საზოგადოებრივი შუმერები 2019, 10 აპრილი, 16:42 ისტორია საუკუნეების მანძილზე დუმდა შუმერების შესახებ. მათ შესახებ არაფერს წერდნენ არც ბერძნები, არც რომაელები და არც ძველი ცივილიზაციის სხვა ხალხები, რომლების წერილობითი წყაროებიც დღემდე შემორჩა. მხოლოდ მე-19 საუკუნის შუა ხანებში დაამტკიცეს მეცნიერებმა, რომ შუამდინარეთში არსებობდა სახელმწიფო, რომლის ასაკი 8000 წელს ითვლის ანუ ჩამოყალიბდა ძვ.წ. მე-60 საუკუნეში. სწორედ მათგან მიიღეს კულტურული მემკვიდრეობა ბაბილონებმა და ასირიელებმა, აქადებმა და არაბ-ებრაელებმა. შუმერები ბევრ საქმეში გახდნენ პიონერები, მათ პირველებმა გამოიგონეს დამწერლობა, რომელიც ცნობილია ლურსმნული დამწერლობის სახელით და თანამედროვე ბიბლიოთეკის მსგავსი დაწესებულებაც კი შექმნეს. სწორედ შუმერებს ეკუთვნის დღემდე მოღწეული პირველი ლიტერატურული ნაწარმოებები. შუამდინარული ცივილიზაცია ერთ-ერთი უძველესია მსოფლიო ცივილიზაციათა შორის თავისი ხანგრძლივობით და სისრულით. იგი შეიძლება შევადაროთ თავისი მასშტაბებითა და მნიშვნელობით ეგვიპტურ ცივილიზაციას. მართლაც შუმერებიდან და შუამდინარეთიდან კაცობრიობის ცივილიზაციას ჩაეყარა საფუძველი. "ისტორია იწყება შუმერიდან". აქ ჩაისახა მეცნიერების ბევრი დარგი მიწათმზომელობიდან დაწყებული ვარსკვლავმრიცხველობით დამთავრებული. დროის დაყოფა 60 ერთეულად და ზოდიაქური სისტემა. აქ ჩაიწერა პირველი ანბანი და გრამატიკული ცხრილები, ფარმაკოლოგიური ცნობარები, გაიხსნა პირველი წიგნთსაცავი ბიბლიოთეკები და სკოლები. შეიძლება ითქვას, რომ შუმერთა ცოდნა ცას და მიწას მოიცავდა. მათ ეკუთვნოდან პირველი სამედიცინო ტექსტები, ეს იყო პირველი ფარმაკოპია, რომელიც მოიცავდა სამკურნალო მცენარეების ჩამონათვალს, შუმერების სამედიცინო ლექსიკონებში ნაპოვნი იქნა ცნობები ავადმყოფთა არა მარტო თერაპიულ მკურნალობაზე, არამედ ქირურგიულ პროცედურებზე, ოპერაციებზე, როგორიცაა კიდურების ამპუტაცია ან კატარაქტას ამოკვეთა. სწორედ შუმერებმა ასწავლეს კაცობრიობას ბრინჯაოს მიღება ტყვიისა და სპილენძის შედნობით და ეს მეთოდი დღესაც წარმატებულად გამოიყენება. შუმერში ყველაზე მეტად იყენებდნენ სპილენძს, ბრინჯაოსა და რკინას, ოქროსა და სხვა ლითონებს კი გამოჭედვით ამუშავებდნენ, ანუ განვითარებული ჰქონდათ მეტალურგია. შუმერებს გასაოცრად ფართო წარმოდგენა ჰქონდათ ასტრონომიაზე, ხოლო მათი ცოდნა მათემატიკის დარგში, დღესაც აოცებს მეცნიერებს. მათ შექმნეს როგორც გეომეტრია, ასევე რიცხვები და მათი მნიშვნელობა. ძვ.წ. მე-4 ათასწლეულში მცხოვრებ შუმერებს შემუშავებული ჰქონდათ მთელი რიგი მეტაფიზიკური და თეოლოგიური მოსაზრებანი, რომელნიც ბუნდოვანების მიუხედავად, დროთა განმავლობაში მთელ ახლო აღმოსავლეთში გავრცელდა და მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია ჯერ ძველ ებრაელთა, შემდეგ კი ქრისტიანულ რელიგიას. მაგალითად ფრესკების, გლიფების გარდა არსებობს ნინევას ბიბლიოთეკაში აღმოჩენილი თიხის დაფები 7 ცალი. ამ კრებულს ენუმა ელიში ჰქვია, სადაც აღწერილია სამყაროს შექმნის მითი. სწორედ აქედან გადმოიღეს ებრაელებმა ბიბლიის ნარატივი სამყაროს 7 დღეში შექმნის შესახებ. ებრაელები ძვ.წ. მე-6 საუკუნეში გაეცნენ ამ მითს 70-წლიანი ბაბილონური გადასახლების პერიოდში. როგორც უკვე აღინიშნა, შუმერებმა დიდი ნახტომი გააკეთეს კაცობრიობის განვითარებაში. იმის გარდა რაც უკვე ზევით აღვნიშნეთ: 1. შუმერებმა შექმნეს სამიწათმოქმედო კალენდარი, რამაც ხელი შეუწყო აგრარული სისტემის განვითარებას და შუმერული ეკონომიკა ძალიან გააძლიერა. 2. შუმერებმა მოიშინაურეს ხარი. ამას კი მოჰყვა კავისა და გუთნის გამოგონება. 3. მათ დაიწყეს დიდი ქალაქების მშენებლობა. პირველი ქალაქები სწორედ სამხრეთ შუამდინარეთში ჩამოყალიბდა. (იხ. შუმერის მთავარი ქალაქების სია). შუმერის უძველესი ქალაქების მცხოვრებნი სავაჭრო საქონელს ერთმანეთში ცვლიდნენ. ის, რაც არ მოიპოვებოდა შუამდინარეთში, სხვა ქვეყნებიდან შემოჰქონდათ. არქაულ ეპოქაში მჭრელი დანისპირების დასამზადებლდ საჭირო ვულკანურ ქანს - ობისიდიანს, ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის მთებში მოიპოვებდნენ 4. შუმერებმა გამოიგონეს აგური. ისინი გამომწვარი აგურისგან თავიანთ ქალაქებსა და სოფლებში სამსართულიან სახლებს ხშირად აშენებდნენ. 5. ააშენეს ერთ-ერთი პირველი დიდი ტაძრები - ზიგურათები. 6. შექმნეს გილგამეშის ეპოსი. ეს არის ეპოსი წარღვნის შესახებ, რომლიდანაც შემდეგ შეიქმნა ებრაელების მიერ მითი ნოეს შესახებ, რომელიც შემდგომში ბიბლიაში ჩაიწერა. 7. პირველად სწორედ შუმერში ჩამოყალიბდა საზოგადოების ქურუმთა ფენა. შუმერი ქურუმები ბრტყელის ნაცვლად იყენებდნენ ცილინდრულ საბეჭდავებს, რომლებითაც სველ თიხაზე გრძელი გამოსახულების დატოვება შეიძლებოდა. 8. მათ პირველებმა გამოიგონეს პიქტროგრაფიული, ლურსმნული დამწერლობა. 9. შუმერებმა უდიდესი ყურადღება მიაქციეს ცოდნის არა მხოლოდ დაგროვებას, არამედ მის ჩაწერას, უკდავყოფას და ამგვარად მომავალი თაობებისთვის გადაცემას წერილობით და სიზუსტით, არა უბრალოდ მონათხრობით, რაც გაფუჭებული ტელეფონის ეფექტს იწვევს ყველა საზოგადოებაში. მათვე დააარსეს სწორედ ამ ცოდნის ახალი თაობებისთვის აკადემიურად გადაცემის ადგილები - სკოლები. 10. შუმერებმა ძვ.