საზოგადოებრივი კოლხი მედეა - ქალი, რომლის სახელიც დაერქვა სამკურნალო საქმეს - მედიცინას 2018, 23 ოქტომბერი, 4:25 ბერძნული მითების თანახმად, კოლხი მედეა იყო დიადი კოლხეთის სამეფოს მეფის, აიეტის (ბერძ. არწივი) ქალიშვილი. კირკეს ძმისშვილი. მზის ღმერთის - ჰელიოსის შვილთაშვილი. ცნობილია, როგორც ერთ-ერთი უდიდესი ჯადოქარი და მკურნალი. ხოლო მკვლევარები მის მიერ ჩადენილ ყველა "სასწაულს" მიაწერენ სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციას, რომელიც მაშინ უცხო იყო ძველი ბერძნებისთვის, ამიტომ ჯადოქრობად ეჩვენებოდათ, მაგრამ მედეა მხოლოდ მკურნალი არ ყოფილა, უფრო მეტიც შეეძლო: "ქალღმერთმა ჰეკატემ შესანიშნავად ასწავლა ჯადოსნური წამლების შემზადება იმ ბალახთაგან, რომელთაც მიწა და ანკარა წყალი ზრდის. ამ სასწაულებრივი წამლებით, გრძნეული ასული ადვილად აწყნარებს შმაგი ცეცხლის ალს, აჩერებს ხმაურით მორაკრაკე მდინარეებს და გზას უხლართავს ვარსკვლავებსა და წმინდა მთვარეს." წერს ძველი ბერძენი მწერალი აპოლონიოს როდოსელი "არგონავტიკა"-ში. ამ ცნობის მიხედვით მედეას შესაძლებლობები მედიცინის ფარგლებს სცდება, თუმცა ამ კონკრეტული რიტუალების დეტალები ნაწარმოებში აღწერილი არ არის. სამაგიეროდ, აღწერილია, თუ როგორ ასრულებს მედეა სხვა მაგიურ რიტუალებს, ერთ-ერთია მაგალითად ის, რომ სანამ ის "ჯადოსნური" წამლის მოსამზადებლად შესაბამის ბალახეულობას შეაგროვებდა, განბანვის რიტუალს ასრულებდა: "შავი ტანსაცმლით მორთულმა მედეამ ამ მცენარის წვენი უკუნ ღამეში, კასპიურ ნიჟარაში მოაგროვა, ჯადოსნური მიზნებისთვის. სანამ ამას იზამდა, გრძნეულმა ქალწულმა შვიდგზის განიბანა სხეული დაუშრეტელ წყალში, და შვიდგზის მოუწოდა ბავშვების აღმზრდელ ბრიმას (ჰეკატეს)" (აპ. როდოსელი. "არგონავტიკა") განაგრძეთ კითხვა... ეს მოვლენები ვითარდებოდა დაახლოებით ძვ.წ. მე-13 - მე-12 საუკუნეებში, დღევანდელი დღიდან 33 საუკუნის წინ. კოლხეთის სამეფო და მისი მრავალი ტომი ისე ყვაოდა მთელ დასავლეთ საქართველოს და დღევანდელი თურქეთის შავიზღვისპირეთის, ისტორიული ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ვრცელ ტერიტორიებზე, რომ მასზე მსოფლიოში ლეგენდები იქმნებოდა, ხოლო მისი ცოდნა და ტექნოლოგიური წინსვლა მაშინდელი მსოფლიოს სხვა ხალხებთან შედარებით იმდენად დიდი იყო, რომ ძველმა ბერძნებმა დაწერეს "არგონავტიკა", რომელიც ბევრი უცხოელი და ქართველი მკვლევარის აზრით ჰიპერბოლიბურად აღწერს რეალურად მომხდარ ისტორიულ მოვლენებს. თავად "ოქროს საწმისი" კი არ არის მდინარიდან ცხვრის ტყავით ოქროს მოპოვების ტექნოლოგია, არამედ ეს არის კვირბებზე, იგივე ცხვრის ტყავებზე დაწერილი უძველესი ცოდნა, ენციკლოპედია თუ შესაძლოა მთელი ბიბლიოთეკაც, სადაც მედიცინის, საზღვაო გზების და მთელი მაშინდელი სამყაროს მოწინავე სამეცნიერო ცოდნა იყო შეკრებილი. სწორედ ამის გატაცებაზეა საუბარი და არა რეალური "ცხვრის ტყავის" მოტაცებაზე. კოლხური სამედიცინო ცოდნა მედეამ დასავლეთში გაავრცელა და სწორედ ამიტომ ეწოდება სამკურნალო საქმეს მედიცინა, სახელ მედეადან გამომდინარე. აქვე მინდა წარმოგიდგინოთ მსოფლიოში შექმნილი ხელოვნების უძველესი და შედარებით გვიანდელი ნიმუშები, არგონავტებისა და კოლხი მედეას თემაზე. აუცილებლად აღსანიშნავია ის, რომ ბერძნული პირველწყაროების მიხედვით, მათ შორის უძველესი არგონავტიკის მიხედვით მედეა არ კლავს თავის შვილებს. ეს შემდგომ პერიოდში იქნა დამატებული მიზოგონი, ქალთმოძულე ტრაგიკოსის - ევრიპიდეს (ძვ.