x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134426
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
პრეისტორიული საქართველო

პრეისტორიული საქართველო


პალეოლითური ხანა და მეზოლითური ხანა


1) 1.8 მილიონი წლის წინანდელი აღმოჩენილმა ჰომო გეორგიკუს ერექტუსების რამდენიმე თავის ქალამ დმანისის ტერიტორიაზე დაადასტურა, რომ პირველი ევროპელების სამშობლო საქართველოა, მას მერე აქ, ამ მიწაზე არ შეწყვეტილა ადამიანის მოსახლეობა.


2) შემდგომი პერიოდის აშელური კულტურის დროინდელი, ქვის ხანის ნამოსახლარები აღმოჩნდა საქართველოს მთიან ნაწილში, კუდაროს (ზღვის დონიდან 1600 მ.) და წონას (ზღვის დონიდან 2100 მ.) გამოქვაბულებში.


აშელური კულტურის სხვა ნამოსახლარებიცაა აღმოჩენილი საქართველოს ტერიტორიაზე, მაგალითად ჯავახეთის პლატოზე, სადაც ზღვის დონიდან 2400 მეტრზე აღმოჩენილი იქნა ნაჯახები, რომლესაც იმდროინდელი ადამიანი იყენებდა ბევრნაირად. როგორც თავდასაცავად, ასევე ნადირობისთვის და ა.შ.

200, 000 წლის წინანდელი დიდი ნამოსახლარები უკვე აღმოჩენილია საქართველოს ბევრ რეგიონში: შიდა ქართლში, იმერეთში, აფხაზეთში და სხვ.


პალეოლითის ხანის ადამიანები სამხ. კავკასიაში


3) ზედა პალეოლითური პერიოდის დასახლებები აღმოჩენილია საქართველოში საწურბლიაში, დევის ხვრელში, საკაჟიაში, საგვარჯილეში, ძოძუანას მღვიმეში, სადაც ასევე არის დასტური იმისა, რომ ადამიანი 36, 000 წლის წინ უკვე ფლობდა ქსოვის ხელოვნებას, შესაძლოა სელის მოყვანის ხელოვნებასაც და მისდევდა მიწათმოქმედებას იმერეთის ტერიტორიაზე. ამ პერიოდში სამხრეთ კავკასიის მხარე შედარებით ნაკლებ დასახლებულად გამოიყურება, თუმცა ძალიან ჭარბად იყო მოსახლეობა მდინარე რიონისა და ყვირილას აუზებში და მიმდებარე ტერიტორიებზე, მთელს დასავლეთ საქართველოში. ასევე ზედა პალეოლითის გამორჩეული ქართული ნამოსახლარებია სამერცხლეს კლდე და გვარჯილას კლდე და სხვა უამრავი. საქართველოში იმდენად დიდი რაოდენობის უძველესი ნამოსახლარებია აღმოჩენილი, რომ საბჭოთა კავშირის მთელი ტერიტორიის უძველესი, ქვის ხანის ნამოსახლარებიდან 65% მარტო საქართველოზე მოდიოდა.


4) პალეოლითური ერა მთავრდება 12, 000 - 10, 000 წლის წინ და ის ჩაანაცვლა მეზოლითურმა კულტურამ. ამ კულტურის ძალიან მნიშვნელოვანი ნასახლარია კოტიას კლდე იმერეთში, სადაც აღმოჩენილმა ადამიანის ჩონჩხმა გამოავლინა მეოთხე გენეტიკური ხაზი ევროპელების წინაპრებისა, ამ მოდგმამ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა დღევანდელი აღმოსავლეთ ევროპელების ეთნოგენეზისში. ეს იყო პერიოდი, როდესაც მთელმა კავკასიამ მიიღო ზუსტად ისეთივე ლანდშაფტური სახე, როგორიც დღეს აქვს.


კოტიას კლდის ადამიანი - აღმ. ევროპელების წინაპარი



ნეოლითური ერა


5) მეტალურგია დაიწყო საქართველოში ჯერ კიდევ ძვ.წ. მე-60 საუკუნეში, ძვ.წ. მე-6 ათასწლეულის დასაწყისში მსოფლიოში უადრესი მეტალურგიის კვალი აღმოჩენილია საქართველოში შულავერი-შომუტეპეს კულტურაში. ძვ.წ. მე-40 საუკუნიდან მეტალურგია უკვე ძალიან გავრცელდა და მოედო მთელ აღმოსავლეთ საქართველოს და ტრანსკავკასიის რეგიონს.


დედამიწის პირველი მეტალურგები


6) ძვ.წ. 3400 წლიდან ძვ.წ. 2000 წლამდე რეგიონში განვითარდა დიდი კულტურა მტკვრისა და არაქსის აუზებში და ამ მდინარეთა ვრცელ სანაპიროებზე. სწორედ ამიტომ ამ კოლტურას ეწოდა მტკვარ-არაქსის კულტურა. ამ დროს მაღალ დონეზე ავიდა რეგიონში მეცხოველეობა, მსხვილფეხა საქონლის და მეცხვარეობა. ამ დროის სამარხები ცხადჰყოფს, რომ ჩვეულებრივ მოსახლეობასაც კი ჩაყოლებული აქვს უამრავი ვერცხლი და ოქრო, ამ კულტურაში ძალიან მდიდარი ხალხი ცხოვრობდა. მტკვარ-არაქსის კულტურას მჭიდრო ეკონომიკურ-კულტურული კავშირები ჰქონდა აქადურ ცივილიზაციასთან, რომელიც მესოპოტამიაში იყო გავრცელებული და მას უმეზობლდებოდა. ძვ.წ. 2300 წელს მტკვარ-არაქსის კულტურამ დაიწყო დაკნინება და ტერიტორიული შემცირებაც.


