x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
უნიკალური ქართული სიმღერა, რომელმაც დროს გაუძლო
უნიკალური ქართული სიმღერა,  რომელმაც დროს გაუძლო


სიმღერა "3000 წელზე მეტი" პირველი მსოფლიო ომის მონაწილე ქართველი ოფიცრების მიერაა შექმნილი. ისინი პოლონეთში ტყვედ იყვნენ ჩავარდნილნი, როდესაც შეიტყვეს, რომ საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ვინაიდან გერმანია საქართველოს მოკავშირე გახლდათ, ქართველები მათ "საპატიო ტყვეებად" გამოაცხადეს. სწორედ სამშობლოს დამოუკიდებლობის ახალმა ამბავმა შთააგონა ჯარისკაცებს, რომ შეექმნათ პატრიოტული სიმღერა ამ ამბის აღსანიშნავად.


სიხარული ქართველებს დიდხანს არ დასცალდათ. პირველ ქართულ რესპუბლიკას მხოლო 3 წლის სიცოცხლე ეწერა. ოკუპანტების კომუნისტურმა ხელისუფლებამ ეს სიმღერა აკრძალა. სიმღერა ქართველი ერის სამიათასწლოვან ისტორიაზე მიუღებელი იყო "დიდი რუსი ხალხის მიერ შექმნილი მძლე კავშირისათვის". მხოლოდ ერთმა ქართველმა ლოტბარმა გაბედა და ეს სასწაულებრივად შემონახული სიმღერა 70-იან წლებში აღადგინა. ბენია მიქაძემ სიმღერა სამტრედიის ქართული ხალხური სიმღერის გუნდის რეპერტუარში შეიტანა.


"ქართველთ სისხლით შეღებილი დღესაც ვისლა არის მღვრიე" - ასე მღეროდნენ ამ სიმღერას გახარებული ქართველები პოლონეთის მიწაზე. ბენია მიქაძემ "ვისლა" მტკვრით შეცვალა, სიმღერაც ჩაწერა და დაარქივება მოასწრო. კომუნისტურმა ცენზურამ ეს სიმღერა სამტრედიის ანსამბლს მალევე აუკრძალა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ბენია მიქაძის ჩანაწერებიდან სიმღერა კვლავ აღადგინა ანჩისხატის მგალობელთა გუნდმა. სწორედ ანჩისხატელთა შესრულებით გახდა ის ცნობილი მთელს საქართველოში მე-20 საუკუნის ბოლოს.



"გვიმღერია, კიდეც ვიმღერთ, ჩვენს ტკბილ მრავალჟამიერსა"!


ვიდეო შექმნილია ფეისბუქ-ჯგუფის მიერ - "მეამაყება ქართველი რომ ვარ"




ასევე დაგაინტერესებთ:

1. "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციები ზურაბ ხაბაძის მიერ (+100 სტატია საქართველოს ისტორიასა და კულტურაზე)

2. თამარ მეფის მიერ წარმოთქმული სიტყვა მეფედ კურთხევისას

3. თამარ მეფის ბრძოლების სია

4. ოსები - ქართველთა მოსისხლე მტრები თუ სისხლისმიერი ძმები?

5. ვერმახტის ქართული ლეგიონი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
1397
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
1397
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0