x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134046
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დრაკულა ლეგენდებს მიღმა - ვლადისლავ III ცეპეში
დრაკულა


ვლად III, იგივე ვლადისლავ ცეპეში, დრაკონის ძედ და სარზე გამსმელად წოდებული ამ ქვეყანას 1431 წელს მოევლინა და დატოვა 1476 წელს. ვლახეთის დიდი მმართველი ის 1448, 1456-1462 და 1476 წლებში იყო. "დრაკულა" ითარგმნება როგორც დრაკონის შვილი ან უმცროსი დრაკონი. მამამისი, ვლად II ხომ სწორედ დრაკონად იწოდებოდა, ვინაიდან ის ელიტური რაინდული "დრაკონის ორდენის" წევრი იყო. ამ ორდენის წევრებს კი უფლება ჰქონდათ დრაკონის გამოსახულებიანი მედალიონი ეტარებინათ. ვლად II არ დასჯერდა მხოლოდ მედალიონის ტარებას და დრაკონს მონეტებზე და ტაძრებზეც კი გამოსახავდა. სწორედ ამის გამო შეარქვა ხალხმა მას "დრაკულ". მისმა შვილმა კი იცხოვრა ისე, რომ მისგან ლეგენდა შეიქმნა და კაცობრიობას არასდროს დაავიწყდება მისი საამაყო სახელი.


დრაკულა ლეგენდებს მიღმა - ვლადისლავ III ცეპეში


ყველაფერი დაიწყო XIV საუკუნის ბოლოს, როდესაც ოსმალთა სულთნებმა ევროპელებს შეუტიეს და აქტიური ექსპანსია განახორციელეს ბალკანეთის ხალხების მიმართულებით. სისხლს და ისლამის გავრცელებას მოწყურებულმა ოსმალებმა ერთმანეთის მიყოლებით დაიპყრეს ბულგარეთი, სერბეთი და საბერძნეთი... დაპყრობებს ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მცხოვრები ევროპელების შინააშლილობა და შეუთანხმებლობაც თან დაერთო და ოსმალებს უადვილდებოდათ ბრძოლა დაქსაქსულ ქრისტიანებთან. 1444 წელს ვარნასთან ბრძოლაში ევროპელთა კოალიცია დამარცხდა. 1453 წელს კი მეორე რომად წოდებული, დიდებული ქალაქი - კონსტანტინოპოლი მუსლიმთა ფეხქვეშ განერთხა. ტრაგედია ტრაგედიას მოსდევდა - 1459 წელს სულთნის ჯარებმა სერბეთი დაიკავეს... 1463 წელს კი - ბოსნია.



დრაკულა ლეგენდებს მიღმა - ვლადისლავ III ცეპეში


1467 წელს გარდაიცვალა ალბანელი გიორგი კასტრიოტი, რომელიც 24 დამქანცველი წლის განმავლობაში გმირულად იგერიებდა ოსმალთა დაუსრულებელ შემოტევებს. ამ დევგმირის დაღუპვის შემდეგ ოსმალებმა ალბანეთიც დაიპყრეს. ოსმალთა გაბატონება ბალკანეთში უდიდეს საფრთხეს უქმნიდა რეგიონის ეთნო-რელიგიურ სურათს და ადგილობრივ ეთნოსთა სიკვდილს მოასწავებდა. მარტო ერთ დღეში ოსმალებმა მონად გაყიდეს 200 ათასი სერბი და მათ ადგილას თურქების დასახლებები შექმნეს. მართლმადიდებლური ვლახეთი ნელ-ნელა ემსგავსებოდა ისლამური ოკეანით შემოსაზღვრულ კუნძულს.


