x
image
თორ ნიკე
ქართული მითოლოგია - დალი

ქალღმერთი დალი


დალი სვანური ზეპირსიტყვიერების მიხედვით, ნადირობის ქალღმერთია. სამონადირეო მითოსი კავკასიურ ფოლკლორში მდიდარი მასალით არის წარმოდგენილი.

დალი სვანეთში არის ნადირობის ქალღმერთი, ველურ ცხოველთა მფარველი, დალი მზეთუნახავის გარეგნობისაა, ულამაზესი, საბედისწერო ქალი. ის მიუვალ კლდეებში ცხოვრობს. (იხ. სტატიები დალიზე: ინგლისურად და ქართულად)


ქალღმერთი დალი



დალი მაქციაა - მას შეუძლია გამოეცხადოს ადამიანს ცხოველის ან ფრინველის სახით. მის რჩეულ მონადირეს, რომელიც მასთან სიყვარულს გაიზიარებს და ექნება სექსუალური კონტაქტი, დალი ეხმარება ნადირობაში მანამ, სანამ მონადირე მათი სიყვარულის საიდუმლოს ინახავს და არავის უმხელს. ამ პირობის დამრღვევი მონადირე აუცილებლად იღუპება. დალისა და უცნობი მონადირის შვილად ითვლება ცნობილი პან-ევროპული, იბერო-კავკასიური გმირი ამირანი/პრომეთე.


ქალღმერთი დალი


ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული მასალა გვიდასტურებს, რომ კავკასიური მითოლოგიის ზოგიერთი პერსონაჟი და მოტივი უშუალოდ ეხმიანება მცირე აზიური ძველი წარმართული სისტემების ელემენტებს და შესაძლოა იქიდანაც მომდინარეობდეს ან აქედან იქ იყოს გავრცელებული. ან როგორც ამას ბევრი მკვლევარი ადასტურებს, ეს ერთიანი იბერო-კავკასიური კულტურული სივრცე იყო.


ქალღმერთი დალი


ყველაზე სრულყოფილად დედა-ქალღმერთის სახე ამ რეგიონში ჩამოყალიბდა მთელი თავისი მრავალფეროვნებით და აქედან განეფინა როგორც ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვის, ისე კავკასიურ კულტურებში. რასაკვირველია, მითოლოგიური სახის სესხება არ მომხდარა მექანიკურად, არამედ ადგილობრივ კულტურებთან შემოქმედებით პროცესში ჩამოყალიბდა.


ქალღმერთი დალი


რაოდენ ინტენსიურიც არ უნდა იყოს გარეგანი ზემოქმედება, განსაზღვრულ ფორმასა და შინაარსს მას აძლევს საზოგადოების შინაგანი განვითარების დონე. ასე ქალღმერთ დალის შემთხვევაშიც. მასში აშკარად ჩანს მცირეაზიურ ქალ-ღვთაებათა არა მარტო ნიშნები, არამედ მათ მითოლოგიურ ბიოგრაფიებთან სიახლოვე, მაგრამ იგი ერთმნიშვნელოვნად კავკასიური ღვთაებაა, ზოგადკავკასიურ წარმოდგენებზე ჩამოყალიბებული, რაზეც მისი სახელის ძირიც მიუთითებს.


ქალღმერთი დალი. კ. ბერიძის ნამუშევარი


ჩრდილოეთ კავკასიაში მოსახლე ხალხების ენებში: დალი, დიალ, დელა, დალაი, ნიშნავს ღმერთს. გამუსლიმებამდე ჩეჩნეთში უმაღლეს ღმერთს ერქვა "დიალა." თუშეთში კი გმირის მოსაგონარ რიტუალსა და სამგლოვიარო ლექსს "დალაობა" ეწოდებოდა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ დალი როგორც დედა ქალღმერთის ერთ-ერთი ჰიპოსტასი, მიცვალებულთა სამყაროსაც განაგებს.


