x
image
თორ ნიკე
ქართული მითოლოგია - აინინა და დანინა
ქართული მითოლოგია - აინინა და დანინა


ქართული წერილობითი წყაროების ცნობები აინინასა და დანინას შესახებ მწირია და არაერთგვაროვანი. ლეონტი მროველი მათ შექმნას იბერიის მეფე საურმაგს მიაწერს: "და მან შექმნა ორნი კერპნი - აინინა და დანინა. და ამართნა გზასა ზედა მცხეთისასა."

ამ ორი ღვთაების შემქმნელად ქართლის ცხოვრების ძველ სომხურ თარგმნაშიც მეფე საურმაგი სახელდება მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ორი კერპის ნაცვლად აქ ლაპარაკი არის აინინას და დანინას ოთხ გამოსახულებაზე: "ამან (საურმაგმა) შექმნა ოთხი გამოსახულება აინინასი და დანინასი, მცხეთის გზაზე."

"მოქცევაი ქართლისაი" კი ამ კერპების შექმნას მეფე საურმაგთან ერთად მეფე მირვანის დამსახურებადაც მიიჩნევს: "დადგა მეფედ საურმაგ. ამან აღმართა კერპი აინინა გზასა ზედა და იწყო არმაზს შენებად." მეფობდა მირვან და აღმართა დანინა გზასა ზედა წინარე და აღაშენა არმაზი".



ქართული მითოლოგია - აინინა და დანინა


მ. წერეთელი თვლიდა, რომ შესაძლოა აინინა და დანინა კი არ იყოს უპირველეს წყაროებსა და გადმოცემებში, არამედ აინინა და ნინა, ანუ ნანა, რომელიც შუმერთა იშთარია. ქალღმერთი იშთარი ცნობილია შუმერულ პანთეონში შემდეგი სახელებით: ნინნი, ინნინა, ინნანა, ნანა.

ქალის სახელი ნინა და ნანა კი მთელს მცირე აზიაში და სამხრეთ კავკასიაში იყო გავრცელებული (ანუ პროტოქართულ სივრცეში).


ს. ჯანაშია თვლიდა, რომ წინა აზიის უძველესი ქალღმერთის სახელი - ნანა, ნინი, ნინა, შემონახულია ძველი ქართული კერპის სახელში - აინინა, და შემდეგ ის ქალის ეროვნულ სახელადაც იქცა (ნინო, ნანა). მის ამ მოსაზრებას ა. აფაქიძეც იზიარებდა. ამ ღვთაებებს გრ. კაპანციანიც შეეხო თავის ნაშრომში "ხეთების ღმერთები სომხეთში". მეცნიერი თვლიდა, რომ ქართული წარმართული პანთეონის ღვთაებებში აინინა და დანინა "და" კავშირი ზედმეტი იყო და მათში იშთარის თანმდევი ღვთაების "ნინადა"-ს სახელს კითხულობდა.


ქართული მითოლოგია - აინინა და დანინა


რამდენად მართებულია პროტოქართველებში ასეთი ღვთაების არსებობა? ჯერ კიდევ ძვ.წ. II ათასწლეულის პირველ ნახევარში, დაახლოებით ძვ.წ. XX-XV საუკუნეებში და უფრო ძველადაც ე.წ. თრიალეთის პროტოქართველთა კულტურაში ასეთი სახელის ღვთაება ცნობილი რომ უნდა ყოფილიყო ეს ეჭვს არ იწვევს, პირველ რიგში პროტოქართველთა ურთიერთობა იძლევა ამის ფიქრის საფუძველს მცირე აზიის ხალხებთან, რომლებიც პრინციპში სრულიად ერთიან კულტურულ სივრცეს ქმნიდნენ., მაგალითად ხეთ-ხურიტებთან. თრიალეთის კულტურა ადგილობრივ პროტოქართველთა კულტურა გახლდათ და ყველა მკვლევარი აღიარებს მის უშუალო და ახლო კავშირს წინა აზიაში განსახლებულ ხალხებთან (დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე) და ვერც იქიდან სამხრეთ კავკასიაში მოსული ხალხების ეთნიკური ნაკადების არსებობას უარყოფს ვინმე. (სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: ვლასი ვაწაძე - "აინინა და დანინა")


თრიალეთის პროტოქართული კულტურა



ასევე დაგაინტერესებთ:

1) ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები ზურაბ ხაბაძის მიერ (+100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

2) ქართული მითოლოგია - ფუძის ანგელოზი

3) თამარ მეფის მიერ წარმოთქმული სიტყვა მეფედ კურთხევისას

4) თამარ მეფის ბრძოლების სია

5) ოსები - ქართველების მოსისხლე მტრები თუ სისხლისმიერი ძმები?

6) უნიკალური ქართული სიმღერა, რომელმაც დროს გაუძლო

7) დიაოხის მეგალითები და დიაოხელები

8) ქართული მითოლოგია - დედა მიწა

9) ვერმახტის ქართული ლეგიონი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
1249
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
1249
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0