x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
საქართველო და გლობალიზაცია
საქართველო და გლობალიზაცია


ამ საოცარ, უდიდეს, 14 მილიარდი წლის ხნოვანების და 93 მილიარდი სინათლის წლის დიამეტრის სამყაროში, ერთადერთია ჩვენთვის ცნობილი დასახლებული პლანეტა - დედამიწა და ჩვენი ერი აქ, ამ (ჯერჯერობით) ერთადერთ "სახლზე", ვფლობთ ძალიან ნაყოფიერ, კარგი კლიმატის და საკმაოდ დიდ ნაწილს, მოვუფრთხილდეთ, ჩვენ მხოლოდ ეს გვაქვს და ეს რეალურად შეუფასებელი სიმდიდრეა, დაახლოებით ისეთივე, როგორიც სიცოცხლე. როცა ამას საკმარისად ბევრი მოქალაქე გაითავისებს და მიხვდება, მაშინ ავეწყობით საათივით, როგორც საზოგადოება და ვიცხოვრებთ ადამიანურად.

ჰომო საპიენსის 400 ათასწლოვანი ისტორიის განმავლობაში, ვიდრე დღევანდელ დღემდე, რაც ენა ამოიდგა ადამიანმა და ჩამოყალიბებული ენები წარმოქმნა 100 ათასი წლის წინ, ამ დროის განმავლობაში ბუნებრივი პროცესებით, ასიმილაციით თუ ომებით და დაავადებებით უკვე გადაშენებულია 200 ათას ეთნოსზე მეტი, მაშასადამე ამდენივე ენაა მკვდარი. დღეს პლანეტაზე 6000-მდე ცოცხალი ენაა დარჩენილი. აქედან 2500 გაერომ შეიტანა უაღრესად დიდი რისკის მქონე მომაკვდავი ენების სიაში, იმიტომ, რომ 1000 ადამიანზე უფრო ნაკლები მოლაპარაკეღა ჰყავს. მათი სიკვდილის შემდეგ, თავიანთი ენებიც მათთან ერთად დაიღუპება.

ასევე არსებობს ძალიან ბევრი ენა, რომელიც გაქრობის ნაკლებად დიდი რისკის ქვეშაა, მაგრამ მაინც მომაკვდავ ენებად ითვლება. ამ ენებში შევიდა ჩვენი ერის ორი ქართველური ენა - მეგრულ-ლაზური ანუ ზანური და სვანური. ქენეთ ჰეილი, რომელიც ენათმეცნიერებას ასწავლის მასაჩუსეთსის ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, ძალიან კარგად ხსნის, თუ რატომ უნდა გვაღელვებდეს დედამიწაზე არსებული დარჩენილი ენების ბედი. ის ამბობს: "როდესაც ვკარგავთ ენას, ვკარგავთ კულტურას, ინტელექტუალურ სიმდიდრეს, ხელოვნების ნიმუშებს. ეს იგივეა, ბომბი ესროლო მუზეუმს." თავად ქართული ენაც არაა სახარბიელო მდგომარეობაში. გაეროს პროგნოზით 2050 წლისთვის საქართველოში ეთნიკურად ქართველების რაოდენობა მხოლოდ მილიონი თუ იქნება, თუ ასეთი ტემპით განაგრძო პოულაციამ შემცირება. სიკვდილიანობის ზრდა, ქვეყნიდან გადინება და შობადობის შემცირება.



მე მიყვარს ეს ქვეყანა და პატივს ვცემ მის ისტორიას და საერთოდ, კაცობრიობის და სამყაროს ისტორიას და ვიცი, რომ კოლხებია ერთ-ერთი უმთავრესი ხალხი, რომელიც იწყებს კაცობრიობის ისტორიას. ასევე ვარ მომხრე, რომ მსოფლიოში გადაშენებულ 200 ათას ეთნოსს და ენას, აღარ შეემატოს არსებული ეთნოსებიდან აღარცერთი. მით უმეტეს ცივილიზაციის მამამთავარი ეთნოსები, ხოლო როგორც ცნობილია ენის სიკვდილი ეთნოსის სიკვდილსაც უდრის "რა ენა წახდეს, ერი დაეცეს".

რთულია შეეგუო ცივილიზაციის შემოქმედი ერების სიკვდილს და ეს გლობალიზაციის აუცილებელ შედეგად ჩათვალო, ვინაიდან ნამდვილად არაა აუცილებელი გლობალიზაციამ მოსპოს ერები. თუ ეს მოხდა, მაშინ ის სულაც არ ყოფილა ერთმნიშვნელოვნად დადებითი მოვლენა და პირიქით, მავნე გამოდის, რაც სულაც არაა აუცილებელი რომ ასე იყოს. აბსოლუტურად შესაძლებელია მოხდეს გლობალიზაცია ისე, რომ არ შეიწიროს ერები და მხეცურად გააქროს უძველესი კულტურები.


