საზოგადოებრივი ქართული მითოლოგია - თევდორე 2019, 25 თებერვალი, 11:14 თევდორე იგივე თედორედ წოდებული ქართველ წარმართებში გავრცელებული რწმენით იყო მფრაველი და შემწე გლეხობისა რომ მოეწიათ კარგი მოსავალი და გამოეკვებათ ოჯახები, ამიტომ მას დიდ პატივს მიაგებდნენ და მოიხსენიებდნენ როგორც "დიდ მშრომელ მიწათმოქმედს" და ასევე როგორც "დიდ ბატონს". თავიდან თედორე წარმართი იბერო-კავკასიელებისთვის ასოცირდებოდა მხოლოდ აგროკულტურასთან, მაგრამ მოგვიანებით გარკვეული მიზეზების გამო მან შეითავსა ცხენების მფარველის ფუნქციაც და მეურნეობასთან ერთად ცხენების ღმერთადაც იქცა. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ, არა პირველივე საუკუნიდან, არამედ მას შემდეგ, რაც კავკასიური იბერიის, იგივე ქართლის სამეფოს ხელისუფლებამ მე-4 საუკუნიდან ოფიციალურად აღიარა იგი და დაიწყო უძველეს იბერო-კავკასიურ კულტებთან ბრძოლა, ხალხს არ ეთმობოდა მამა-პაპის უძველესი წეს-ჩვეულებები და რწმენა, ამიტომ წარმართობიდან ქრისტიანობაზე გადასვლა ძალიან ნელა, საუკუნეების განმავლობაში და ეტაპობრივად მიმდინარეობდა. ხალხმა იმდენი მოახერხა, რომ ძველი კულტები ახალ, თანამოსახელე ქრისტიანულ წმინდანებთან დააკავშირეს და ამგვარად განაგრძეს წარმართული კულტების მსახურება. მაგალითად თევდორეს კულტი დაუკავშირდა ქრისტიანულ წმინდან თეოდორეს, იგივე თევდორეს, რომელიც მე-2 საუკუნეში მოღვაწეობდა და ქრისტიანობის გამო იმპერატორ ადრიანეს ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს. დიდი ბატონის და დიდი მშრომელი მიწათმოქმედის გარდა, ღვთაება თევდორეს სხვა ეპითეტებიც ჰქონდა, როგორიცაა "შავი თედორე" ან "შავგვრემანი", რაც მიწის ღმერთობას გამოხატავდა და ნოყიერი, უხვმოსავლიანი შავმიწა ნიადაგის შავ ფერთან ასოცირდებოდა. მისი სახელობის დღესასწაულს პროტოქართველი წარმართები ყოველთვის საგაზაფხულოდ აღნიშნავდნენ. ამ დღესასწაულს "თედორობა" ერქვა, რომელიც დიდმარხვის პირველი კვირის შაბათს ემთხვევა. ამ დღეს საქართველოს სოფლებში მცხოვრები ოჯახები აცხობდნენ სარიტუალო პურს, სასოფლო-სამეურნეო იარაღების და ცხოველთა, კერძოდ უმეტესად ცხენების გამოსახულებებით, აწყობდნენ მასშტაბურ, საერთო სახალხო რიტუალურ თესვას. ასევე დაგაინტერესებთ:1. 160 სამეცნიერო სტატია 2. 100 სტატია საქართველოს ისტორიასა და კულტურაზე 3. სუმელა უნიკალური მონასტერი ლაზეთში (+40 სტატია) 4. ქართული მითოლოგია - მამბერი (+14 სტატია) 5. ქართული მითოლოგია - თეთრი გიორგი ავტორი: თორნიკე ფხალაძე383 1-ს მოსწონს
|