x
image
თორ ნიკე
ქართული მითოლოგია - მესეფენი
მესეფენი


მესეფეები, მესეფენი ანუ გამრიგებელნი და მეუფენი მეგრულ-ლაზური მითოლოგიის საინტერესო პერსონაჟები არიან და ავსებენ ქართველ წარმართთა მითოსური პერსონაჟების რიგებს. ოდითგან შავი ზღვის სანაპიროზე მცხოვრები ქართველური ტომების წარმოდგენით ეს არსებები სწორედ შავი ზღვიდან ყოველწლიურად 6-ჯერ ამოდიან ხმელეთზე, მათ შორის 28 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე პერიოდშიც ძველი სტილით, და ამ პერიოდს სწორედ ამიტომ მესეფობა ეწოდება.


მესეფენი


მესეფეებზეა დამოკიდებული ზღვასა და მდინარეებში - თევზის, ტყეში კი ნადირ-ფრინველის სიმრავლე, ამინდის ცვალებადობა და სხვა მოვლენები ბუნებაში. მესეფენი ანთროპომორფული ანუ ადამიანის მსგავსი ზღვის სიღრმეში მცხოვრები არსებები არიან, მაგრამ არა ქალთევზებივით, რომლებსაც ფეხების მაგივრად თევზის კუდი აქვთ, არამედ ჩვეულებრივი ფეხებით.



მესეფენი


ისინი მდედრობითიც არიან და მამრობითიც, როგორც ჩანს დიდი წვლილი შეაქვთ ბუნების მართვაში თავიანთი საბინადრო ზღვის გარშემო და ასევე მბრძანებლობენ ნადირთ ოჩოკოჩების და ტყაშმაფების მსგავსად. მდედრი და მამრი მესეფენი რიგრიგობით ამოდიან წყლიდან, თითო ამოსვლაზე ან მდედრთა ჯგუფი ამოდის, ან მამრთა. შესაძლოა ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმეჯერ მხოლოდ მამრი მესეფენი ეწვიონ მიწას, შემდეგ მდედრები. თუ მამრი მესეფეები ამოდიან, იმ წელს უფრო მეტად ავდრიანი ამინდებია მოსალოდნელი, ხოლო თუ მდედრები ამოვიდნენ - დარი, შედარებით კარგი ამინდი.


მესეფენი


ზღვიდან ამოსვლის შემდგომ ისინი პირდაპირ მიემართებიან ხოლმე იმ ადგილებისკენ, სადაც გარეული ცხოველები დიდწილად იყრიან თავს, როგორიცაა უღრანი ტყეები. ტყეებში მესეფენი იწყებენ ნადირობას სხვადასხვა ცხოველსა და ფრინველზე. ეს არსებები ცხოველთა მონადირების შემდეგ ტყეშივე აწყობენ ღრეობებს, ჭამენ თავიანთ ნანადირევს, შემდეგ კვლავ აცოცხლებენ უკვე შეჭმული ცხოველების და ფრინველების ნარჩენებიდან მათ პატრონ ცხოველებს და ამ გზით ნიშნავენ მათ. მონადირეებს მხოლოდ ამგვარად დანიშნული ანუ მესეფეთა მიერ უკვე მონადირებული, შეჭმული და გაცოცხლებული ნადირი ერგება ხოლმე. ამ ნიშნის გარეშე, მონადირე ვერანაირ ნადირს ვერ მოკლავს.


მესეფენი მესეფენი მესეფენი მესეფენი მესეფენი მესეფენი




ქართული მითოლოგია:


1. ქართული წარმართული კოსმოგონია

2. ქართული მითი სამყაროს შექმნის შესახებ

3. მორიგე ღმერთი

4. ქართველი ერი -მიჯაჭვული ამირანი

5. ამირანი

6. კოლხი მედეა - მედიცინის ფუძემდებელი

7. კოლხური დრაკონი - ხოლკიკოსი

8. კოლხური ხარები - ხალკოტავრები

9. სპარტოი - დრაკონის კბილის მეომრები კოლხეთში

10. ოჩოკოჩი - ოჩოპინტრე

11. დალი

12. ბარბალე - მზის ქალღმერთი

13. დობილნი

14. ადგილის დედა

15. დედა მიწა

16. აინინა და ნინა

17. ყამარი

18. ლამარია

19. წყარიშდიდა

20. ფუძის ანგელოზი

21. მითური ყურშა

22. არმაზი

23. გაცი და გაიმი

24. ზადენი

25. აფსათი

26. ამბრი

27. ბატონები

28. ბერი ბერა

29. აგუნა

30. ბადაგონი

31. ბოჩი

32. მამბერი

33. მინდორთ ბატონი და მინდორთ მბრძანებელი

34. თეთრი გიორგი

35. თევდორე

36. ხვთისშვილნი

37. იახსარი

38. კოპალა

39. კვირია

40. ნაწილიანი

41. პირქუში

42. ალი

43. დევი

44. გველეშაპი

45. ქაჯი

46. კუდიანი

47. როკაპი

48. მზაკვარი ანუ მაზაკვალი

49. მაცილი

50. ფასკუნჯი

51. რაში

52. გველისფერი

53. არამხუტუ ანუ ვერემხუტუ

54. ტყაშმაფა

55. ჰარალე

56. მზეთუნახავი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
478
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
478
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0