"ქართველები უძველესი კულტურის ხალხია. ეს ერი თავისი ძეგლებითა და გმირული ისტორიით უმდიდრესი ერია. მისი წარმოშობის ფესვი უხსოვარ წარსულში იკარგება. დანამდვილებით არავინ იცის ვის ენათესავებიან ისინი. ძველ შუმერებს, ეტრუსკებს, თუ ბასკებს... კავკასიაში ცხოვრობს უძველესი კულტურისა და ენის მფლობელი ევროპელი ხალხი. ამ ხალხის გაცნობა დიდად გააბედნიერებს მკითხველთა შემეცნებას. განუზომელ სულიერ სიამოვნებას მიანიჭებს მათ." ჩარლზ ჰუმმელი. ჟურნალ "ატლანტისის" რედაქტორი.


ჩარლზ ჰუმმელი


დღეს არსებული 6000-მდე ეთნოსიდან მხოლოდ დაახლოებით 195-მა შექმნა ოფიციალურად აღიარებული დამოუკიდებელი სახელმწიფო და ერთ-ერთი წარმატებულთაგანი ქართველებიც არიან. და მერე გადავრჩით სად, შევქმენით სად, როგორ არამდგრად და დაძაბულ რეგიონში - კავკასიაში, ევროპისა და აზიის შესაყარზე, სადაც ეჯახებიან ერთმანეთს კონტინენტები, ცივილიზაციები, რელიგიები, იმპერიები, ცხოვრების წესები და იდეოლოგიები. სადაც 50-მდე ეთნოსი ცხოვრობს და გვხვდება თითქმის ყველა რელიგია რაც კი არსებობს. რა არ გამოვიარეთ, ისტორიის მანძილზე გავუძელით რომს, ბიზანტიას, არაბებს, სპარსელებს, მონღოლებს, ოსმალ-თურქებს, რუსებს და დღესაც კი ამ კოსმოსურ ეპოქაში, როდესაც მსოფლიო გადადის კიბორგიზაციასა და რობოტიზაციაზე, როდესაც კაცობრიობა უკვე სერიოზულად ფიქრობს და გეგმავს მუდმივი ბაზების (ფაქტობრივად დასახლებების) შექმნას სხვა პლანეტებზე, ამ განვითარებულ ეპოქაშიც კი მტერი არ გვაძლევს ნორმალური, ადამიანური, მშვიდობიანი არსებობის საშუალებას... და თან ვინ გვეჭიდავება - მსოფლიოს უდიდესი იმპერია და ამავე დროს მოქცეულნი ვართ ისლამურ ოკეანეში და ისლამურ რკალში. მაინც ჩვენს "ცუდ ქართველობას" ვაბრალებთ ჩვენს გაჭირვებას. დღეს ჩვენი ხალხი გადავარდნილია ზედმეტად საკუთარი თავის, თავისი ქვეყნის და ხალხის ძაგებაში. ბევრს ჰგონია რომ თურმე ჩვენი "სიზარმაცის" ბრალია ის, რა სიღარიბე და გაჭირვებაც გვჭირს. ეს დეზინფორმაციაა და ნახეთ რატომ - დღეს რომ საქართველო მთლიანად გენიოსებით იყოს დასახლებული და ამავე დროს ყველა მოსახლე რომ იაპონელებივით ან ჩინელებივით მშრომელი იყოს, მაინც გაჭირვებული იქნებოდა ეს ქვეყანა ისეთ გეოპოლიტიკურ ჩიხშია შესული. როცა ბოლო 30 წელიწადში 4 ომს გადაგატანინებენ 4 მილიონ ადამიანს, ქვეყნის 22% ტერიტორიას ოკუპაციის ქვეშ მოგიქცევენ და ნახევარ მილიონ ადამიანს იქიდან გამოგიდევნიან ძალის გამოყენებით, 30 ათას კაცს დაგიხოცავენ ამ ომებში და ჩაგიტარებენ ეთნიკურ წმენდას (საერთაშორისოდაა აღიარებული) და გენოციდს (ჯერჯერობით არაა აღიარებული), მერე ეკონომიკურ ბერკეტებს გამოიყენებენ, რომ ბოლომდე გაგტეხონ როგორც ერი და ამას აკეთებს შენზე ზუსტად 246-ჯერ დიდი სახელმწიფო (თუ არ გჯერათ შეგიძლიათ კალკულატორი გამოიყენოთ) და გიფრთხობს მსხვილ ინვესტორებს მიმდინარე და მცოცავი ოკუპაციით, ფეთქებადსაშიში მდგომარეობით, მე მგონი უნდა დაფიქრდე, რომ მთლად შენი "სიზარმაცის" ბრალი აღარ გამოდის შექმნილი რთული ეკონომიკური მდგომარეობა.


