x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
44 საუკუნის ანანაურის ყორღანი
44 საუკუნის ანანაურის ყორღანი


ძვ.წ. 2400 წლის ყორღანი საქართველოში განსაკუთრებული აღმოჩენებით გამოირჩევა. გარდა იმისა, რომ აქ ნაპოვნი იქნა უამრავი მნიშვნელოვანი და ძვირადღირებული ნივთი მსოფლიო არქეოლოგიიისთვის, ასევე აღმოაჩინეს კარგად შემონახული ხილი, რომელმაც 44 საუკუნეს გაუძლო. საქმე იმაშია, რომ ეს ხილი თაფლთან ერთად იყო ჩამარხული. თაფლში მოთავსებამ კი ის ბაქტერიებისგან დაიცვა. თაფლს აქვს უნარი საუკუნეების განმავლობაში შეინახოს ბიოლოგიური სუბსტრატი ვინაიდან ის ბაქტერიებდან წყალს იწოვს და ამ გზით კლავს მათ.


ამ ყორღანში ასევე აღმოჩნდა თაფლში მუმიფიცირებული ბელადების გვამები. ადრე ბრინჯაოს ხანის ყორღანში ასევე იპოვეს 3 დასაკრძალი ურემი და ქარვის სამკაული. ექსპედიციის წევრების თქმით დაახლოებით 40 წელია, რაც ასეთი მასშტაბის სამარხი საქართველოში არ შესწავლილა.


ანანაური #3 ადრებრინჯაოს ხანას მიეკუთვნება. საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელის, ზურაბ მახარაძის თქმით, მსგავსი მასშტაბის ყორღანი ბოლო 40 წლის განმავლობაში მსოფლოშიც კი არ შესწავლილა. სამარხის მნიშვნელობას იქ აღმოჩენილი გათაფლული თავის ქალები, რაც მუმიფიცირების ერთგვარ სახესხვაობას წარმოადგენს, ქარვის მძივი და ყორღანში დაცული მიცვალებულის 3 ეტლი ზრდის.



ტომის ბელადის კუთვნილ ყორღანს სავარაუდოდ რამდენიმე ტომის მოსახლეობა ერთობლივი ძალებით აშენებდა. სიდიდის და მასშტაბურობის გამო შესაძლოა ყორღანის მშენებლობა რამდენიმე თვეც კი გაგრძელდა იმ ხანებში. სამარხში სულ 7 მიცვალებულის ნეშთი იქნა აღმოჩენილი, რომლებიც მუმიფიცირებულნი იყვნენ.


44 საუკუნის ანანაურის ყორღანი


ეს ყორღანი განსაკუთებული იმითაცაა, რომ ყოველ ყორღანში მსოფლიოს მასშტაბით როგორც წესი მხოლოდ 1 მიცვალებულის - ბელადის ეტლი აღმოჩნდებოდა ხოლმე. ამ ყორღანში კი 3 ეტლია. ეტლებზე სულ 4 გვამი იყო დასვენებული. ხოლო ეტლების ქვეშ კი 3 ჩონჩხი აღმოაჩინეს, რაც არქეოლოგებს აფიქრებინებს, რომ ეს იყო მონების და მსახურების მსხვერპლშეწირვა ბელადისთვის. არქეოლოგთა გაკვირვებას ურმის ბორბლის სამაგრიც იწვევს. სამაგრის თავის სპილენძისაა, წვეთი გარედან სპილენძითაა დაფარული, თუმცა მისი შიგთავსი დაუდგენელი მადნისგანაა დამზადებული. სამაგრი შესასწავლად გერმანიაში იყო გაგზავნილი ლაბორატორიული შემოწმებისთვის.


44 საუკუნის ანანაურის ყორღანი


საქართველოში ქარვა არ მოიპოვება, თუმცა ანანაურის სამარხში ქარვის მძივია დაცული, რომელიც სავარაუდოდ შემოტანილი უნდა იყოს. ეს არის პირველი აღმოჩენილი ქარვის მძივი მთელს წინა აზიაში.


