x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
მე-4 საუკუნის მსოფლიოში მომხდარი ომების სრული სია
ტეტრარქიის სამოქალაქო ომები


306 - 324 წწ. - ტეტრარქიის სამოქალაქო ომები. გაიმარჯვეს კონსტანტინე პირველის რეგიონებმა.


306 - 312 წწ. - კონსტანტინეს და მაქსენტიუსის ომი (ტეტრარქიის სამოქალაქო ომების ნაწილი). კონსტანტინე პირველის ლეგიონებმა დაამარცხეს მაქსენტიუსის ლეგიონები.


313 წ. - ლიცინიუსის და მაქსიმინუს დაიას ომი (ტეტრარქიის სამოქალაქო ომების ნაწილი). ლიცინიუსის ლეგიონებმა დაამარცხეს მაქსიმინუს დაიას ლეგიონები.



314 (ან 316) - 324 წწ. - კონსტანტინეს და ლიცინიუსის ომები (ტეტრარქიის სამოქალაქო ომების ნაწილი). კონსტანტინეს ლეგიონებმა დაამარცხეს ლიცინიუსის და მარტინიანუსის ლეგიონები.


351 - 352 წწ. - ებრაელების აჯანყება კონსტანტიუს გალუსის წინააღმდეგ. აღმოსავლეთ რომის იმპერიამ დაამარცხა აჯანყებული ებრაელები.


რომაულ-ებრაული ომი



367 წ. - დიდი შეთქმულება. რომის იმპერიამ დაამარცხა პიკტები, სკოტები, ატაკოტები, საქსონები, ფრანკები და რომაელი დეზერტირები.


პიქტები



376 - 382 წწ. - გოთიკური ომები. აღმოსავლეთ რომის იმპერიამ დაამარხა ოსტგოთები და ფრანკები.


გოთიკური ომები



378 წ. - თანუხის აჯანყება რომის წინააღმდეგ. თანუხიდებმა დაამარცხეს აღმოსავლეთ რომის იმპერია.


378 - 379 წწ. - საიაჯ კაკის ლაშქრობები. თეოტიუაკანმა დაამარცხა ვაკა, ტიკალი, უაქსაკტუნი, ბეიუკალი და ელ ზოცი.


თეოტიუაკანის მეომარი. საიაჯ კაკის ლაშქრობებში


383 წ. - ფეის მდინარის ბრძოლა. აღმოსავლეთ ჯინის დინასტიამ დაამარცხა ყოფილი ქინი.


395 - 410 წწ. - ალარიხ პირველის ლაშქრობები.


395 - 397 წწ. - ვისიგოთების ლაშქრობა საბერძნეთში. (ალარიხ პირველის ლაშქრობების ნაწილი).


image


398 წ. - სტილიხონის პიქტური ომი. დასავლეთ რომის იმპერიამ დაამარცხა პიქტები, საქსონები და სკოტები.


398 წ. - გილდონური აჯანყება. დასავლეთ რომის იმპერიამ დაამარცხა გილდოს ჯარები.





ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
98
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0