საზოგადოებრივი ქართული მითოლოგია - მაცილი 2019, 20 მარტი, 19:54 ქართულ მითოლოგიაში მაცილები არიან ის ავსულები საიქიოდან სააქაოს გადმოსულები, რომლებიც აშინებენ უხშირესად ღამით, მივარდნილ გზებზე მოსიარულე მარტოხელა მგზავრებს და მონადირეებს. ზოგჯერ ააცდენენ ადამიანებს სწორი გზიდან. ისინი არა მარტო აჯადოებენ საქონელს ან ადამიანებს, არამედ შესაძლოა უფრო საზარელი ქმედებები ჩაიდინონ - მოკლან ბავშვები. ამ არსებებს სხვადასხვა სახის მიღების, მეტამორფოზის, გარდასახვის უნარი გააჩნიათ. მაცილი აძრწუნებს და აგიჟებს მათ, ვისაც ამოიჩემებს. ხალხი ლოცვით მიმართავდა ღმერთს - "დასწერე ჯვარი ძღვენს და ულუფას, მაცილს და კაოტს (სენს) ნუ დაადევნებ". მაცილებზე ნადირობს კოპალა. ხვთისშვილებიდან მას აქვს დავალებული ან არჩეული რომ ინადიროს მათზე და თავისი კეტით და მშვილდ-ისრით გაანადგუროს, რომელიც თავად მორიგე ღმერთმა უბოძა. მაცილებს ჰყავთ მმართველი, მთავარი, რომელსაც დედად მოიხსენიებენ. მაცილთა დედას ხალხში ზოგჯერ დევების დედაც ეწოდება. მაცილების დედას სალოცავიც კი აქვს საქართველოში, სოფელ როშკაში, სადაც ცხოველეს სწირავენ მის სახელზე, ოღონდ მხოლოდ ქალები აღასრულებენ ამ რიტუალს. სვანეთში მაცილი, იგივე ქამ მერდე, რაც ითარგმნება როგორც "გარეთ მყოფი", უჩინარ მავნებლად მიაჩნდათ. ერთი ლატალელი მწყემსი შინ არ დაბრუნდა და ხალხი მთელი ღამე დაეძებდა ტყეში, ბოლოს ის კუნელის ბუჩქში იპოვეს ჩაგდებული, დაუნდობლად ნაცემი და გაშეშებული. გონს რომ მოეგო თქვა, რომ ქამ მერდე შეხვდა, მეზობელი ქალის სახე მიიღო და წალდი სთხოვა. მწყემსი საქმეზე მიდიოდა, სჭირდებოდა და უარი უთხრა. ამის გამო მაცილმა სასტიკად სცემა. ასევე დაგაინტერესებთ:1. 160 სამეცნიერო სტატია 2. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ 3. 64 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ 4. 40 სტატია რელიგიის შესახებ ავტორი: თორნიკე ფხალაძე283 1-ს მოსწონს
|