ვლად დრაკულა


ასეთ ურთულეს, სავალალო ვითარებაში ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ოსმალთა წინააღმდეგ ბოლო ფორპოსტად, მკრთალ იმედად იქცა პატარა ვლახეთი და მისი დიდი დრაკონი-გოსპოდარი ვლადისლავ III ცეპეში, იგივე ვლად დრაკულა. მან 1458 წელს გაბედული ლაშქრობა წამოიწყო ოსმალთა წინააღმდეგ. ამის პარალელურად ვლადმა დახმარების სათხოვნელად წერილი მისწერა რომის პაპს. სულთანმა საპასუხოდ გადაწყვიტა, რომ ურჩი გოსპოდარი ტახტს ჩამოეშორებინა და მის მაგივრად ვლადის უმცროსი ძმა გამუსლიმებული, მოღალატე და მონა-მორჩილი რადუ აეყვანა. თურქთა სუნთანი მეჰმეთ II ვლახეთში 120 ათასიანი არმიით შეიჭრა. მარტოდმარტო დარჩენილმა დრაკონმა ქვეყანაში ქუდზე კაცი იხმო და სრული მობილიზაცია გამოაცხადა. ჯარში გამოიძახა ყოველი მამაკაცი 12 წლის ზემოთ, ვისაც ხელში იარაღის უბრალოდ ჭერა მაინც შეეძლო. ევროპის დრაკონი პარტიზანულ ბრძოლებზე გადავიდა!


ვლად დრაკულა


ვლადისლავ დრაკულა პანიკურ შიშს სთესდა მუსლიმთა რიგებში. ფსიქოლოგიური უპირატესობის მოსაპოვებლად მან ძელზე გაასმევინა 40 ათასი თურქი. 1462 წლის 17 ივნისის ღამეს ვლად III თავის 7000 მეომართან ერთად, მოულოდნელად დააცხრა თავს თურქთა ბანაკს. თავდასხმა გახლდათ იმდენად მოულოდნელი, რომ სულთანმა უდიდესი დანაკარგებით უკან დაიხია და ვლახეთი დატოვა.


ვლადისლავ სარზე გამსმელი


ჯარის ნაწილი კი ვლადისლავის მოღალატე ძმას - რადუს ჩააბარა მომავალი ბრძოლებისათვის. რადუს შეუერთდა ვლადის ბიძაშვილი - მოლდავეთის მთავარი - შტეფანი. დრაკონმა ვეღარ შეძლო ორ ფრონტზე ბრძოლა საკუთარი მოღალატე სისხლისა და ხორცის და ოსმალთა წინააღმდეგ. იგი იძულებული გახდა უნგრეთის განმგებლობაში მყოფ ტრანსილვანიაში გადასულიყო. ტრანსილვანიაში ვლადისლავს უნგრეთის მეფის - მატიაშ კორვინის მხრიდან გაუგონარი ღალატი ელოდა! მეფე მატიაშმა რომის პაპისგან მიიღო ვლადისთვის შეპირებული ფინანსური დახმარება - 40 ათასი გულდენი. უნგრეთის უგვანმა მეფემ ევროპას უღალატა, ჯვაროსნული ლაშქრობისათვის გამოყოფილი თანხა მიითვისა, ვლადი კი ოსმალებთან კავშირის ცრუ და ცინიკური ბრალდებით 1464 წელს დააპატიმრა და ევროპის გმირი 12 წლით გამოკეტა ბუდას ციხეში.


ვლად დრაკულა


მთელ დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში საამაყო ვლადისლავ ცეპეშს ოსმალთა წინააღმდეგ ყველაზე შეუპოვარ მებრძოლ დრაკონად იცნობდნენ. აქედან გამომდინარე, ვატიკანში მოღალატე მეფის - მატიაშ კორვინის ცინიკური ბრალდება ძნელად დასაჯერებელი აღმოჩნდა. უნგრეთის მეფემ უკან არ დაიხია და სიცრუეს სიცრუე დაუმატა. მან უამბო პაპის წარმომადგენელს თითქოსდა გოსპოდარის მიერ ჩადენილი სისასტიკეების შესახებ. ამის დასამტკიცებლად მან ბრალეულობის დამამტკიცებელი ნაყალბევი დოკუმენტიც კი წარუდგინა, სადაც დაწვრილებით გახლდათ აღწერილი ვლადის სისასტიკე, ადამიანთა წამება, სისხლისმოყვარეობა, დესპოტიზმი და ტერორი ტრანსილვანიელი მოსახლეობისადმი.


