საზოგადოებრივი ქართული მითოლოგია - მზეთუნახავი 2019, 4 აპრილი, 3:09 მზეთუნახავი ძველ ქართულ წარმართულ ღმერთთა პანთეონში იკავებდა ადგილს და წარმოადგენდა ერთ-ერთ ქალღმერთს. ეს ღვთაება თავიდან პატივმიგებული იყო, როგორც ღმერთქალი, მაგრამ შემდგომში, როდესაც ქრისტიანობა გავრცელდა და ფეხი მოიკიდა, წარმართულმა ღმერთებმა კი უკანა პლანზე გადაინაცვლეს, მზეთუნახავმა მითოლოგიიდან ფოლკლორში გადაინაცვლა და ქართული ხალხური ზღაპრების განუყოფელ და მნიშვნელოვან პერსონაჟად მოგვევლინა. ქართულ მითოლოგიაში მზეთუნახავები არ არიან ჩვეულებრივი ლამაზი ქალები, არამედ მათ ზებუნებრივი ბუნება აქვთ და პირველ რიგში ეს გამოიხატება მათს დაბადებაში. ისინი სასწაულებრივად იბადებიან მცენარეებიდან. მზეთანუხავების ამბის სიუჟეტური განვითარება ქართულ ფოლკლორში დაახლოებით ასეთია: იგი ჩაკეტილია ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით მდებარე, ჩვეულებრივი ადამიანისთვის მიუვალ ციხე-კოშკში. იქ მიღწევა მხოლოდ გმირს შეუძლია გარდაცვალების გზით, რომელსაც ქართულ კოსმოგონიაში არა სიკვდილის, არამედ სხვა დატვირთვა ენიჭებოდა (იხ. ქართული წარმართული კოსმოგონია). როდესაც გმირი იქამდე მიაღწევს, საქმე ჯერ კიდევ არაა დასრულებული. მზეთუნახავის მოსაპოვებლად მან უნდა შეასრულოს მზეთუნახავის მიერ დავალებული ურთულესი ამოცანები, რაც ვეფხისტყაოსანშიც ძალიან კარგად ჩანს, როდესაც "მიჯნურთან შეყრამდე", საგმირო საქმეების საკეთებლად უშვებენ ნესტან-დარეჯანი და თინათინი გულისსწორებს. საერთოდ, "ვეფხისტყაოსანი" დიდწილად დაფუძნებულია სწორედ ქართულ წარმართულ კოსმოგონიურ პასაჟებზე და მსოფლხედვაზე. მზეთუნახავს ბოროტი ძალა ემტერება, რომელიც შავი მაგიის გამოყენებით ხშირად აჯადოებს მას, გადააქევს რა, სამი ცხოველიდან ერთ-ერთად - ესენია: ირემი, გველი ან მტრედი. თუ გმირი მოახერხებს მისი მომაჯადოებელი ბნელი არსების პოვნას და მის განადგურებას, წყევლა მყისიერად მაინც არ იხსნება, საჭიროა განსაკუთრებული შელოცვის წარმოთქმა ან სპეციალური მოქმედებების განხორციელება და მზეთუნახავი ამის შემდეგ იბრუნებს თავის პირვანდელ სახეს. მზეთუნახავი კეთილია და გამჭრიახი (გველი და მტრედი). ჯადოსნური საგნების მეშვეობით იგი ეხმარება გმირს, რომელსაც ყველაფრის დასრულების შემდეგ, ბოროტ ძალებზე გამარჯვების შემდგომ, ცოლად მიჰყვება. ქართული მითოლოგია:1. ქართული წარმართული კოსმოგონია 2. ქართული მითი სამყაროს შექმნის შესახებ 3. მორიგე ღმერთი 4. ქართველი ერი - მიჯაჭვული ამირანი 5. ამირანი 6. კოლხი მედეა - მედიცინის დამაარსებელი 7. კოლხური დრაკონი - ხოლკიკოსი 8. კოლხური ხარები - ხალკოტავრები 9. სპარტოი - დრაკონის კბილის მეომრები კოლხეთში 10. ოჩოკოჩი - ოჩოპინტრე 11. დალი 12. ბარბალე - მზის ქალღმერთი 13. დობილნი 14. ადგილის დედა 15. დედა მიწა 16. აინინა და ნინა 17. ყამარი 18. ლამარია 19. წყარიშდიდა 20. ფუძის ანგელოზი 21. მითური ყურშა 22. არმაზი 23. გაცი და გაიმი 24. ზადენი 25. აფსათი 26. ამბრი 27. ბატონები 28. ბერი ბერა 29. აგუნა 30. ბადაგონი 31. ბოჩი 32. მამბერი 33. მინდორთ ბატონი და მინდორთ მბრძანებელი 34. თეთრი გიორგი 35. თევდორე 36. ხვთისშვილნი 37. იახსარი 38. კოპალა 39. კვირია 40. ნაწილიანი 41. პირქუში 42. ალი 43. დევი 44. გველეშაპი 45. ქაჯი 46. კუდიანი 47. როკაპი 48. მზაკვარი 49. მაცილი 50. ფასკუნჯი 51. რაში 52. გველისფერი 53. არამხუტუ 54. ტყაშმაფა 55. ჰარალე ავტორი: თორნიკე ფხალაძე995 4-ს მოსწონს
|