განათლება კოლხური დრაკონი - კოლხიკოსი 2018, 7 ნოემბერი, 9:03 ![]() კოლხური დრაკონი, სახელად კოლხიკოსი გიგანტური ზომის რეპტილია იყო და როგორც ყველა დრაკონი, ისიც ოქროსმოყვარე და მისი დარაჯი გახლდათ. ოქრომრავალი კოლხეთის, კერძოდ არესის ჭალების ბინადარი, რომელიც იცავდა კოლხური ცოდნის სიმბოლოს - ოქროს საწმისს, თავად დიდებული მეფის - აიეტის (ძველ ბერძნულად ნიშნავს არწივს) განკარგულებით და რომელიც პირველად მოხსენიებულია აპოლონიოს როდოსელის არგონავტიკაში. ერთ ვერსიაში კოლხიკოსი მოკლულ იქნა ბერძენი გმირის - იასონის მიერ, ხოლო სხვა ვერსიაში კოლხმა მეფის ასულმა - მედეამ, რომელიც განთქმული იყო შხამ-ქიმიკატების, წამლების დამზადების, გამოყენების და "ჯადოქრობის" ცოდნით, დააძინა დრაკონი და იასონს საშუალება მისცა, მოეპარა კოლხური ცოდნა. ამბის ერთ-ერთ ვერსიაში კოლხიკოსმა იასონის გადაყლაპვაც მოახერხა, მაგრამ შემდგომში ისევ ამოანთხია. ![]() კოლხიკოსის დამარცხების შემდგომ, კოლხეთის დიდებულმა მეფემ - აიეტმა შემდგომ ხერხს მიმართა ბერძენი გამტაცებლების შესაჩერებლად - დრაკონის კბილები დათესა არესის წმინდა მიწაზე. კბილებმა არესის ველზე გაიხარეს მალევე და მათგან ამოზრდა დაიწყეს დიდმა მეომრებმა, რომელთაც როდოსელი მოიხსენიებს, როგორც "სპარტოი". სპარტოის მეომრები შეერკინნენ არგონავტებს, მაგრამ დამარცხდნენ. ![]() კოლხიკოსი იშვა ტიფეუსისა და გაიასგან, ერთი ვერსიით, ხოლო მეორე ვერსიით, ის იყო ტიფეუსისა და ეხიდნას პირმშო. ![]() ზოგიერთ ინგლისურენოვან სტატიაში დაშვებულია შეცდომა და კოლხიკოსს (Colchicos ან Kolkhikos) მოიხსენიებენ, როგორც ხოლკიკოსს (Kholkikos) და სწორედ ასე შეცდომითაა გავრცელებული. ![]() ლათინურად მისი სახელია Draco Colcheum (ქართ. კოლხური დრაკონი) ![]() ![]() შემდგომ ნახატებზე კი ასახულია კოლხი დრაკონის - კოლხიკოსის და ბერძენი გმირი არგონავტის - იასონის შეხვედრა და ბრძოლა, ზოგან კი ის, თუ როგორ აძინებენ მედეა და იასონი ერთობლივი ძალებით ამ გიგანტურ ქვეწარმავალს. ![]() ![]() ![]() ![]() შემდგომ მინიატურაზე გამოსახულია არგონავტების გადმოსხდომა კოლხეთის მიწაზე და ყველა ის წინაღობა, რომელიც მათ აქ დახვდათ ოქროს საწმისამდე მისასვლელად და მის გასატაცებლად, მათ შორის, დრაკონი კოლხიკოსი: ![]() ![]() ![]() ![]() ზოგიერთ ვერსიაში კოლხიკოსს აქვს არა ერთი, არამედ მრავალი თავი: ![]() განაგრძეთ ყველაზე საინტერესო სტატიების კითხვაავტორი: თორნიკე ფხალაძე 1006 2-ს მოსწონს
|