დრაკულა ლეგენდებს მიღმა - ვლადისლავ III ცეპეში


დოკუმენტში მოთხრობილი გახლდათ ცეპეშის არაადამიანურ სისასტიკეზე. ცოცხლად დამწვარ ღარიბებზე, ძელზე გასმულ ბერებზე და უამრავ სხვა ბოროტმოქმედებაზე. მატიაშ კორვინის გეგმამ ყოველმხრივ მიაღწია მიზანს. ეს დოკუმენტი რომის იმბეცილი პაპისთვის საკმარისი აღმოჩნდა გმირი დრაკონის გასაწირად. ვლადი დაატყვევეს და ტახტი მის, სულთნის მონა ძმას - რადუს ჩაუგდეს ხელთ. პატრიოტი დრაკონის გარეშე დარჩენილი ვლახეთი გატყდა და ოსმალეთს სრულად დაემორჩილა. ისლამური მონსტრი უკვე დასავლეთ ევროპას მიებჯინა და რეალური საფრთხე დასავლეთში მჯდარმა მოღალატეებმაც იგრძნეს. რომის ახალი, როგორც ჩანს ცოტა უფრო საღად მოაზროვნე პაპის - სიქსტუს IV-ის ჩარევამ გადაწყვიტა ვლად III-ის ბედი. დასავლეთში ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს ახსოვდა ვლადისლავ დრაკულას სრულიად თავგანწირული და თავგადადებული, უკომპრომისო და საოცარი ბრძოლა ოსმალთა წინააღმდეგ.


ევროპის დიდი დრაკონი


ასე რომ გადაწყდა - ახალ ჯვაროსნულ ლაშქრობას ევროპის დიდი დრაკონის ძე - ვლადისლავ III ცეპეში ჩადგომოდა სათავეში. გათავისუფლებიდან 2 წლის შემდეგ - 1476 წელს ვლადი სათავეში ჩაუდგა უნგრეთის არმიას, რომლის ერთადერთ, წმინდა, სამართლიან და უმთავრეს მიზანს ოსმალთა უღლისგან დამონებული ვლახეთის გათავისუფლება წარმოადგენდა. დაცული ისტორიული დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ ვლადმა გზად ტრანსილვანია გაიარა, სადაც მას ყველგან უდიდესი სიხარულით და პატივისცემით ხვდებოდა მთელი ტრანსილვანიის მოსახლეობა. ხვდებოდნენ, როგორც მათს ეროვნულ გმირს, როგორც ევროპის ჭეშმარიტ მეომარს. და ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც ნაყალბევი დოკუმენტის მიხედვით რამდენიმე წლის წინ თურმე დიდი გოსპოდარი აქ ქრისტიანების "სისხლის გუბეებს აყენებდა". დრაკულა ტრიუმფით შევიდა ვლახეთში და შეძლო თავისი სამშობლო მიწიდან ოსმალი დამპყრობლების დროულად განდევნა, მაგრამ იმავე 1476 წელს წელს დაიღუპა. გავრცელებული ვერსიის მიხედვით, ევროპის ისტორიაში უდიდესი და ყველაზე საამაყო გოსპოდარი მოღალატე თვისტომთა შეთქმულების მხვერპლი გახდა, მაგრამ მოღალატეებმა ვერ მოკლეს ევროპის დრაკონის ხსოვნა მადლიერ ხალხში. ის ლეგენდად იქცა და ღირსეულად შეაბიჯა მარადისობაში.





