x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
ქართული მითოლოგია - ბედის მწერლები
ბედის მწერლები


ბედის მწერლები ანუ წერა-მწერელნი ქართული წარმართული პანთეონის ანთროპომორფული ღვთაებები იყვნენ, როგორც მდედრობითი, ასევე მამრობითი სქესის ღმერთები. ზოგიერთ წარმოდგენაში ბედის მწერალი მხოლოდ ერთია, ზოგგან კი რამდენიმე ან უამრავიც კი. სწორედ ისინი არიან, რომლებიც წერენ ყოველი დაბადებული არსების ბედს, არა მხოლოდ ადამიანების. დაახლოებით ჰგვანან სკანდინავიური მითოლოგიის ნორნებს ან ბერძნულ მოირებს. ჯავახეთში გავრცელებული წარმოდგენების მიხედვით, ადამიანის ან სხვა სულიერი არსებების დაბადების მომენტში ადგილზე იმყოფებიან და მისი დაბადების მომენტშივე აწერენ შუბლზე მის ბედს. უმთავრეს მოვლენებს, რაც აუცილებლად უნდა მოხდეს მომავალში მის ცხოვრებაში და მისი სიკვდილის თარიღს.


ბედის მწერლები


ბედის მწერლები სულეთის ბინადარნი არიან, გარდაცვლილთა სამეფოს მცხოვრებნი, რომლებიც მუდმივად იყურებიან არსებათა "ბედის წიგნში". მზის ქვეშეთში, შუასკნელში ადამიანის ცხოვრების ბედით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ბედის მწერლები სულეთის ღმერთს აცნობებენ ამის შესახებ. (ზოგჯერ ბედის მწერალთა ფუნციები ამ სულეთის განმგებელს მიეწერებოდა). ამის შემდეგ სულეთის მეუფე დროამოწურულ ადამიანებთან აგზავნის "შემხვედრებს", იგივე ანუ მგრებრებს. მგრებრები მიდიან ადამიანთან, ამოაცლიან სულს და გარდაცვლილთა სამეფოში - სულეთში მიაბრძანებენ.



ბედის მწერლები


იშვიათად, მაგრამ მაინც არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ბედის მწერლები შეცდომას უშვებენ და ნაადრევად იძახებენ ადამიანთა სულს სულეთში. ასეთ დროს, ვინაიდან ადამიანთა ცხოვრების განსაზღვრული ვადა შუასკნელში - დედამიწაზე არსებობისათვის არ იყო გასული, შეცდომის გამოსასწორებლად გვამიდან ამორთმეულ სულს, კვლავ გვამშივე აბრუნებენ, ის ცოცხლდება და ადამიანი აგრძელებს ცხოვრებას მისთვის განსაზღვრული ვადის სრულად ამოწურვამდე.


ბედის მწერლები


ქართულ მითოლოგიაში არსებობს უამრავი გადმოცემა იმ ადამიანთა შესახებ, რომელთაც მოინახულეს გარდაცვლილთა სამეფო. ასეთ ადამიანებს წარმართი ქართველები "მკვდარში ჩართულებს" უწოდებდნენ. მკვდარში ჩართულნი შემდგომში იღებდნენ გარკვეულ ნიჭებს, ხშირად წინასწარმეტყველების ნიჭს და ჰყვებოდნენ სულეთის ამბებს, რაც მათ იხილეს, ან მედიუმობდნენ საიქიოსა და სააქაოს შორის მცხოვრებელთა ერთმანეთთან დასაკავსირებლად. ანცად თავად ადამიანებს უწინასწარმეტყველებდნენ იმას, რაც ეწერა მათზე ბედის წიგნში ან ამ ადამიანთა შუბლზე, რაც როგორც ზევით აღვნიშნეთ, დაბადებისას დააწერეს ბედის მწერლებმა.


ბედის მწერალი


ქართული მითოლოგია:


1. ქართული წარმართული კოსმოგონია

2. ქართული მითი სამყაროს შექმნის შესახებ

3. მორიგე ღმერთი

4. ქართველი ერი -მიჯაჭვული ამირანი

5. ამირანი

6. კოლხი მედეა - მედიცინის ფუძემდებელი

7. კოლხური დრაკონი - ხოლკიკოსი

8. კოლხური ხარები - ხალკოტავრები

9. სპარტოი - დრაკონის კბილის მეომრები კოლხეთში

10. ოჩოკოჩი - ოჩოპინტრე

11. დალი

12. ბარბალე - მზის ქალღმერთი

13. დობილნი

14. ადგილის დედა

15. დედა მიწა

16. აინინა და ნინა

17. ყამარი

18. ლამარია

19. წყარიშდიდა

20. ფუძის ანგელოზი

21. მითური ყურშა

22. არმაზი

23. გაცი და გაიმი

24. ზადენი

25. აფსათი

26. ამბრი

27. ბატონები

28. ბერი ბერა

29. აგუნა

30. ბადაგონი

31. ბოჩი

32. მამბერი

33. მინდორთ ბატონი და მინდორთ მბრძანებელი

34. თეთრი გიორგი

35. თევდორე

36. ხვთისშვილნი

37. იახსარი

38. კოპალა

39. კვირია

40. ნაწილიანი

41. პირქუში

42. ალი

43. დევი

44. გველეშაპი

45. ქაჯი

46. კუდიანი

47. როკაპი

48. მზაკვარი ანუ მაზაკვალი

49. მაცილი

50. ფასკუნჯი

51. რაში

52. გველისფერი

53. არამხუტუ ანუ ვერემხუტუ

54. ტყაშმაფა

55. ჰარალე

56. მზეთუნახავი

57. მესეფენი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
457
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
457
  
2019, 5 აპრილი, 10:05
მადლობა :3
2019, 5 აპრილი, 9:23
ძალიან საინტერესო სტატიებია და გადასარევი ფოტოები!
0 1 2