წ. მე-40 საუკუნეში გამოიგონეს ბორბალი, რამაც გადატრიალება მოახდინა კაცობრიობის ცივილიზაციის განვითარებისათვის. შუმერში პირველი ბორბლიანი საზიდარი, რომელშიც ვირები და ხარები იყო შებმული, მარტივი ოთხბორბლიანი სატრანსპორტო საშუალება იყო - ურემი. მათვე შექმნეს მოვლილი სავაჭრო გზები, მაგრამ დიდი სავაჭრო ტვირთების გადაზიდვას მაინც სამდინარო გზით ამჯობინებდნენ. 11. შუმერებმა გამოიგონეს გემის აფრა და სამდინარო ტრანსპორტი. საერთოდ, უძველესი შუამდინარეთის ნავები ლერწმის კონებისგან იყო შეკრული, არსებობდა ხის ტივებიც, რომლებსაც წყალზე აჩერებდნენ ჰაერით გაბერილი ცხოველის ტყავების მეშვეობით. ლერწმის სახლები სამხრეთის ჭაობებში ტრადიციულად აგებული სახლების მსგავსი იყო. არსებობს კვლევები და ვარაუდები იმის შესახებ, რომ შესაძლოა გემთმშენებლობის განვითარების რაღაც ეტაპზე ადგილი ჰქონდა შუმერების მიერ ტრანსოკეანურ მგზავრობას ამერიკის კონტინენტებზე. 12. შუმერებმა გამოიგონეს მორგვი - თიხის ჭურჭლის დამამზადებელი მბრუნავი ხელსაწყო, სამეთუნეო დაზგა. 13. ძვ.წ. 26-ე საუკუნეში, ანუ 4600 წლის წინ შუმერებმა შექმნეს ჭადრაკის მსგავსი სამაგიდო თამაში, რომელიც თანამედროვე არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ურის სამეფო აკლდამაში და მას პირობითად ასე უწოდეს "ურის სამეფო თამაში" ან "20 წრის თამაში". ასევე მათ გამოიგონეს ჭაობების ამოსაშრობი მოწყობილობები, ასევე მათ გამოიგონეს შუმერული სამხედრო წყობა - ფალანგა. შუმერის ურის სამეფო დინასტიამ ზიგურათი ურში, საფეხურებიანი პირამიდა, გახსნა პირველი ბიბლიოთეკა დედამიწაზე, სადაც წიგნები იყო არა ფურცლების ან პერგამენტის, არამედ თიხის, მათვე დააგზავნეს სწავლულნი მთელ შუამდინარეთში და შეაგროვეს, ჩააწერინეს ყველა უძველესი თქმულება, ლექსი და ცოდნა, რაც ხალხში იყო მიმობნეული, დასაკარგად განწირული. მათვე შემოიღეს პირველი კანცელარია, გაიყვანეს პირველი სარწყავი არხები და ირიგაციის სისტემა დედამიწაზე, შემოიღეს საგადასახადო სისტემა სახელმწიფოს ბიუჯეტის შევსებისთვის, ააშენეს პირველი მგზავრთა სადგურები, ანუ ფუნდუკები და ეს ჩამონათვალი შუმერების გამოგონებების და ინოვაციების არასრული სიაა. ძვ.წ. მე-11 ათასწლეულში ანუ დაახლოებით ძვ.წ. 110-ე საუკუნეში პროტოშუმერებმა საფუძველი ჩაუყარეს კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ცივილიზაციას, ვინაიდან სწორედ ამ პერიოდში შუამდინარეთის მკვიდრმა მონადირე-შემგროვებლებმა მარცვლეული მოყვანა დაიწყეს. თავდაპირველად აგროვებდნენ ველური ხორბლისა და ასლის მარცვლებს, შემდეგ თესლს მდინარის ახლოს, მიწაში თესავდნენ და დამწიფებულ მარცვლეულს იღებდნენ. მათ გამოიყვანეს ხორბლის უნიკალური ჯიშები. ამ ნათესების ირგვლივ სოფლები ნელ-ნელა ფართოვდებოდა. ძვ.წ. მე-7 ათასწლეულიდან, ანუ დაახლოებით ძვ.წ. 70-ე საუკუნიდან შუმერები ორი მდინარიდან, ტიგროსიდან და ევფრატიდან ნათესებისათვის სარწყავი არხების გამოყვანა დაიწყო. ამის გარდა მათ ისწავლეს კაშხლების, დამბებისა და წყალსაცავების მშენებლობა იმისთვის, რომ ამ მდინარეთა წყალი მთელი წლის განმავლობაში გამოეყენებინათ. ამ არხების სისტემა, განსაკუთრებით ევფრატის აღმოსავლეთით ყველაზე ფართო ძვ.წ. მე-4 ათასწლეულში იყო. ძვ.წ. მე-3 ათასწლეულიდან შუმერი ეგვიპტესთან ძალიან დიდი მასშტაბებით დაიწყო ვაჭრობა, ხოლო ძვ.წ. 2300 წლიდან ინდის ველის ცივილიზაციის ქალაქებთან. ასე შეიქმნა კაცობრიობის ისტორიაში პირველი დიდი სავაჭრო გზების ქსელი. შუმერში როგორც უკვე აღვნიშნეთ დაახლოებით ძვ.წ. 110-ე საუკუნიდან ძვ.წ. 30-ე საუკუნემდე ცხოვრობდა შუმერები და პროტოშუმერები ანუ შუმერთა პირდაპირი წინაპრები. ეს ადამიანები განეკუთვნებოდნენ კავკასოიდურ რასას. კერძოდ კი დიდი კავკასოიდური რასის ხმელთაშუაზღვიურ ანუ იბერიულ ტიპს. ისინი ანთროპოლოგიურად იყვნენ ზუსტად ისეთები, როგორიც დღემდე შემორჩენილი იბერო-კავკასიელი ხალხები - სვანები, მეგრელები, ლაზები, დანარჩენი ქართველები, ასევე ვაინახები (ინგუშები, ჩეჩნები) და სხვა კავკასიელი ხალხები. თვითონ შუმერებიც წერენ ერთ-ერთ თავიანთ ნაწარმოებში სახელად ლუ დინგირ რა, რომ ისინი მოსულნი არიან ჩრდილოეთის წვიმიანი მთებიდან. შუმერის ჩრდილოეთით წვიამინი მთები კი ნამდვილად კავკასიაა. დადგენილია, შუმერები არ იყვნენ არც სემიტები, არც თურქმანულ-ალთაური ხალხი, არც ინდო-ევროპელები, არც დრავიდები და არც ქამიტები. ისინი უძველეს ხალხთა უკვე თითქმის ამომწყდარ ოჯახს - იბერო-კავკასიელებს მიეკუთვნებოდნენ. ძვ.წ. მე-3 ათასწლეულის დასაწყისში, დაახლოებით ძვ.წ. 30-ე საუკუნიდან შუმერში დაიწყო სემიტური ტომების დიდი ნაკადის შემოსვლა და მათ დაიწყეს თავიანთი დასახლებების შექმნა და გამრავლება. მათ დააარსეს ქალაქი აქადი. განვითარების შედარებით დაბალ საფეხურზე მდგომაა მოსულმა სემიტებმა თანდათან შეითვისეს შუმერთა ენა, ზნე-ჩვეულებები, ტექნოლოგიები, რელიგია და დამწერლობა. ძვ.წ. 2500 წლიდან კი დაიწყო კონფლიკტი შუმერულ ქალაქ-სახელმწიფოებს შორის და ბრძოლა პირველობისათვის. ამ ბრძოლაში ლაგაშის მეფემ გაიმარჯვა და შუმერი ერთიან სახელმწიფოდ ჩამოაყალიბა, მაგრამ მისი აღზევება ხანმოკლე გამოდგა. ძვ.წ. 24-ე საუკუნეში უკვე სემიტები იმდენად მომძლავრდნენ, რომ თავიანთი სახელმწიფო შექმნეს დედაქალაქით აქადი, ამიტომ ახლადწარმოქმნილ სახელმწიფოს აქადის სამეფო ეწოდა. მან განსაკუთრებულ ძლიერებას სარგონ მეფის დროს მიაღწია, რომელმაც სამხრეთით მდებარე შუმერის სახელმწიფო დაიპყრო. სარგონ I-ის გარდაცვალების შემდგომ აქადის სამეფოში შუმერული ქალაქების აჯანყება დაიწყო, რამაც დაასუსტა აქადის სამეფო. შუმერში სემიტების მეორე დიდი შემოჭრა უკვე მოხდა ძვ.