წ. 480 - 406 წწ.) მიერ: "ჯადოქარი მედეა" - ავტორი: ვალენტინ კამერონ პრინსეპი (1838-1904) ბრიტანელი მხატვარი. "იასონი და მედეა" - ავტორი: გუსტავ მორეუ. 1865 წ. "მედეა" - ავტორი: გუსტავ კლიმტი კოლხი მედეა "მედეა" - ავტორი: ანსელმ ფეუერბახი. "მედეა" (1750-1752) - ავტორი: კორადო ჯიაკვინტო. "იასონი და მედეა" (1907) - ავტორი: ჯონ უილიამ ვოთარჰაუსი. "მედეა" (1868) - ავტორი: ჰენრი კლაგმანი (1842-1871) "მედეა" (1838) - ავტორი: იუჯინ დელაკრუა. (ინახება ლილლეს მუზეუმში) "მედეა" (1760) - ავტორი: შარლ-ანდრე ვან ლოო (1705-1765) "მედეა" (1868) - ავტორი: ენტონი ფრედერიკ აუგუსტუს სანდისი. "მედეა" - ავტორი: ჯორჯ რომნი. "ილუზიებიდან გამოფხიზლებული მედეა" - ავტორი: პაულუს ბორი. "მედეა" - ავტორი: ვიქტორ მოტტეზი (1809-1897) "მედეა" (1876) - ავტორი: აიმე ნიკოლას მოროტი. "მედეა შვილებთან ერთად" - ავტორი: მერილინ ბელფორდი "მედეა აახალგაზრდავებს იასონს" - ავტორი: კორადო ჯიაკვინტო "მედეა და მისი შვილები" - ფრესკა, რომელიც ვულკანით დაფარულ პომპეის გაწმენდის შემდეგ ერთ-ერთი სასახლის კედელზე აღმოაჩინეს. დათარიღებულია ახ.წ. 62-79 წლებით. "იასონი სამუდამო სიყვარულს ეფიცება მედეას" - ავტორი: ჟან-ფრანსუა დეტრუა. "მედეა" - ავტორი: ანდრე შიავონე. ძვ.წ. 330 წლით დათარიღებული ამფორა, რომელზეც გამოსახულია სცენა, თუ როგორ კლავს მედეა თავის შვილებს (რაც ვიმეორებთ, რომ არ შეესაბამება ორიგინალ ვერსიას და არის დამატებული ევრიპიდეს მიერ) "მედეა კლავს ბავშვებს" - ავტორი: ტიციანი, ტიციან ვეჩელიო. "მედეა" - მალკოლმ მაკკლინტონი "იასონი და მედეა" (1630) - ავტორი: ჟან რეა (1577-1649) "მედეას გაქცევა" - ავტორი: მერილინ ბელფორდი. მედეა აძინებს უძინარ დრაკონს, რომელიც იცავს კოლხურ ცოდნას - "ოქროს საწმისს" "მედეა" (1660) - ავტორი: ჯოვანი ბენედეტო კასტილიონე "მედეა შვილებთან ერთად" (1860) - ავტორი: ანსელმ ფეუერბახი (1829-1880) "მედეა და იასონი" - ავტორი: კარლ ვან ლოო მედეა ტოვებს კოლხეთს არგონავტებთან ერთად "იასონი და მედეა იუპიტერის ტაძარში" - ავტორი: ჟან ფრანსუა დე. ტისენ ბორნემიზსას ეროვნული მუზეუმი. "იასონი და მედეა" (1759) - ავტორი: კარლ ვან ლოო "იასონი და მედეა" - ავტორი: ჟან-ფრანსუა დეტრუა (1679-1752) "მედეა და იასონი" - ავტორი: დანიელ ქრისტიან რაუხი (1777-1857) "მედეა და არგონავტები" - შექმნილია ძვ.წ. მე-2 საუკუნეში. ინახება გერმანიაში, ქალაქ ბერლინში, პერგამონის მუზეუმში. მედეას ძეგლი ბათუმში. ავტორი: დევი ხმალაძე. იხილეთ სხვა საინტერესო სტატიებიავტორი: თორნიკე ფხალაძე 1565 3-ს მოსწონს |
მედეა დაეხმარა იასონს კოლხური ცოდნის გატაცებაში, კვირბებზე ანუ ცხვრის ტყავებზე დაწერილი საზღვაო გზების რუქების, სახელმწიფო კანონების, სამედიცინო ცოდნის და სხვა ჩვენთვის უცნობი ინფორმაციების ნაკრების, რასაც ოქროს საწმისი ეწოდება ანუ იგივე, რაც ბიბლიური "ცოდნის ხის ნაყოფი".
