საზოგადოებრივი ქართული მითოლოგია - აფსათი 2019, 1 თებერვალი, 4:46 აფსათი წარმართ სვანებში მონადირეების და ნადირთ ღმერთი იყო, გარეულ პირუტყვთა მფარველი და მწყემსი. მისი ნების გარეშე, მონადირის ნასროლი ისარი თუ ტყვია მიზანს ვერ მოხვდება. იგი თავად არჩევს იმ ნადირს, რომელიც მონადირემ უნდა მოკლას. ის უმაღლეს მწვერვალთან მდებარე გამოქვაბულში ცხოვრობს. გამოქვაბული ირმის რქებითაა მორთული. ძირს ნადირთ ტყავები უგია და ხშირად შეექცევა მწვადს. ნადავლს უწყალობებს ყველას, ვინც ევედრება, სანთელს ანთებს მასზე, ლოცულობს და აღიარებს მის ძალასა და უზენაესობას. წარმართო სვანი რომ ნადირს მოკლავდა, თავს აფსათს უძღვნიდა. სვანეთში ამბობენ, რომ აფსათი ყველას ღმერთია, მაგრამ სვანეთის მთებში ბინადრობსო. მართლაც, ოსურში, ისევე როგორც ყარაჩაულში, ბალყარულში ეს ღმერთი სვანურიდანაა შესული. ამაზე მოწმობს თავად ღმერთის სახელის დაბოლოება "ი" ფორმანტი - ქართული სახელობითი ბრუნვის ნიშანი. ასევე სვანთა კავკასიაში ავტოქტონობა და უძველესობა. აღსანიშნავია, რომ ირანული სამყაროსთვის უცხო იყო სამონადირეო კულტი. იგი ალან-ოსებში მეზობლებისგან გავრცელდა. როგორც დვალებისგან, ასევე სვანებისგან. აფხაზებში აფსათის ტიპოლოგიური პარალელებია აჟვეიფშა, ხოლო ჩერქეზებში - მეზითჰი. ასევე დაგაინტერესებთ: ქართული მითოლოგია - ფუძის ანგელოზიავტორი: თორნიკე ფხალაძე548 1-ს მოსწონს
|