წ. მე-20 საუკუნეში. დასავლეთიდან შემოჭრილმა სემიტური ტომების მრავალრიცხოვანმა ჯარმა მიწასთან გაასწორა მთელი შუმერი და ახალ სახელმწიფოს - ბაბილონის სამეფოს ჩაუყარა საფუძველი. ასე დაამარცხეს შუმერები სემიტებმა და მოახდინეს შემდგომში მათი ასიმილირება და გაქრობა. ენათმეცნიერები წლების განმავლობაში სემიტურ, ქამიტურ, ინდო-ევროპულ, თურქულ-ალთაურ, დრავიდულ და სხვა ენებთან ადარებდნენ შუმერულს და მათ შორის არ დადასტურდა ლინგვისტური ერთიანობა და ვერცერთ ენათა ოჯახს ვერ მიაკუთვნეს. ნათესაური კავშირი მხოლოდ ქართველურ და კავკასიურ ენებთან ვლინდება. აღმოჩნდა, რომ შუმერული ენა მორფოლოგიურ სა სინტაქსურ მსგავსებას ქართულ-სვანურ-მეგრულ-ლაზურ და ნახურ-დაღესტნურ ენებთან იჩენს. ეს გენეტიკული კავშირი დადგინდა კრემარჟის, სეისის, მიხეილ წერეთლის, ნიკო მარის, კარსტის, ჰომელის, ბორკისა და სხვა მეცნიერთა ხანგრძლივი კვლევების მიერ. ამგვარივე მოსაზრებას კიდევ უფრო განავრცობს ივანე ჯავახიშვილი და მრავალმხრივი ფაქტობრივი მასალით ასაბუთებს. ამიერკავკასიის მკვიდრ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ქართველურ ხალხებს შუმერების ნათესავეად მიიჩნევს ასევე აკადემიკოსი სიმონ ჯანაშია. ცნობილ მეცნიერებს ფრ. ჰომელს, ედ. მაიერს, ლემან ჰაუპტს, ლენორმანს, კიპერტს, აკად. ნიკო მარს, აკად. ტურაევს და სხვებს არაერთხელ აღუნიშნავთ ქართველთა და შუმერთა ნათესაობა. ეს კავშირი ყველაზე უკეთ სვანურ ენაში ჩანს. ქართულმა ენამ მეტი ტრანსფორმაცია განიცადა ისტორიული პროცესების შედეგად, ვინაიდან იგი არ იყო ბუნებრივი გამყოფი საშუალებებით დანარჩენ სამყაროსთან გამოყოფილი იმდენად, რამდენადაც სვანები. ამიტომ სვანებმა პროტოქართული ენის პირვანდელი სახე გაცილებით უკეთ შემოინახეს. ქართველი მეცნიერი ეგნატე გაბლიანი 1937 წელს დახვრიტეს. იგი თავის წიგნში წერდა, რომ სვანები შუმერული წარმოშობისანი იყვნენ. ცნობილი მწერალი ჯონ სტაინბეკიც კი აღნიშნავდა: "ქართველები უძველესი ხალხია, რომელთა წინაპრები ევფრატის ნაპირებზე ცხოვრობდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბაბილონი ქალაქი არ იყო. ვიცით, რომ ისინი შუმერების შთამომავლები არიან და ამჟამად მსოფლიოში არსებულ ტომთა შორის ერთ-ერთ უძველეს ხალხს წარმოადგენენ." (ჯ. შარაშიძე. შუმერულ-ქართული პარალელები). საქართველოში შუმეროლოგიური საკითხების კვლევის საკმაოდ დიდი ტრადიციები არსებობს. საინტერესო ნაშრომები აქვს ამ თემაზე გამოქვეყნებული ალექსანდრე სვანიძეს. შესწავლის პირველსავე ეტაპზე შუმერულმა ენამ გამოავლინა ერთი მორფოლოგიური თავისებურება - აგლუტინაცია, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: ყოველი გრამატიკული კატეგორიის გადმოსაცემად ენა იყენებს სახელის ფუძესთან ან ზმნის ძირთან მექანიკურად მიერთებულ აფიქსს. მსგავსი მოვლენა ახასიათებს მსოფლიოს რამდენიმე ენათა ოჯახს: ქართველურ, მთის იბერო-კავკასიურ, ალთაურ, ფინურ-უნგრულ და ბანტუს ენებს. ამიტომ ცხადია შუმერულის შედარება პირველად სწორედ ამ ენათა ოჯახების ენებთან დაიწყეს. ქართველურის გარდა შუმერულმა განსაკუთრებული ტიპოლოგიური მსგავსება გამოამჟღავნა ალთაურ-თურქულთან, რომლეშიც გვხვდება ზოგიერთი შუმერული სიტყვაც, მაგალითად შუმერული ღვთაება დინგირ და თურქული წარმართული ღვთაება "თენგირ". შემჩნეულია აფიქსების ფონეტიკურ-სემანტიკური (ფორმალურ-შინაარსობრივი) დამთხვევებიც. ზუსტად ამგვარსავე მორფოლოგიურ მსგავსებას ავლენს შუმერული ენა ქართველურ (ქართულ, მეგრულ, ლაზურ და სვანურ) და მთის იბერო-კავკასიურ ენებთან. პირველად ამ გარემოებას ხაზი გაუსვა მიხეილ წერეთელმა, როცა ის შუმერულ-ქართველური ენების მორფოლოგიას იკვლევდა. ამავე კუთხით დაუკავშირა შუმერული კავკასიურ ენებს გერმანელმა მეცნიერმა ფ. ბორკმაც, რომელმაც დაბეჯითებით განაცხადა - "ტიპოლოგიურად შუმერული კავკასიურ ენათა ჯგუფს ეკუთვნის"-ო. შუმერულისთვის დამახასიათებელია ერგატიული კონტრუქციაც. ეს წმინდა სინტაქსური მოვლენა კი, რომლის დროსაც მოქმედების სუბიექტი (ქვემდებარე) გადმოიცემა სპეციალური, კერძო ერგატიული (ქართ. მოთხრობითი) ბრუნვით, ხოლო ობიექტი სახელობითით (მაგ. "კაცმა ააშენა სახლი"). ნიშანდობლივი თავისებურებაა ქართველური, მთის იბერო-კავკასიური და ბასკური ენებისთვის. გარდა ამისა შუმერული ზოგიერთ ამ ენასთან სხვა რიგის სინტაქსურ სიახლოვესაც იჩენს, მაგრამ ცნობილია, რომ ენების მორფოლოგიური და სინტაქსური სიახლოვე სრულიადაც არ გამოდგება საყრდენად მათი ნათესაური კავშირის მტკიცებისას, ვინაიდან ძალზედ ხშირია ისეთი შემთხვევა, როდესაც ტიპოლოგიურად ერთი რიგის ენები გენეტიკურად სულ სხვადასხვა ოჯახებში ერთიანდებიან. გამონაკლისს არც შუმერული ენა წარმოადგენს - თუ ტიპოლოგიურად იგი ქართველურ ენათა ჯგუფს განეკუთვნება, გენეტიკურად შეიძლება უკავშირდებოდეს მას და შესაძლოა არა. სანამ უშუალოდ შუმერულ-ქართველური ენების ნათესაობის საკითხს შევეხებოდეთ, ორიოდე სიტყვით გავეცნოთ ზოგიერთ ენათმეცნიერულ აქსიომას. ნათესაობის, გენეტიკური ერთიანობის გამოვლენის მიზნით ჩასატარებელი კვლევა-ძიების მეთოდი ითვალისწინებს ერთ მთავარ და მკაცრ მოთხოვნას: გამოვლენილ და დასაბუთებულ იქნას შესადარებელი ენების მორფოლოგიური და ლექსიკური მასალის კანონზომიერი, ფონეტიკური (ფორმალურ-გარეგნული) და სემანტიკური (შინაარსობრივი) შესატყვისობა. ამასთან ერთად უნდა აღინიშნოს შემდეგიც: ენათა ნათესაობის დასადგენად იმას კი არ აქვს მნიშნველობა თუ რა სიდიდისაა შესადარებელ ენებში მსგავსი ერთეულების პროცენტული რაოდენობა, არამედ იმას, თუ რამდენად კანონზომიერია ამ ერთეულების ფონეტიკურ-სემანტიკური შესატყვისობანი. ენათა ნათესაობის კვლევისას, მხედველობაშია მისაღები ერთი გარემოებაც: ორ შესადარებელ ენაში აბსოლუტურად იდენტური "გაყინული" ფორმების მქონე საზიარო მასალის არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნას ამ ფორმების ერთი ენიდან მეორეში უფრო მეტად სესხების გზით მოხვედრის შესაძლებლობა, რადგანაც ცნობილია, რომ მონათესავე ენებში ასეთი მოვლენა ნაკლებადაა მოსალოდნელი. მონათესავე ენების მიერ საერთო, ძირი ენიდან აღებული მასალის ფონეტიკური ქსოვილი დროთა განმავლობაში, როგორც წესი, ძალზედ იცვლება. ესაა ენათა განვითარების კანონზომიერი შედეგი. ნასესხები სიტყვების ფორმალური, გარეგნული მხარე კი თითქმის უცვლელად, ან უმნიშვნელო ფონეტიკური ცვლილებებითაა თავშემონახული მსესხებელ ენაში. ასეთ მასალაზე დაყრდნობა კი, ენათა ნათესაობის ძიებისას, ერთობ სახიფათოა და სიფრთხილით მიდგომას საჭიროებს. ყოველივე აღნიშნულის შემდეგ გადავხედოთ, რა მდგომარეობაა ამ მხრიც შუმერულისა და ქართველური ენების მიმართ. შუმერული, როგორც ჩამოყალიბებული ენა მე-3 ათასწლეულის პირველი ნახევრიდან დამოწმებულია წერილობითი წყაროებით. თუ წინასწარ დავუშვებთ შუმერული ენისა და ქართველურის ნათესაობას, მაშინ უნდა ვაღიაროთ შემდეგი ფაქტი: მე-3 ათასწლეულის დროინდელ შუმერულ წერილობით ძეგლებში გვაქვს უამრავი დამოწმებული ამ ენებს შორის საზიარო სიტყვების რაოდენობა, მაგრამ არა იმდენი რაოდენობის, რომელზე დაყრდნობითაც შეგვეძლო უკვე დაბეჯითებით გვემტკიცებინა ამ დროისათვის აღნიშნული ენების ერთიანობა. აქედან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ მათი დაშლა უნდა მომხდარიყო უფრო ადრე, არაუგვიანეს ძვ.წ. მე-4 ათასწლეულის პირველ ნახევარში მაინც. თავისთავად ცხადია, რომ ამ დროიდან მოყოლებული დღემდე ქართული ენა ძალზე დიდ ცვლილებებს განიცდიდა. პირველად სწორედ ძვ.წ. მე-3 ათასწლეულის პირველ ნახევარში გამოეყო საერთოქართველურს სვანური ენა, შემდგომ მე-2 ათასწლეულში გამოეყო ზანური (მეგრულ-ლაზური) და ჩამოყალიბდა 3 ქართველური ენა. როგორც ენათმეცნიერება ამტკიცებს, ენის ძირითად ლექსიკურ ფონდს, რომელიც, ჩვეულებრივ, მთელი ლექსიკური ფონდის მხოლოდ 1-2%-ს შეადგენს. ყოველი ათასი წლის განმავლობაში აკლდება საშუალოდ 15% სიტყვებისა. მათი უმეტესობა ახლდება, ასე რომ ან 5 ათასი წლის მანძილზე ცვლილებას განიცდიდა ქართული ენის ძირითადი ლექსიკური ფონდის 60% მაინც. ამდენად იგულისხმება, ქართულში ძალზე ცოტა იქნება დარჩენილი ის სიტყვები, რომლებიც შესაძლებელია საერთო სიტყვების სახით წინარე შუმერულ-ქართველური ფუძე-ენის ძირითად ფონდში. მოდით განვიხილოთ კონკრეტული მაგალითები ქართველურ ენებთან შუმერულის კავშირებისა: განვიხილოთ მაგალითად შუმერული პოეზიის ცნობილი უბრაწყინვალესი ნიმუში "გილგამეშიანი", რომელიც ძველ აღთქმას საუკუნეებით უსწრებს და შექმნილია დაახლოებით ძვ.წ. 27-ე საუკუნიდან ძვ.წ. მე-20 საუკუნემდე. ის გაგვაოცებს ტოპონიმიკის, გრამატიკული კატეგორიების თანხვედრით ქართველურ, კერძოდ უმეტესად სვანურ ენასთან. მესამე პირის დასტურის ნიშანი სვანურში "ლი" მიმღეობა, მეორე პირის ნიშანი "ხი", იგივე "ქი", სვანობის მრავლობითობის ნიშანი "არ", "ალი", მიმღეობის ნიშანი "ქა", ყველგან ჩანს. გარდა ამისა, მსგავსებაა ჟღერადობის, ფონეტიკური შეხამების კუთხით, იდენტურია ასევე ფსიქოლოგიური ასპექტები, თუნდაც დატირების კულტურა. ენა ცოცხალი არსებაა - იბადება, იზრდება, იცვლება და კვდება. მიუხედავად, დიდი ცვალებადობისა, სვანურში შუმერული სიტყვები გასაოცრად არის შენარჩუნებული. წიგნის სახელწოდება "გილგამეშიანი", ამავე ნაწარმოების მთავარი გმირის სახელს უკავშირდება. ძველ ენებში საკუთარი სახელების უმრავლესობა შედგენილია და მეორე ნაწილი პირველის განსაძრვრებას წარმოადგენს. გილგა//გიგლა/გიგა საქართველოში კარგად გავრცელებული სახელებია. "მეშიალ" სვანურად მებრძოლს ნიშნავს. გილგამეში საოცარი ძალის მქონე გმირი იყო. ასე რომ ამ შემთხვევაში სახეზე გვაქვს მცირე ფონეტიკური ცვლილება და აბსოლუტური აზრობრივი თანხვედრა. უამრავი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგალითად შუმერული ეპოსის მთავარი გმირის სახელი "უთანაფიშთიმი", მას ღმერთებისგან ერთადერთს აქვს მინიჭებული უკვდავება. ის არის ნოეს პროტოტიპი ბიბლიაში. ამ სახელის ძირი "თანაფ" სვანურში აღდგომას ნიშნავს. აღდგომის დღესასწაულს მაგალითად სვანები ეძახიან "თანაფ"-ს. ასევე შუმერულ ეპოსში ნახსენები ღმერთების, ქალღმერთების, და ტოპონიმიკური სახელწოდებები სვანურ ენასთან ბევრ მსგავსებას ამჟღავნებს. მაგალითად "ენლილე" - შუმერთა ღმერთი და სვანური მზის სადიდებელი სიმღერა "ლილე". "ნიდაბა" - ყანების ქალღმერთი. სვანურად "დაბ" არის ყანა. "ნი" ან "დი" თავსართი კი მდედრობითის სქესის ან საწყისის აღმნიშვნელი იყო. "არურუ" - არის დემონის სახელი შუმერულ რელიგიაში. სვანეთში დემონის განსადევნი შელოცვა კი სწორედ ამ სიტყვით იწყება. "იშთარი" - შუმერში ქვესკნელის ღმერთი იყო. სვანურად კი "იშთხარ" ნიშნავს