x
image
თორ ნიკე
ქართული მითოლოგია - ამბრი

ამბრი


ქართულ მითოლოგიაში ამბრი არის უზარმაზარი გიგანტი, რომელიც გამოირჩევა დიდი ძალით, სიმაღლით და წონით. ამირანის შესახებ თქმულებათა ციკლში სწორედ ამბრის უკავშირდება ცოცხლად დამარცხვის მოტივი. ჯერ კიდეც ცოცხალი ამბრი დასაკრძალი ადგილისაკენ 123 წყვილ ხარს ძლივსძლივობით მიჰყავს. თავად ამბრი ამ დროს უზარმაზარ ურემზეა დასვენებული და ურმიდან გადმოვარდნილი ცალი ფეხი გუთანივით ხნავს მიწას. ეს სცენა საშუალებას იძლევა ვივარაუდოთ, რომ ამბრის სახე მიწათმოქმედ მოსახლეობაშია ჩასახული და წარმოშობილი, ხოლო 12 ხარი წელიწადის 12 თვეს განასახიერებს. მითის მიხედვით, ამირანი შეეცადა ამბრის ფეხი ისევ აეწია და ურემზე დაებრუნებინა, მაგრამ ამ წარმოუდგენლად ვეებერთელა გიგანტის ფეხს ამირანმაც კი ძვრა ვერ უყო.


ამბრი


არსებობს საინტერესო გადმოცემა იმაზე, რომ ამბრი და პირქუში ერთხელ ერთმანეთს დაეჭიდნენ. ამბრიმ კავკასიონიდან მოგლეჯილი დიდი ლოდი ესროლა მას, პირქუშმა კი აიცილა და ლოდი შემთხვევით სოფელს დაეცა, მოსახლეობა მძიმედ დააზარალა. სწორედ ამის შემდეგ ამბრის და პირქუშს მორიგე ღმერთის მიერ აეკრძალათ ერთმანეთთან ჭიდილი, რაც ხშირი მოვლენა იყო ხვთისშვილებს, ღმერთკაცებს შორის.



ამბრი



ასევე დაგაინტერესებთ:


1. 160 სამეცნიერო სტატია

2. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

3. 64 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

4. 40 სტატია რელიგიის შესახებ



ავტორი: თორნიკე ფხალაძე



0
791
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
791
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0