x
image
თორ ნიკე
Mediator image
შუმერების სამხედრო წყობა

ძერათა შუმერული სტელა - ძვ.წ. 25-ე საუკუნე


ფალანგა მსოფლიოში ცნობილი სამხედრო წყობაა. სასკოლო წიგნები იუწყებიან, რომ ფილიპე II მაკედონელმა შექმნა ე.წ. "მაკედონური ფალანგა", რაც მოსწავლეების მხრიდან ხშირად აღიქმება ხოლმე, რომ თითქოს სამხედრო წყობა - ფალანგა მოიგონა და შექმნა ფილიპე მაკედონელმა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ფილიპემ რაც გააკეთა იყო ის, რომ იმ ხანად ბერძნული პოლისების არმიებში დამკვიდრებული სამხედრო წყობა - ფალანგა, გააუმჯობესა და სრულყო - ფილიპე მეორემ მაკედონელ ჰოპლიტებს დაურიგა 1, 5 - 7 მეტრის სიგრძის სარისებრი შუბები, რომელთა დაჭერაც მებრძოლებს ხშირ შემთხვევაში ორივე ხელით უწევდათ. გაზარდა მწყობრში არსებული მეომრების რაოდენობა და რიგითობა. აგრეთვე გააუმჯობესა მებრძოლთა აღჭურვილობა. სწორედ ამ ნიშნებით განსხვავდებოდა მაკედონური ფალანგა სხვა ბერძნული პოლისების საჯარისო შენაერთების ფალანგებისგან.

ამის შემდგომ იბადება კითხვა: თუ არა ფილიპე II მაკედონელმა, აბა ვინ შექმნა ფალანგა და როდის? მესოპოტამიის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს სტელა, რომელსაც მეცნიერებმა უწოდეს "ძერათა სტელა", რომელიც დათარიღდა ძვ.წ. 2500 - ძვ.წ. 2400 წლებით. მასზე ასახულია შუმერული ფალანგა. ეს არის ლაგაშისა და უმას მეფის - ეანათუმის მეფობის ხანა. სტელაზე ასახულია შუმერული ფანაგა, რომელსაც ბრძოლაში წინ უძღვის მეფე ეანათუმი.

ეს უძველესი არტეფაქტია, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ პირველად ისტორიაში სწორედ შუმერებმა დაიწყეს ფალანგების გამოყენება.


აღსანიშნავია ისიც, რომ შუმერების მსგავსად ფალანგას იყენებდნენ ძველი ეგვიპტელებიც. მისი არსი მდგომარეობდა ქვეითთა დანაყოფებით შუბებით მჭიდრო შეტევაში. ძველ საბერძნეთში ჯერ კიდევ დორიელთა შემოსევების ძვ.წ. IX-VIII საუკუნეების ატიკაში და სპარტაში ჩნდება. მაგრამ საყურადღებოა ის ცნობაც, რომ ჰომეროსიც იხსენიებს ამ საჯარისო წყობას თავის თხულებებში. ბერძნულ პერიოდიზაციაში ძვ.წ. VII-V საუკუნეები არქაულ და კლასიკურ პერიოდებად მოიხსენიება და სწორედ ამ დროს ფალანგა ხდება თითოეული ბერძნული პოლისის დამახასიათებელი სამხედრო წყობა - მისი ატრიბუტიკაა: გრძელი შუბი, მსუბუქი ან მძიმე ჯავშანი, რომელიც ტანს ზემოთ ფარავდა, ფარი და ჩაჩქანი-მუზარადი. ხოლო შუმერები და ეგვიპტელები მართკუთხა ფარებს იყენებდნენ, რომლებიც მთლიან სხეულს ფარავდა.


აქ კარგად ჩანს თუ როგორი იყო ომში მაკედონური ფალანგა. ეს არის ალექსანდრე მაკედონელის ტრიუმფალური ომი სპარსელების წინააღმდეგ - გავგამელას ბრძოლა:



ასევე დაგაინტერესებთ:

1) ძვ.წ. VII საუკუნის მსოფლიოში მომხდარი ომები

2) ძვ.წ. VI საუკუნის მსოფლიოში მომხდარი ომები

3) ძვ.წ. V საუკუნის მსოფლიოში მომხდარი ომები

4) ძვ.წ. IV საუკუნის მსოფლიოში მომხდარი ომები

5) ძვ.წ. III საუკუნის მსოფლიოში მომხდარი ომები

6) ძვ.წ. II საუკუნის მსოფლიოში მომხდარი ომები

7) ძვ.წ. I საუკუნის მსოფლიოში მომხდარი ომები

8) I საუკუნის მსოფლიოში მომხდარი ომები

9) II საუკუნის მსოფლიოში მომხდარი ომები

10) III საუკუნის ომები

11) IV საუკუნის ომები

12) V საუკუნის ომები

13) VI საუკუნის ომები

14) VII საუკუნის ომები

15) VIII საუკუნის ომები

16) IX საუკუნის ომები

17) X საუკუნის ომები

18) XI საუკუნის ომები

19) XII საუკუნის ომები

20) XIII საუკუნის ომები

21) XIV საუკუნის ომები

22) XV საუკუნის პირველი ნახევრის ომები

23) XV საუკუნის მეორე ნახევრის ომები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
530
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
530
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0