მიწის თხრას. "აზიგ" - უკურნებელი სენის დემონი შუმერულში. სვანურად კი "ზიგ" ნიშნავს ჭირს. "ლაგაშ" - შუმერში ერთ-ერთი ადგილის სახელწოდება იყო. სვანურში კი "ლაგაშ" ნიშნავს ფეხის დასადგამ ადგილს. "ნამთარი" - შუმერულ რელიგიაში იყო ბედისწერია მაუწყებელი არსება. სვანურში კი იგივე სიტყვა "ნამთარი" ნიშნავს ნაწინასწარმეტყველებს. "აქადი" - შუმერულადაც და სვანურადაც მაცდუნებელს ნიშნავს. "დალი" - იყო ავდრისა და ჭექა-ქუხილის შუმერული ღმერთი. სვანეთში კი ნადირობის ქალღმერთი. "გათ უმდუგი" - ქალღმერთი იყო შუმერში. "უმდაგ" კი სვანურში ნიშნავს ჩაუმქრალს, უკვდავს. "გორო" - საზომი ერთეული სვანურში. "გორ" ღვინის საზომი ერთეული ქართულში და სვანურში. "ნანარი" - შუმერების ქალღმერთი. "ნანარი" ერთ-ერთი უძველესი სოფელია ქვემო სვანეთში. ასევე აქ აღინიშნება როგორც ბევრგან სხვაგან სახელი ნანა, რომელიც საერთო იბერო-კავკასიურ სივრცეში საკმაოდ გავრცელებული ქალის სახელი გახლდათ. "უთუ" - შუმერთა მზის ღმერთი. სვანურად "ათუ" ცხელს ნიშნავს. "ლუხალი" - იყო გილგამეშის მოძღვარი. სვანურში კი "ლუხალ" ნიშნავს მცოდნეს და შეგნებულს. "მელამ" - შუმერულად ნიშნავს მომაკვდინებელ გაელვებას, ხოლო სვანურში "მელამ" არის მხრჩოლავი კვამლი. "ირმინი" - შუმერული ქალღმერთი. სვანურად "ირინი" ნიშნავს ნათებას. "ხუმბაბა" - ტყის მცველი შუმერში. "თხუმბაბა" არის თავკაცის აღმნიშვნელი სვანეთში. "მაშგურ" - შუმერში ნიშნავდა დაუდგენელი ჯიშის ხეს, ხოლო სვანურში "მაშგურ" ნიშნავს უსაყრდენოს. "ბაბა" - შუმერული ღმერთი. სვანეთში კი "ბაბა" ეწოდება პაპას. "ლახამუ და ლახმუ" - პირველქმნილი წყვილი შუმერულ რელიგიაში, როგორც ადამ და ევა. სვანეთში კი ორი სოფელია გვერდიგვერდ ზუსტად იგივე სახელწოდებებით - ლახამი და ლახმუ. "ლამარი" - შუმერული ქალღმერთი, ხოლო სვანური ქალღმერთის სახელი არის "ლამარია". "თიამათი" - ზღვა, ქაოტური წყლები შუმერულად. ქართულად ყიამეთი. "მაგვენა" - ტაძარი შუმერში. "მაღვენა" - ქონება სვანურად. "მამი" - ქალღმერთი შუმერში და სოფლის სახელწოდება სვანეთში. "ზუ ლუმარი" - ღმერთი შუმერში. "ლუმარ" სვანურად ნიშნავს მზადმყოფს. "სუბართუ" - შუმერები ასე ეძახდნენ ხურიტების ქვეყანას. "სუბარი" კი ერთ-ერთი უძველესი სვანური გვარია. თავად სიტყვა შუმერი სვანურად მყუდრო ადგილს ნიშნავს. სვანურად "შუმ" ნიშნავს მყუდროს, მოსვენებას, ხოლო "ერ" სუფიქსი სვანურში აწარმოებს მრავლობითს ან წარმომავლობას. თავად შუმერები საკუთარ თავს უწოდებდნენ "საგ-გიგ" -ებს, რაც შავთავიანს ნიშნავს. მათ ჰქონდათ თეთრი კანი, მაგრამ შავი თმები, როგორც ქართველების და ვაინახების საკმაო ნაწილს. თავად სიტყვა ზანგის წარმოშობაც სწორედ საგ-გიგს უკავშირდება. საგ-გიგი/საგგი/სანგი/ზანგი, რაც შავგვრემანი ადამიანის აღსანიშნავად დამკვიდრდა ქართულ ენაში. ზურაბ კიკნაძის და სხვა ქართველი მთარგმნელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ნაწარმოებში ბრწყინვალედ არის შენარჩუნებული ტოპონიმიკის აღმნიშვნელი სიტყვები და სხვა სახელწოდებები. ასევე შემოგთავაზებთ მცირე, არასრულ ჩამონათვალს შუმერული და ქართველური ენების სიტყვებისა, რომ უკეთ ვნახოთ მსგავსება ენებს შორის: 1. შუმ: "თუნირ" - ქართ: "თორნე" ან "თონე" 2. შუმ: "დუქ" - ქართ: "დოქი" 3. შუმ: "ხარ" - ქართ: "ხარი" 4. შუმ: "მარუნ" - ქართ: "მარანი" 5. შუმ: "იზი" - ქართ: "ეზო" 6. შუმ: "აგარ" - ქართ: "აგარაკი" 7. შუმ: "აკილ" - ქართ: "კივილი" - სვან: "ლიკილი" 8. შუმ: "დიჰ" - ქართ: "თიხა" 9. შუმ: "ითუ" - ქართ: "თვე" 10. შუმ: "გორა" - ქართ: "გორა" - ბასკ: "გორა" 11. შუმ: "დურგარ" - ქართ: "დურგალი" 12. შუმ: "სილა" - ქართ: "სილა" - ორივე ენაში აღნიშნავდა საწყაო ერთეულს 13. შუმ: "არე" - ქართ: "არე-მარე" 14. შუმ: "ენგურ" - ქართ: "ენგური" მდინარეა. შუმერულში კი მკნარ წყალს აღნიშნავდა 15. შუმ: "უბურ" - ქართ: "უბე" 16. შუმ: "ლიკ" - ქართ: "ლეკვი" 17. შუმ: "ქაქი" - ქართ: "ქანი". შუმერულში ეს სიტყვა მიწას ნიშნავდა. 18. შუმ: "ბაბარ" - ქართ: "ვარვარი" "ბარბარი". 19. შუმ: "ერემ" - ქართ: "ერი" 20. შუმ: "ჰად" - ქართ: "ღადარი" 21. შუმ: "მარ" ან "მარუმ" ნიშნავს ვაჟიშვილს - სვან: "მარე" ნიშნავს კაცს. ქართული სიტყვა ქმარიც ამ სიტყვიდანაა ნაწარმოები. ასევე "სამარე". 22. შუმ: "გურუშ" არის გლეხის აღმნიშვნელი - სვან: "ლუ გურუშე" ნიშნავს მოსვრილს, დასვრილს. 23. შუმ: "ლუგალ" იყო შუმერის მმართველი მეფე - სვან: "ლუგავ" ნიშნავს ღონიერს, ხოლო "ლუქალ" - ქებულს, დიდებულს. 24. შუმ: "ქალ" ან "ქალ-ლა" ნიშნავს ფასდაუდებელს - სვან: "ლ-ქალ" ასევე ნიშნავს ფასდაუდებელს. ქართულში კი შესაძლოა სიტყვა "ქალი" სწორედ ამ სიტყვიდან იყოს ნაწარმოები. 25. შუმ: "იერე" ან "ერე" ნიშნავს მონას - სვან: "იერე" ან "ერე" ნიშნავს ვიღაცას (დამამცირებელი ფორმით). 26. შუმ: "დი" ნიშნავს დედას - სვან: "დი" ასევე ნიშნავს დედას. 27. შუმ: "ე სიგ გა" ნიშნავს აგურის სახლს - სვანურად კი "მეზიგა" ნიშნავს მოსახლეს. 28. შუმ: "დუდუ" - სვან: "დუდდულ" - ნიშნავს თავის ქალას. 