ფუძემდებელი ულამაზესი კოლხი დედოფალი, რომელსაც შეუყვარდა იასონი. მან დააძინებინა იასონს ოქროს საწმისის მცველი დრაკონი და მის გატაცებაში დაეხმარა. აიეტმა ერთი ვერსიით ამ კოლხური დრაკონის - ხოლკიკოსის კბილები დათესა და მისგან ამოვიდნენ სპარტოის მეომრები, ხოლო მეორე ვერსიით მას ქალღმერთმა ათენამ იმ დრაკონის კბილები მისცა, რომელიც კადმუსმა მოკლა და რომლის კბილების ნახევარი რაოდენობაც მისცა კადმუსს. როგორც ჩანს მეორე ნახევარი ათენამ კოლხეთის მეფეს - აიეტს გადასცა. აიეტმაც ეს გამოიყენა საჭირო მომენტში არგონავტების შესაჩერებლად, მაგრამ იასონმა მოახერხა მათი დამარცხება სწორედ იმ მეთოდით, როგორც კადმუსმა. ასევე დაგაინტერესებთ:1) 160 სამეცნიერო სტატია 2) 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ 3) სუმელა - უნიკალური მონასტერი ლაზეთში (+40 სტატია) 4) ქართული მითოლოგია - მამბერი (+14 სტატია) 5) 40 სტატია რელიგიის შესახებ ავტორი: თორნიკე ფხალაძე507 1-ს მოსწონს
|