მტკვარ-არაქსის კულტურა


7) ძვ.წ. 2000 წლისთვის მტკვარ-არაქსის კულტურა დაიშალა რამდენიმე რეგიონულ ცალკე მყოფ კულტურად და ერთ-ერთი პირველი ასეთი კულტურა წარმოიშვა აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, სახელად ბადენის კულტურა.


8) მესამე ათასწლეულის მიწურულს და მე-2 ათასწლეულის დასაწყისში, დაახლოებით ძვ.წ. მე-20 - ძვ.წ. მე-18 საუკუნეებში წარმოიქმნა უნიკალური კულტურა დასავლეთ საქართველოში და მცირე აზიის ტერიტორიაზე - კოლხური ცივილიზაცია. ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ამავე პერიოდში წარმოიშვა თრიალეთის კულტურა, რომელმაც თავისი განვითარების მწვერვალს მიაჭრია ძვ.წ. 1500 წლისთვის.

ამ დიადი პერიოდის არქეოლოგიური დასახლებებია მაგალითად კლდე, ორჭოსანი, საფარ-ხარაბა, რომელიც აღმოჩენილ იქნა ერთ-ერთი გაზსადენის გაყვანის პერიოდში.



რკინის ხანა და კლასიკური ანტიკური პერიოდი


ძვ.წ. მე-2 ათასწლეულის ბოლო ხანებში რკინის დამუშავება გავრცელდა ძალიან ფართოდ დამხრეთ კავკასიაში. ამ დროს გამოჩნდა რკინის იარაღები ბევრად უფრო უკეთესი, ვიდრე სპილენძის ან ბრინჯაოსგან დამზადებულნი, ამიტომ ეწოდება ამ ხანას რკინის, თუმცა ეს გადასვლა და წინსვლა არ განხორციელდა მესოპოტამიის დაბლობის ტერიტორიებზე ძვ.წ. მე-10 საუკუნემდეც კი და ამაში სამხრეთ კავკასიამ დაასწრო განვითარება.


კოლხეთი და იბერია


ლინგვისტური კვლევების მიხედვით დაიდო დასკვნა, რომ პროტოქართველური წინარე ენა საბოლოოდ გაიყო ძვ.წ. მე-19 საუკუნეში და პირველი, რომელიც გამოეყო ქართველურ ენებს ეს იყო სვანური ენა. შემდგომ უკვე ჩამოყალიბდა მეგრულ-ლაზური ანუ ზანური ენა და ქართული ენა ძვ.წ. მე-8 საუკუნეში.





ავტორი: თორნიკე ფხალაძე



4
1726
6-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
1726
  
2018, 2 აგვისტო, 16:03
არ ტარდება სერიოზული, მიზანმიმართული არქეოლოგიური სამუშაოები როგორც ამას აკეთებს ისრაელი და დიდი ბრიტანეთი. მთელი თავისი ტერიტორია ძალიან სკრუპულოზურად შეისწავლეს არქეოლოგიური და პალეონტოლოგიური კუთხით. ჩვენ რა გვჭირს არ მესმის, როცა ორივე მათგანზე ბევრად დიდი ისტორია გვაქვს.... როგორ შეიძლება კავკასიის ისტორია იქნას ცუდად შესწავლილი და უგულებელყოფილი?! რეალურად აქედან იწყება ცივილიზაცია.
2018, 2 აგვისტო, 15:57
ეს პერიოდი უღრანი ტყეა ქართულ ისტორიოგრაფიასა და ლინგვისტიკაში.შემთხვევით ხდება რაიმე მნიშვნელოვნის აღმოჩენა.რამდენი რამ იმალება მიწის ქვეშ ფენებში....
2018, 1 აგვისტო, 13:46
ალბათ ბერძენი ისტორიკოსების პირველი ჩანაწერების მიხედვით, არქეოლოგიური მასალის გაშიფრვით რომ ეს უკვე სხვა ხალხი იყო და ის სხვა ანუ როდიდანაა განსხვავებული კულტურა არქეოლოგიურ მასალებში და კიდევ გენეტიკური კვლევები ანუ მუტაციებში განსხვავებები როდიდან იწყება უკვე მკვეთრი ანუ როდიდან აღარ ხდებოდა პოპულაციის შერევა ერთმანეთთან და გამოიყვნენ ერთმანეთისგან მთიანი ლანდშაფტის გამო.
2018, 31 ივლისი, 18:07
რომელი ლინგვისტური კვლევებით ასკვნიან, რომ ძვ. წ, მე-19 საუკუნეში გამოეყო ქართველურ ენებს სვანური ან მეგრულ-ლაზური?
0 1 4