29. შუმ: "დაგ" - ქართ: "დღე" - სვან: "ლა დეღ" 30. შუმ: "კირ" ან "გირ" - ქართ: "კერა" - სვან: "კარა" 31. შუმ: "გურ" - ქართ: "გორაობა" 32. შუმ: "ხულ" - სვან: "ხოლა" - ბოროტი, ცუდი. 33. შუმ: "ინიმ" - სვან: "ნინ" - ქართ: "ენა" 34. შუმ: "კარ კარ" - ქართ: "კაშკაში" 35. შუმ: "ქინ" - მეგრ: "ქიანა" - ქართ: "ქვეყანა" 36. შუმ: "კირ" - ქართ: "კერატი", გარეული ღორი. 37. შუმ: "კუნ" - ქართ: "კუდი" - სვან: "ჰა კვედ" 38. შუმ: "სალ" - ქართ: ქალი ან ცოლი. სავარაუდოდ გარდაიქმნა ამგვარად დროთა განმავლობაში: სალ/სალი/სოლი/ცოლი 39. შუმ: "ზაგ" - ქართ. "ზღვა" - სვან. "ზუღვა" მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დამტკიცებული ჯერ არ არის შუმერულის რომელიმე ენის ჯგუფის წევრობა, არადა ყოველი ენა ნამდვილად მიეკუთვნება რომელიმე ენათა ოჯახს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გაგრძელდეს კვლევები და შუმერულმა ენამ იპოვოს თავისი ენობრივი ოჯახი. ყოველ შემთხვევაში ნამდვილად აშკარაა ქართველებისა და შუმერების დიდი სიახლოვე. საქართველო:1. საქართველო - ღვინის სამშობლო 2. პირველი ევრაზიელი ადამიანები საქართველოში ცხოვრობდნენ 3. საქართველო - მეფუტკრეობის სამშობლო 4. საქართველო - კერვის და ქსოვის ტექნოლოგიის სამშობლო 5. საქართველო - ოქროს მოპოვების სამშობლო 6. ძვ.წ. მე-40 საუკუნის მეტალურგიის კერა საქართველოში 7. ერექტუსები, ნეანდერტალელები და საპიენსები საქართველოში 8. პრეისტორიული საქართველო 9. პროტოქართველები - 450 საუკუნის წინანდელი კავკასიელები 10. გრაკლიანი გორის დიდი აღმოჩენა - 300, 000 წლის უწყვეტი ნამოსახლარი 11. კავკასიური რასა 12. პროტოქართველები ბიბლიაში 13. თერჯოლის ტერიტორიაზე 50 ათასი წლის წინ მცხოვრები ხალხი 14. 44 საუკუნის წინანდელი ანანაურის ყორღანი 15. 5000 წელზე ძველი ნამოსახლარი ასპინძაში 16. ტალავარი თუ ჩერქეზკა - რომელმა ერმა შექმნა საერტოკავკასიური სამოსი? 17. საქართველოში გავრცელებული დინოზავრები 18. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ბუნების ისტორიის ნიმუშები 19. უძველესი ქართული საგანძური 20. უძველესი ქართული საგანძური (ნაწ. II) 21. არუხლო - დიდი აღმოჩენა საქართველოში 22. კავკასიური იოგა 23. ძველი ეგვიპტელები და პროტოქართველები 24. როგორ ზრდიდნენ მეომრებს ძველ საქართველოში 25. როსტოვში პროტოქართველთა სამარხი აღმოაჩინეს 26. უძველესი მეგალითები საქართველოში - საოცარი ციკლოპური ნაგებობები 27. დიაოხის მეგალითური ნაგებობები და მათი ამგები დიაოხელნი 28. არაბული სამყაროს ქართველი მმართველები 29. ინდოეთის ქართველი მეფეები და დინასტიები 30. რა შეუქმნეს ქართველებმა აშშ-ს მე-20 საუკუნეში? 31. უცხოელი ისტორიკოსების საუკეთესო წიგნები საქართველოს შესახებ 32. კაბადოკიაში ქართველები სახლობდნენ 33. ლაზური არქიტექტურა 34. ვინ არიან ლაზები (ნაწ. I) 35. ვინ არიან ლაზები (ნაწ. II) 36. ვინ არიან ლაზები (ნაწ. III) 37. ვინ არიან ლაზები (ნაწ. IV) 38. ცხოველების სახელები ლაზურად 39. ვარდან მამიკონიანი და შუშანიკი ლაზები იყვნენ 40. სუმელა - უნიკალური მონასტერი ლაზეთში 41. იბერო-კოლხური ცივილიზაცია 42. იბერო-კოლხური ცივილიზაციის ნარჩენები 43. კოლხები კაცობრიობის ისტორიის სათავეებთან 44. ფაზისის აკადემია - მეცნიერებისა და ხელოვნების ტაძარი 45. კოლხეთის დედაქალაქი - აია აღმოჩენილია 46. პლანეტის უძველესი ცივილიზაციური ცენტრები 47. ქართული სახელმწიფოები და სამთავროები 48. თბილისის უძველესი ისტორია - ქალაქი ფენიქსი 49. უძველესი ქართველი გიგანტები 50. გაოცებული ინდოელი - ვინ ხართ თქვენ, ქართველები? 51. კრუბერა - მღვიმეების ევერესტი 52. 40 საუკუნის შუმერული ხელნაწერი კავკასიიდან წარმოშობის შესახებ 53. ჰიბერნია - ბრიტანეთის უძველესი ისტორია 54. თვეებისა და კვირის დღეების სახელწოდებები კოლხეთში 55. გენეტიკური კვლევები ცხადყოფს, რომ თეთრკანიანთა ჩამოყალიბებაში კავკასიელებმა დიდი წვლილი შეიტანეს 56. კავკასიელები - გენეტიკურად ერთიანი ხალხი 57. ყარაჩაელების და ბალყარების წინაპრები ყივჩაღები, ალანები და სვანები არიან 58. რუსი პროტოდიაკონი ანდრეი კურაევი აფხაზების შესახებ 59. დავით აღმაშენებელი - კოლხური უმსხვრევი ფარი და იბერიული მახვილი 60. დავით აღმაშენებელი და ჯვაროსნები 61. დავით აღმაშენებლის დიდი ბრძოლა 1110 წელს 62. მარიამ ბაგრატიონი - ბიზანტიის დედოფალი და აღმაშენებლის მამიდა 63. ფაქტები საქართველოს ოქროს ხანის პერიოდზე 64. თამარ მეფის მიერ წარმოთქმული სიტყვა მეფედ კურთხევისას 65. თამარ მეფის ბრძოლების სია 66. ქართველი მეფეები და მოღვაწეები - მხატვარი გიორგი გეგეჭკორი 67. აღმოსავლეთის ნაპოლეონი - ერეკლე მეფე 68. 100 ათასი მოწამე - მითი თუ რეალობა? 69. 200 წლიანი რუსული ოკუპაცია 70. ქართულ-თურქული ბრძოლები 71. თემურ ლენგის აპოკალიფსური მასშტაბის ომი საქართველოს წინააღმდეგ 72. ვერმახტის ქართული ლეგიონი 73. რამდენი ადამიანი ემსხვერპლა მეორე მსოფლიო ომს? 74. მცირე ეპიზოდები ქართველთა სამხედრო ცხოვრებიდან 75. სპარსელთა ოთხთვიანი ომი იბერიის წინააღმდეგ 76. მარტყოფის ბრძოლა - გიორგი სააკაძის ტრიუმფი 77. ჯაყელები - უინძორების ერთ-ერთი წინაპრები 78. ილია ჭავჭავაძის აზრები და გამონათქვამები 79. ილია ჭავჭავაძე - ერი და ისტორია 80. გრიგოლ რობაქიძე რუსეთის შესახებ 81. ზვიად გამსახურდია კანონიერი ქურდების შესახებ 82. ზვიად გამსახურდია ნაციონალიზმის შესახებ 83. ზვიად გამსახურდიას მიმართვა ქართველ ახალგაზრდებს 84. ჯანსაღი ნაციონალიზმი - მსოფლიო მშვიდობის გარანტი - ვაჟა-ფშაველა 85. ვაჟა-ფშაველა - რას ჰქვიან თავისუფლება? 