ანანაურის ყორღანის დიამეტრი 100 მეტრია, ხოლო სიმაღლე 12 მეტრი. ის კახეთში, ქალაქ ლაგოდეხის ახლოს მდებარე სოფელ ჭაბუკიანის მახლობლად, მდინარე ალაზნის ჭალაში მდებარეობს. ყორღანები ადრებინჯაოს ხანაში ძვ.წ. მე-3 ათასწლეულში (ძვ.წ. 30-ე საუკუნიდან ძვ.წ. მე-20 საუკუნემდე) იყო გავრცელებული ევრაზიაში და მათ შორის საქართველოშიც და მაშინდელი არისტოკრატიის სამუდამო განსასვენებლებად იგებოდა. ყორღანი მრგვალი, გორაკის ფორმის, მიწით დაფარული საფლავი იყო, რომლის ცენტრში მოთავსებულ კამერაში მიცვალებული იყო დასვენებული. ყორღანის სიდიდე იმ მიცვალებულის სიძლიერეზე მეტყველებდა, ვისთვისაც იგი შენდებოდა.


44 საუკუნის ანანაურის ყორღანი


ანანაური #3-ის შესახებ ინფორმაცია ცნობილი იყო ჯერ კიდევ 1970-იან წლებში, როდესაც მიმდინარეობდა ანანაური #1 და ნანაური #2 ყორღანების შესწავლა. ექსპედიციამ 2012 წლის 5 ივნისიდან 5 ოქტომბრამდე იმუშავა. თავდაპირველად გორაკის თავი ხეებისა და ბუჩქნარებისგან გაწმინდეს. რომლის ქვეშაც თიხა ფენა-ფენა იყო დაყრილი 44 საუკუნისწინანდელი მშენებლების მიერ. თიხის ქვეშ მოწითალო-მოოქროსფრო ბუნებრივი საღებავი ოქრა და ნაფოტები იყო დაყრილი. მოედანს, რომელშიც მიცვალებულები იყვნენ მოთავსებულნი, ხის მორების 2 მწკრივი და მათ შორის მოთავსებული ჭილოფის ნაჭერი ჰქონდა სახურავად.


აღნიშნული ყორღანი მდიდარია შალისა და თექის ნაქსოვი ტექსტილით. როგორც ჩანს სამარხი ორჯერ გაუძარცვავთ. ამას 2 გვირაბი მოწმობს, რომელიც არქეოლოგთა აზრით მძარცველებმა გაიყვანეს. როგორც ჩანს სამარხი ბრინჯაოს ხანაშივეა გაძარცული. ქურდობის მიუხედავად არქეოლოგებმა 27 ნივთს მიაკვლიეს, რომელთა შორისაც უმეტესაც სამკაულების ნარჩენებია. ერთ-ერთი საკიდის ორნამენტები ძალიან ჰგავს წნორის ყორღანში აღმოჩენილი ლომის ქანდაკების ორნამენტებს. არქეოლოგები ყორღანს ბედენური კულტურისას ამსგავსებენ, რომელიც სამხრეთ კავკასიის ცენტრალურ ნაწილში იყო გავრცელებული. ასევე შესაძლოა ანანაურის ყორღანი მარტყოფულ კულტურასთანაც იყოს კავშირში, რადგან იქ აღმოჩენილი შავპრიალა კერამიკული ნივთები სწორედ მარტყოფული კულტურისთვისაა დამახასიათებელი.

მტკვარ-არაქსის კულტურის ბოლო პერიოდისთვის ჩნდება ამგვარი მდიდრული ყორღანები. აქ გამოიყოფა 2 ჯგუფი: 1. მარტყოფული ყორღანები და 2. ბედენური ყორღანები.


44 საუკუნის ანანაურის ყორღანი


როდესაც არქეოლოგებმა ანანაური გათხარეს, იქ დროს გადარჩენილი თხილი და წაბლი იპოვეს. იპოვეს თაფლში ამოვლებული კენკროვნები, ონტყოფა და კვრინჩხი. კერამიკის ჭურჭელი დაზიანებული იყო და შემდგომ ის აღადგინეს. დარბაზის ხის ჭერმა ქვაყრილისა და თიხის დწოლას ვერ გაუძლო და მორები ჩამოიშალა. ჩამოშლილმა ჭერმა კერამიკა და სხვა ნივთები დააზიანა. თუმცა შეიქმნა ისეთი მიკროკლიმატი, რომელმაც სამარხში მოთავსებული ხილი იმდენად კარგად შეინახა, რომ ლაბორატორიაში თაფლში ამოვლებულმა ონტყოფამ თაფლის არომატი დააყენა. ანანაურის 4400 წლის კომპლექსის აღმოჩენა საქართველოსა და კავკასიის ისტორიის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ფურცელია.




ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
1068
4-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
1068
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0