აფსირტე იყო აიეტის ვაჟი, მედეას ძმა და მან გადაწყვიტა რომ თავისი დის ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული და საქმრო მოეკლა, როგორც თავისი სახელმწიფოს და ხალხის მტერი, რომელმაც გაიტაცა ეს საგანძური. მედეამ ეს არ დაანება, დაასწრო და თავისი ძმა მოკლა. მას თავისი შვილები არ დაუხოცია. მაგრამ ეს ნამდვილად ჩაიდინა და ეს ითვლება კიდეც მის დანაშაულად. და დიახ, ეს ნამდვილად სახელმწიფოს ღალატი იყო საქმროს სიცოცლის გადასარჩენად.
მაგრამ ამ ამბის მერე, რაც იასონმა მას უღალატა და კორინთელებმაც შვილები დაუხოცეს (რის გამოც ქრისტიანობის მიღებამდე კორინთოში ლოკალური წარმართული ტრადიცია იყო, რომ ყოველი წლის ერთ დღეს მიდიოდნენ და თავიანთი წინაპრების მიერ ჩადენილი ცოდვის გამო მედეას შესაწირავს სწირავდნენ და შესთხოვდნენ წინაპრების დანაშაული მათთვის არ მოეკითხა). ამ ამბის შემდეგ მედეა კოლხეთში ბრუნდება საბერძნეთიდან. გადმოაგდებს ტახტიდან აიეტის უზურპატორ ძმას, ურიგდება მედეა აიეტს, კოლხეთს ისევ უძლიერეს სამეფოდ აქცევენ და შემდეგ მედეას შვილი მედოსი აარსებს სპარსელების პირველ სახელმწიფოს - მედიის სამეფოს.
მამამ აპატია და გამოისყიდა თავისი დანაშაული იმით, რომ უზურპატორი ჩამოუგდო კოლხეთს. თან ეს ქმედება რაც მან განახორციელა და ცოდნა დასავლეთში გაიტანა, დაედო საფუძვლად დასავლურ ცივილიზაციას, ჯერ ბერძნულ ცივილიზაციას და 2000-მდე ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოს, რომელიც შეიქმნა ძვ.წ. მე-12 საუკუნიდან ზუსტად კოლხეთიდან ამ ცოდნის გატანის შემდეგ და მერე უკვე ამ ცივილიზაციამ რომს დაუდო სათავე.
ანუ კაცობრიობისთვის დიდი რამე განხორციელდა. და არც კოლხეთი გამქრალა, პირიქით, მშვენივრად გააგრძელა არსებობა როგორც სახელმწიფომ ძვ.წ. 146 წლამდე. ამ გზით კოლხეთი გამოდის დასავლური ცივილიზაციის მამამთავარი.
მშობლები: კოლხეთის მეფე აიეტი და იდიია/ეიდია.
ქმარი: იასონი და ეგეოსი.
შვილები: მედუსი (ეგეოსისგან); ევრიპიდე ახსენებს ორ უსახელო შვილს, (რომელთაც მედეა ჰკლავს), სხვები მოიხსენიებენ სამ ვაჟს (თესალუსს, ალკიმენეს და ტისანდრეს) ან ორ ვაჟს (მერმერუსს და ფერესს); ან ქალ-ვაჟს (მედეიოსს და ერიოპისს).
და-ძმები: ქალკიოპე და აბსირტე (დედის და მამის მხრიდან). ლოფოსა, ეგიალეუსი და კირკე (მამის მხრიდან)
Parents: King Aeetes of Colchis and Idyia/Eidyia.
Consort: Jason and Aegeus.
Children: Medus (from Aegeus); Euripides mentions two unnamed sons (whom Medea kills), others have suggested three sons (Thessalus, Alcimenes, and Tisander); or two sons (Mermerus and Pheres) or a son and a daughter (Medeius and Eriopis).
Siblings: Chalciope and Absyrtus/Apsyrtus (From both mothers and fathers side). Iophossa, Aegialeus, Circe.