86. ვაჟა-ფშაველა საქართველოს ეთნიკური მრავალფეროვნების შესახებ 87. მთავარი სიმართლეა და არა იდეოლოგიები - ილია ჭავჭავაძე 88. მერაბ კოსტავა - ძე ქარიშხლისა 89. არჩილ ჯორჯაძე კოსმოპოლიტიზმის შესახებ 90. რას წერდა ნოდარ დუმბაძე დედაზე 91. ვეფხისტყაოსნის პროტოტიპები მიხაი ზიჩის ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციებში 92. ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები ნ.ი. მალცევის მიერ 93. კასტელის ნახატები საქართველოს შესახებ 94. თავადი გრიგორი გაგარინი - კავკასიაზე შეყვარებული მხატვარი 95. ჟან შარდენი ქართველების შესახებ 96. ცნობილი უცხოელები ქართველების შესახებ 97. იტალიელები ქართველების შესახებ 98. გერმანელი მოღვაწეები ქართველების შესახებ 99. ესპანელი პოეტის ლექსი აფხაზეთზე 100. ქართველები - ჯვაროსანი ერი ევგენი მარკოვი 101. ალექსანდრე დიუმა ქართველების შესახებ 102. უილიამ ალენი ქართველების შესახებ 103. ინგუშეთის პირველი პრეზიდენტი ქართველების შესახებ 104. სტალინი ქართველების შესახებ 105. სინამდვილეში ვინ იყო სტალინი? 106. გიორგი მაზნიაშვილი - ზეკაცი, რომელიც სტალინმა დახვრიტა 107. ვიკინგები საქართველოში 108. საქართველო და გლობალიზაცია 109. ქართველი მეომრები - მხატვარი გიორგი წიკლაური 110. ქართველი მეომრები - მხატვარი გიორგი წიკლაური (ნაწ. II) 111. ექვთიმე თაყაიშვილი - ქართული განძის მცველი 112. დუტუ მეგრელის ლექსს "მე პატარა ქართველი ვარ" შემოკლებით ასწავლიდნენ 113. გიორგი ანწუხელიძისადმი მიძღვნილი ლექსი 114. ზვიად გამსახურდიას ლექსი - მესხეთისადმი 115. ქობაირის ქართული მონასტერი სომხეთში 116. თბილისელი ჩინელი მხატვარი, რომელმაც მილიონი $-ის ნახატები გადასცა 117. რამდენი ადამიანი დაეტევა საქართველოში? 118. არიელები და იბერიელები 119. პარალელები სოციალ-დემოკრატებსა და ნეო-ლიბერალებს შორის 120. ილია ჭავჭავაძის პამფლეტი, რომლითაც დასცინოდა ნოე ჟორდანიას 121. ილია ჭავჭავაძე ნოე ჟორდანიას წინააღმდეგ 122. დიდი ქართველი წმინდანები - მხატვარი მიხეილ საბინინი 123. რა ტერიტორიები დაკარგა საქართველომ საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში 124. ქალაქი თბილისი სამეფო კარის თამაშებში? 125. ფოლკლორისა და რასის ურთიერთმიმართება 126. ოსები - ქართველთა მოსისხლე მტრები თუ სისხლისმიერი ძმები? 128. ოსური ღმერთები 129. აფხაზები და ქართველები - ერთი ხალხი 1130. კავკასია - ერთი ოჯახი 131. უნიკალური ქართული სიმღერა, რომელმაც დროს გაუძლო 132. ქართული ეკლესია-მონასტრები თურქეთში 133. ქართველი ქალები სიკვდილს ამჯობინებენ მუსლიმ დამპყრობლებზე გათხოვებას - თადეუშ კრუსინსკი 134. ნიკო ფიროსმანის საოცარი ცხოველები - დიდი კოლექცია 135. რამდენი არიან ლაზები? სხვა კრებულები:1. მეცნიერება 2. რელიგია 3. ქართული მითოლოგია 4. ადოლფ ჰიტლერი 5. ნაციონალ-სოციალიზმი ავტორი: თორნიკე ფხალაძე11853 1-ს მოსწონს |
Ki was the earth goddess in Sumerian religion, chief consort of the sky god An. In some legends Ki and An were brother and sister.
▶ თუთუბი (Tutub)
▶ დერი (Der)
▶ რაფიქუმი (Rapiqum)
▶ სიპარი (Sippar)
▶ აქშაკი (Akshak)
▶ ქუთა (Kutha)
▶ ქიდ-ნუნი (Kid-nun)
▶ ქიში (Kish)
▶ ლარაკი (Larak)
▶ ბაბილონი (Babylon)
▶ ბარსიპა (Barsippa)
▶ დილბათი (Dilbat)
▶ მარადი (Marad)
▶ ნიპური (Nippur)
▶ პაზურიშ-დაგანი (Pazurish-Dagan)
▶ ისინი (Isin)
▶ კისურა (Kissura)
▶ ადაბი (Adab)
▶ შურუპაკი (Shurruppak)
▶ ლაგაში (Lagash)
▶ გირსუ (Girsu)
▶ ურუკაგი (Urukag)
▶ ნინა (Nina)
▶ უმმა (Umma)
▶ ბად ტიბირა (Bad Tibira)
▶ ქუთალუ (Kutallu)
▶ ურუქი (Uruk)
▶ ლარსა (Larsa)
▶ ური (Ur)
▶ ერიდუ (Eridu)
▶ ჰამაზი (Hamazi)
▶ მარი (Mari)
▶ აქადი (Akkad)
▶ კუარა (Kuara)
▶ ზაბალა (Zabala)
▶ ნაგარი (Nagar)
ჯ.შარაშენიძე - შუმერულ - ქართული პარალელები
შუმერები და მათი კულტურა,
გამ. „ნაკადული“, თბილისი, 1983 წ., გვ.28-43
,,ედენას ტევრს", აღწერილობის მიხედვით ,,ვერცხლისფერი მთები" ამშვენებდა და იცავდა გოლიათი აგებულების (ს)ხუვავა.
როდესაც ბრძოლა გაუმართეს (ს)ხუვავას, რომელიც შეიარაღებული იყო მელამებით (ჭექა-ქუხილის მსგავსი იარაღით), მან შვიდი მელამი სტყორცნა, მაგრამ გმირებმა მაინც დაამარცხეს, შეიპყრეს, თავი მოჰკვეთეს და წაიღეს მათთვის საჭირო ,,წმინდა წითელი და თეთრი კედრები".
,,წმინდა კედრები" - თეთრი კედარი ეს არის კავკასიური სოჭი, რომლითაც დღესაც მდიდარია ,,ედენას ტევრი" რაჭა. წითელი კედარი - ეს არის უთხოვარია (წუთული).
,,უწერა" ქალდეურ-შუმერულად ,,სალოცავს" ნიშნავს.
,,ღ(გ)ებ" (Geb - მიწა) დედამიწის ღმერთი ეგვიპტურ მითოლოგიაში.
ედენას მთის მასივიდან სათავეს იღებს ოთხი მდინარე: რიონი, ცხენისწყალი, ბალყარეთის ჩერეკი და ურუხი, რომელთა ბიბლიური სახელებია: ფიშონი, ხიდეკელი, გიხონი და ფერეთი. საინტერესო ის არის, რომ შუმერები ედენას მთას მიიჩნევენ ,,ქვეყნიერების შუაგულად". მართლაც, ეს მთა კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ორივე ბოლოდან თანაბრად 600 კილომეტრითაა დაშორებული და ზუსტად შუა წერტილია კავკასიონის ქედისა. საქართველო, როგორც ქვეყანა ასევე მდებარეობის ევრაზიის კონტინენტის ცენტრალურ ნაწილში, სადაც ეს ორი კონტინენტი ხვდება ერთმანეთს.
,,ედენა" -მწვერვალი ცენტრალურ კავკასიონზე რიონის სათავეში. სიმაღლე 3951მეტრი.
,,ედენა" - ხეობის ტიპის მყინვარი რაჭის კავკასიონზე. ფართი 5,6კვ.კმ.
(ს)ხუვავა - ედენას ტევრის წმინდა კედრების მცველი (ს.კრამერი. ,,ისტორია იწყება შუმერიდან").