ქალღმერთი დალი


იბერო-კავკასიელთა წარმართობაში ნადირობის სხვა ღვთაებებიც არიან ცნობილნი, უმეტესად მამაკაცები, დალი ბევრად უფრო ძველი სახეა და დედა ქალღმერთს ველური ბუნების მფარველობის ფუნქციით წარმოადგენს. (განაგრძეთ კითხვა გვ. 41-დან)




ასევე დაგაინტერესებთ:


1. 100 სტატია საქართველოს ისტორიასა და კულტურაზე

2. 160 სამეცნიერო სტატია

3. თამარ მეფის წარმოთქმული სიტყვა მეფედ კურთხევის შემდეგ

4. თამარ მეფის ბრძოლების სია

5. ოსები - ქართველთა მოსისხლე მტრები თუ სისხლისმიერი ძმები?

6. ვერმახტის ქართული ლეგიონი

7. უნიკალური ქართული სიმღერა, რომელმაც დროს გაუძლო

8. დიაოხის მეგალითები და დიაოხელები

9. ქართული მითოლოგია - დედა მიწა

10. ქართული მითოლოგია - ფუძის ანგელოზი

11. ქართული მითოლოგია - აფსათი

12. ქართული მითოლოგია - აინინა და დანინა

13. ქართული მითოლოგია - არმაზი

14. ქართული მითოლოგია - ბატონები

15. ქართული მითოლოგია - ბერი-ბერა

16. ქართული მითოლოგია - ბადაგონი

17. სტალინი ქართველების შესახებ

18. როგორ ზრდიდნენ ძველ საქართველოში მეომრებს?

19. პირამიდების ტიპები

20. რა დაემართება დედამიწას მთვარე რომ განადგურდეს?

21. რა დაგვემართება თუ მზე გაქრება?

22. ქართული მითოლოგია - ბოჩი

23. დრაკულა ლეგენდებს მიღმა - ვლადისლავ III ცეპეში

24. ვაჟა-ფშაველა - რას ჰქვიან თავისუფლება?

25. რამდენი ადამიანი ემსხვერპლა მეორე მსოფლიო ომს?

26. ალექსანდრე დიუმა ქართველების შესახებ

27. სინამდვილეში ვინ იყო სტალინი?



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
1717
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
1717
  
2020, 10 დეკემბერი, 13:10
Georgian Paganism - Dali
According to Svan oral tradition, Dali (Daal) is the goddess of hunting. The hunting myth is presented in the rich folklore of Caucasian folklore.
Dali is the goddess of hunting in Svaneti, the protector of wild animals, Dali is a beautiful, fateful woman. She lives in inaccessible cliffs.
Dali is a werewolf - She can appear to man in the form of an animal or a bird. To her favorite hunter, who will share love with him and have sex, Dali helps in the hunt as long as the hunter keeps the secret of their love and does not reveal it to anyone. A hunter violating this condition will inevitably die. The son of Dali and an unknown hunter is considered to be the famous pan-European, Ibero-Caucasian hero Amirani / Prometheus.
Ethnographic material confirms that some of the characters and motifs of Caucasian mythology directly respond to elements of Asia Minor pagan systems and may have originated there or spread there from Caucasus. Or as many scholars attest, it was a unified Ibero-Caucasian cultural space.
2020, 10 დეკემბერი, 13:10
The face of the most perfect mother-goddess was formed in this region in all its diversity, and from here it was scattered in the cultures of both the Aegean and the Mediterranean. Of course, the mythological kind of borrowing did not occur mechanically, but was formed in a creative process with local cultures.
No matter how intense the external influence is, the level of internal development of the society gives it a definite form and content. So in the case of the goddess Dali. It clearly shows not only the signs of the deities of Asia Minor, but also their closeness to their mythological biographies, but she is unequivocally a Caucasian deity, formed on the common Caucasian ideas, which is indicated by the root of her name.
In the languages ​​of the peoples of the North Caucasus: Dali, Dial, Della, Dalai, means God. Before Islam, the highest god in Chechnya was called "Diyala." In Tusheti, the hero's mourning ritual and funeral poem was called "Dalaoba". This indicates that Dali, as one of the hypostases of the mother goddess, also rules the world of the dead.
Other deities of hunting are also known in Ibero-Caucasian paganism, mostly men, Dali is a much Ancient face and represents the mother goddess with the function of protecting wildlife.
0 1 2