x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვეფხისტყაოსნის გმირების პროტოტიპები მიხაი ზიჩის ილუსტრაციებში
მიხაი ზიჩი


მიხაი ზიჩი იყო უნგრელი მხატვარი (1827-1906), რომელმაც შექმნა ვეფხისტყაოსნის ცნობილი ილუსტრაციები. მან თავის ნახატებში გამოიყენა სხვადასხვა ქართველი მსახიობი, პოეტი თუ უბრალოდ თავადიშვილი, რომლებიც მისი აზრით შეეფერებოდა ამა თუ იმ მთავარ გმირს ვეფხისტყაოსნისა. ამ სტატიაში კი სწორედ ამ პროტოტიპებს შემოგთავაზებთ:


1. პოეტი მამია გურიელი - შოთა რუსთაველის პროტოტიპი, სურათში "ვეფხისტყაოსნის მირთმევა"


მამია გურიელი




2. პოეტი გიორგი შერვაშიძე - ტარიელის პროტოტიპი.


გიორგი შერვაშიძე


გიორგი შერვაშიძე ტარიელის როლში:


გიორგი შერვაშიძე ტარიელის როლში



3. მეორე პროტოტიპი ტარიელისა იყო ქუთაისელი მსახიობი თათარხან დადეშქელიანი. ეს ფოტო 1882 წელსაა გადაღებული, მაშინ როცა მიხაი ზიჩი ქუთაისის თეატრში ვეფხისტყაოსნის კოსტუმირებულ სცენებს დგამდა და ჩანახატებს აკეთებდა.


თათარხან დადეშქელიანი



4. ჯაბა გურიელი - ფრიდონის პროტოტიპი


ჯაბა გურიელი



5. მატრონა ქვარიანი - ქუთათელაძისა - თინათინის პროტოტიპი.


მატრონა ქვარიანი



6. დესპინე ფაღავა - ნესტან-დარეჯანის პროტოტიპი


დესპინე ფაღავა


7. ქეთო წერეთელი - ნესტანისა და დავარის პროტოტიპი


ქეთო წერეთელი



8. კატო კონსტანტინეს ასული ჯაფარიძე - ასმათის პროტოტიპი


კატო ჯაფარიძე



9. ნინო წერეთელი (დავით სიმონის ძე წერეთლის ასული). ბიძინა ჩოლოყაშვილის მეუღლე - თამარ მეფისა და ნესტანის პროტოტიპი.


ნინო წერეთელი



10. მარიამ მირიანაშვილი-თუმანიშვილისა - ფატმანის პროტოტიპი


მარიამ მირიანაშვილი



11. მარო მაჩაბელი - გურული ჭაბუკის პროტოტიპი სურათიდან "ვეფხისტყაოსნის მირთმევა"


მარო მაჩაბელი



12. ქაიხოსრო ქაჯაია - როსტევან მეფის პროტოტიპი.


ქაიხოსრო ქაჯაია



13. ჯამბაკურ გურიელი - ფარსადან მეფის პროტოტიპი


ჯამბაკურ გურიელი



14. ძაძუნია ფაღავა - სეფე ქალის პროტოტიპი ნახატში "ვეფხისტყაოსნის მირთმევა".


ძაძუნია ფაღავა



15. ელისაბედ აგიაშვილი - სეფე ქალის პროტოტიპი ნახატში "ვეფხისტყაოსნის მირთმევა"


ელისაბედ აგიაშვილი



16. სიმონ მიქელაძე (მარცხნივ, დგას) - ტარიელის პროტოტიპი. სიმონ წულუკიძე მარჯვნივ (ზის). სურათი გადაღებულია 1870 წელს სანკტ-პეტერბურგში.


სიმონ მიქელაძე



ეს კი გახლავთ მიხაი ზიჩის ერთ-ერთი ნახატი - "ვეფხისტყაოსნის მირთმევა"


ვეფხისტყაოსნის მირთმევა






ავტორი: თორნიკე ფხალაძე







0
954
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
954
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0