ასევე დაგაინტერესებთ:


1. 100 სტატია საქართველოს ისტორიასა და კულტურაზე

2. 160 სამეცნიერო სტატია

3. თამარ მეფის წარმოთქმული სიტყვა მეფედ კურთხევის შემდეგ

4. თამარ მეფის ბრძოლების სია

5. ოსები - ქართველთა მოსისხლე მტრები თუ სისხლისმიერი ძმები?

6. ვერმახტის ქართული ლეგიონი

7. უნიკალური ქართული სიმღერა, რომელმაც დროს გაუძლო

8. დიაოხის მეგალითები და დიაოხელები

9. ქართული მითოლოგია - დედა მიწა

10. ქართული მითოლოგია - ფუძის ანგელოზი

11. ქართული მითოლოგია - აფსათი

12. ქართული მითოლოგია - აინინა და დანინა

13. ქართული მითოლოგია - არმაზი

14. ქართული მითოლოგია - ბატონები

15. ქართული მითოლოგია - ბერი-ბერა

16. ქართული მითოლოგია - ბადაგონი

17. სტალინი ქართველების შესახებ

18. როგორ ზრდიდნენ ძველ საქართველოში მეომრებს?

19. პირამიდების ტიპები

20. რა დაემართება დედამიწას მთვარე რომ განადგურდეს?

21. რა დაგვემართება თუ მზე გაქრება?

22. ქართული მითოლოგია - ბოჩი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


3
414
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
414
  
2021, 6 დეკემბერი, 16:09
ვლახეთის გრაფი ვლადისლავ III ცეპეში, დრაკულა ძე დრაკონისა, ძელზე გამსმელი, ქრისტიანობის მცველი, ვამპირთა მამა.
1462 წელს მან 20,000 ოსმალო დამპყრობელი ძელზე გასვა!

1462 წელს უნგრეთისა და ბოჰემიის მეფე მათიაშ კორვინს, რომელსაც ერთ დროს დახმარებისათვის მიმართა, ვლადმა დეტალური ანგარიში ჩააბარა:
,,იქ, სადაც დუნაი ზღვას უერთდება, ნოვოსელოს, სამოვიტისა და გიგენის მამაკაცები და ქალები, მოხუცები და ახალგაზრდები დავხოცე. ჩვენ 23 884 თურქი და ბულგარელი მოვკალით.
ამას აღარ მივათვალეთ ისინი, რომლებიც საკუთარ სახლებში ცოცხლად ამოვწვით, ან ისინი, ვისაც ჩვენმა მეომრებმა თავი არ მოჰკვეთეს".
წყარო: ,,უდიდესი საიდუმლოებანი" გამ. ,,პალიტრა L" 2019 წ.

როგორც იტალიელმა ჰუმანისტმა ანტონიო ბონფინმა აღწერა: ერთ დღეს, როდესაც ვლად ცეპეშს ოსმალთა ელჩები ესტუმრენ, ვლადმა მათ თავსაბურავების - ჩალმების მოხსნა მოსთხოვა, მათ კი რელიგიური წესჩვეულების და გამო უარი განაცხადეს მათ მოხსნაზე ამიტომაც, განრისხებულმა ვლადმა "განამტკიცა" მათი წესჩვეულება და მისი ბრძანებით არც მეტი არც ნაკლები დააჭედებინა თავზე ჩალმები, რათა მათ აღარასდროს მოეხსნათ ისინი.
2019, 9 თებერვალი, 7:56
ორივე. რა თქმა უნდა პატრიოტი და თან მტრების სისხლის მსმელი ვამპირი. ესენი ერთმანეთს არ გამორიცხავს :) პირიქით
2019, 8 თებერვალი, 23:46
მეც მქონდა სტატია ცეპეშზე... პატრიოტი თუ სისხლისმსმელი ვამპირი-ნეტავ მართლა რომელი იყო?
0 1 3