უკვე ვისაუბრეთ ორ უმთავრეს ღირებულებაზე, რაც ერს აქვს და რომელსაც გადაშენება ემუქრება - ენა და განსახლების ტერიტორია. ახლა საჭიროა ვისაუბროთ რასაზე და მის მნიშვნელობაზე ეროვნული იდენტობის შენარჩუნების საქმეში, რომელიც ძალიან რთულდება გლობალიზაციის პირობებში. პირველ რიგში მკაფიოდ უნდა აღვნიშნოთ შემდეგი - არაა რასიზმი ის, რომ გიყვარდეს შენი ხალხი და გინდოდეს საკუთარი კულტურის დაცვა, კარგი ტრადიციის შენახვა, ცუდის კი დავიწყება ან კორექცია და ამ გზით საბოლოოდ უმაღლეს დონეზე განვითარება, არ გინდოდეს საკუთარი ეროვნული სახის დაკარგვა. არც ისაა რასიზმი რომ გინდოდეს საკუთარი შვილები ან შვილიშვილები შენ გგავდნენ. ვისაც არ ესმის ის, თუ რას ვამბობ და რას ვგულისხმობ, წარმოიდგინოს პიგმეების მიერ ნაცეკვი "დაისი" (ცეკვა "ქართული"), და მიხვდება თუ რატომაა საჭირო ჯიშის პრეზერვაცია და დაცვა. მასშტაბური რასობრივი აღრევით ხომ მსოფლიოს დაეკარგება დიდი ცივილიზაცია - მაგალითად თეთრკანიანთა ცივილიზაცია - ბალეტი, ეროვნული სიმღერები, ფოლკლორული ცეკვა, რომელიც მხოლოდ ადამიანთა კონკრეტულ ჯიშს უხდება. დაიკარგება ის ელემენტი, რომელიც ვერ ანაზღაურდება. ტიბეტელების მიერ შესრულებულ ჩაკრულოს არ გაუშვებდნენ კოსმოსში. ინდუსების მიერ შესრულებული მრავალჟამიერი აღარ "დააყენებს თმას ყალყზე". მე არა დეკადანსი და გადაშენება, არამედ გადარჩენა და განვითარება მინდა.


რა ჯობია მრავალფეროვან, არაერთგვაროვან მსოფლიოს, სადაც ყველა კულტურა და რასა თუ ქვერასა შენარჩუნებულია თავიანთი განსაკუთრებული იდენტობით. მშვენიერია იაპონური იაპონიის ნახვა, ჩინური ჩინეთის, ინდური ინდოეთის, ნეგროიდული დიდი აფრიკის და ფრანგული საფრანგეთის, არაბული არაბეთის ან ქართული საქართველოს ნახვა. სადაც ჩახვალ და დაგხვდება მათი ერების საინტერესო, განსხვავებული და ლამაზი კულტურა, რომელიც გინდოდა გაგეგო და გაინტერესებდა მისი შეცნობა სწორედ მისი განსხვავებულობის გამო, რომ რაღაც ახალს, სრულიად სხვას გთავაზობდა. მე არ მომეწონება შავკანიანი სამურაი, მონღოლოიდი ბედუინი, არაბი ვიკინგი - ეს სიმახინჯეა, ნუ ავრევთ და გავანადგურებთ ჩვენს ლამაზ სამყაროს. ნუ გავაქრობთ ქართველ ერს, რომელსაც მარტო სახელმწიფოებრიობის - 32-საუკუნოვანი ისტორია გააჩნია.




ავტორი: თორნიკე ფხალაძე



4
234
5-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
234
  
2018, 31 აგვისტო, 18:47
მადლობა სამივეს :*
2018, 30 ივლისი, 10:18
საოცარი სტატიაა. მიხარია, რომ საქართველოში ამგვარად მოაზროვნე ახალგაზრდები არსებობენ
2018, 29 ივლისი, 16:00
ძალიან მომეწონა სტატია, მარტო ეს კი არა, ყველა სტატია, რომელიც საქართველოზე და ქართველებზე იყო. მე სიახლეებს ავტომატურად ვგებულობ და ყველა სტატია წაკითხული მაქვს, მაგრამ ვინც მხოლოდ ეს წაიკითხა? კარგი იქნება, თუ მომდევნო, მსგავსი თემატიკის სტატიას, წინა სტატიებსაც დაურთავ, ბმულების სახით.
რაც შეეხება ერის მომავალს, მთავარი ქვეყნის ეკონომიკა არის. ის თუ გამოსწორდება, ერიც გამრავლდება!
2018, 28 ივლისი, 21:46
გიყვარდეს შენი მრავალტანჯული და ახლაც დიდ განსაცდელში მყოფი ქვეყანა - განა რასიზმია? პატრიოტიზმი კი სულაც არაა მოძველებული ტერმინი! ეს , ჩვენი ქართველების განსაკუთრებული ემოცია და გრზნობაა!
ღმერთმა დაიცვას და დაიფაროს ჩვენი ნაღდი ქართველობა!
0 1 4