,,სხუვავა" - სოფელი ამბროლაურის რაიონში.
განსაკუთრებით საინტერესოა ქართველთა წინაპრების მონათესავე წინა აზიის ხალხების - შუმერების ანალოგიური საკრავები. ამ ხალხების ნათესაობის დამადასტურებელ სხვა მონაცემებთან ერთად საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სვანური ჩანგი არა მარტო ანალოგიას პოულობს შუმერულ არფასთან, არამედ ემთხვევა მას. არფის წარმოშობის შესახებ გამოთქმულია მოსაზრება, რომ იგი მშვილდისაგან არის წარმოშობილი.
"იალბუზ" თურქულმა ტომებმა დაარქვეს მოგვიანებით.
"ელბრუს" კი რუსებმა.
გამომდინარე იქიდან, რომ ბალყარელები სვანებს დღემდე ებზეს ეძახიან და ასევე ტოპონიმებსა და ჰიდრონიმებზე დაყრდნობით სამეცნიერო წრეებში მიჩნეულია, რომ ეს ტერიტორია სვანების განსახლების არეალი იყო.
ცნობილია, რომ აბზუ შუმერულად მიწისქვეშა წყლების ოკეანეს ნიშნავს.
იალბუზის მყინვარებიდან არაერთი მდინარე იღებს სათავეს.
ერთ-ერთი შუმერული ნაწარმოების, კერძოდ ლუ დინგირ რას გაშიფრვის შედეგად დადგინდა, რომ ისინი თავიანთი წარმოშობის ადგილად მოიხსენიებენ ჩრდილოეთის მთებს.
მესოპოტამიის ჩრდილოეთით კავკასიონის მთებია.
აქედან გამომდინარე სავსებით რეალურია კავკასიონის მეგალითებში მესოპოტამიელი შუმერების წინაპრების კვალი გამოიკვეთოს.
შუმერების უმაღლესი ღმერთი იყო აბზუ, რომელიც მერე გარდაიქმნა როგორც "ენგურ" ანუ იგივე "ენქი". მერე ენქი გარდაიქმნა ქალღმერთად ეა, ხოლო ეა კოლხეთში გარდაიქმნა ქალღმერთ მედეად, რომლის კულტიც მერე საბერძნეთშიც გავრცელდა. ეს შუმერ-აქადური ეა იყო მედიცინის ქალღვთაება, ასევე მედეაც, ამიტომ დაერქვა საბერძნეთში გავრცელების შემდეგ ბერძნების მიერ სამკურნალო საქმეს მედეას სახელი.
"Yalbuz" was later renamed by Turkish tribes.
"Elbrus" was later renamed by the Russians.
Due to the fact that the Balkars still call Svans as "Ebze" and also in scientific circles based on toponyms and hydronyms, it is believed that this area was the settlement area of the Svans.
Abzu is known to mean the ocean of groundwater in Sumerian.
Numerous rivers originate from the Elbrus (Ebzu) Glacier in Caucasus.
The decipherment of one of the Sumerian works, namely Lu Dingir Ra, revealed that they refer to the mountains of the North as their place of origin.
To the north of Mesopotamia are the Caucasus Mountains.
Therefore, it is quite real to trace the ancestors of Mesopotamian Sumerians in the mountains of the Caucasus.
The supreme god of the Sumerians was Abzu, who was later transformed as "Engur" or the same "Enki". Enki was then transformed into the goddess Ea, and Ea was transformed into the goddess Medea in Colchis, whose cult later spread to Greece. This Sumerian-Akkadian and Colchian Ea was the goddess of medicine, as well as Medea, hence the name of the healing work was called Medicine in the name of Colchian Medea by the Greeks after Medea's cult spread to Greece.
Because we all know, that the American continents were inhabited for 27,000 BC, from Siberia via Beringia. 80% of the American Indigenous population were and still are a carrier of the Q haplogroup. They, all of them, originated from the one descendant population group, who moved from Siberia to Alaska and settled throughout North and South America. Although this generation has multiplied and settled in different places, over the millennia, 22 North American language families, 51 South American language families, and 43 isolating languages have emerged (this is what we know). They are at least one Breed - the Paleo-Americans.
The situation is exactly the same in the case of Ibero-Caucasian origin. There was a large Indo-European language family of people and a large Afro-Asiatic (Hamito-Semitic) language family of people, and between them there was a large group of people, who actually laid the foundation of an entire civilization on earth. They were predominantly people carrying the G2 and J2 haplogroups from Sumeria to Britain. Perhaps these people did not have a single language family, split over time into different language families, but carried the same genetics, anthropology, and culture. It is therefore justified to call them great Ibero-Caucasian lineage, as we call dozens of different American language families Paleo-American, as they are similar culturally, genetically and anthropologically.
იმიტომ, რომ ყველამ ვიცით (თითქმის), რომ ამერიკის კონტინენტები დასახლდა ძვ.წ. 27,000 წლისთვის ციმბირიდან ბერინგიის გავლით. 80% ამერიკის ადგილობრივი მოსახლეობისა იყო და დღემდე არის Q ჰაპლოჯგუფის მატარებელი. ისინი, ყველა მათგანი, წარმოშვა იმ ერთმა მოდგმამ, რომელიც ციმბირიდან ალასკაზე გადავიდა და მთელ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში განსახლდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოდგმამ გამრავლების და სხვადასხვა ადგილზე დასახლების შემდგომ, ათასწლეულების განმავლობაში წარმოშვა 22 ჩრდილოეთ ამერიკული ენობრივი ოჯახი, 51 სამხრეთ ამერიკული ენობრივი ოჯახი და 43 ენა იზოლანტი (ეს რაც ვიცით). ისინი მაინც ერთი მოდგმის არიან, პალეო-ამერიკული მოდგმა.
ზუსტად ასეთივე სიტუაციაა იბერო-კავკასიური მოდგმის შემთხვევაში. დიდი ინდო-ევროპული ენობრივი ოჯახის ხალხსა და დიდი აფრაზიული (ქამიტო-სემიტური) ენობრივი ოჯახის ხალხს შორის არსებობდა და არსებობს რაღაც ხალხთა დიდი ჯგუფი, რომელმაც სინამდვილეში მთელ ცივილიზაციას ჩაუყარა საფუძველი დედამიწაზე. ისინი დომინანტურად G2 და J2 ჰაპლოჯგუფების მატარებელი ხალხი იყო შუმერიდან ბრიტანეთამდე. შესაძლოა ამ ხალხს არ ჰქონოდა ერთიანი ენობრივი ოჯახი, დროთა განმავლობაში დაშლილიყვნენ სხვადასხვა ენობრივ ოჯახად, მაგრამ ატარებდნენ ერთნაირ გენეტიკას, ანთროპოლოგიას და კულტურას. ამიტომ გამართლებულია, რომ როგორც ათობით სხვადასხვა ამერიკულ ენობრივ ოჯახს ვუწოდებთ პალეო-ამერიკულს, ასევე ვუწოდოთ მათ დიდი იბერო-კავკასიური მოდგმა ცივილიზაციურ-გენეტიკურ-ანთროპოლოგიური ერთობის გამო.
ki-en-gi / ki-en-gir is the ancient name of the Sumer. The word ki-en-gi / ki-en-gir means "the land of noble lords (priests, Druids)."
The Sumerians called their country Kiengir and their language - Emegir. The Akkadian Semites wrote this name as "Sumerian", the Old Testament scribes write "Shinkar / Shinkar / Senar", and the Greeks write Mesopotamia (In Middle of Rivers).
The Unug (Erekh) Archaeological Site is located in the southern province of Iraq, 30 km east of the Buranun River (Pharutu, Uratu, Euphrates).
This place was called Unug in Sumerian language, then Uruk in Akkadian language, Erekh in Hebrew, Orek in Greek, now called Varka in Arabic.
The word "Iraq" is derived from "Erek" (Erek, Erekh).
As you know, Sulkhan-Saba calls the capital of Iraq, Baghdad - Uzhiketi. In the New Testament, the Medes are Uzhiks.