x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
გერმანელი მოღვაწეები საქართველოსა და ქართველების შესახებ
გერმანელი მოღვაწეები საქართველოსა და ქართველების შესახებ


"კავკასიური სახეობა - ადამიანთა ამ სახეობის სახელწოდება მე ავიღე კავკასიის მთების სახელიდან ორი მიზეზის გამო: იმიტომ, რომ მისი სამეზობლო ტერიტორია, განსაკუთრებით კი ქედის სამხრეთი ფერდობი აწარმოებს კაცთა მოდგმის ყველაზე ლამაზ რასას - ვგულისხმობ ქართველებს. და იმიტომ, რომ ყველა ფიზიოლოგიურ მიზეზს მივყავართ იქამდე, რომ თუკი სადმე ჩვენ უნდა განვათავსოთ კაცობრიობის ავტოქტონების (თავდაპირველი წევრების) საცხოვრებელი, ყველაზე დიდი ალბათობით ეს უნდა მოხდეს აქ."

"რამ გამოიწვია ქართველების ასეთი სილამაზე? ისინი ერიდებიან უცხოტომელებთან შეუღლებას. კავკასიის დიდი ხნის შესწავლის შემდეგ დასკვნა გამოვიტანე, რომ საქართველოში არამარტო კავკასიის მასშტაბით, არამედ მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე ლამაზი ქალები და პატრიოტი კაცები ცხოვრობენ. ხშირად მეკითხებიან, რამ გამოიწვია ქართველი ადამიანის სახის ნაკვთების ასეთი სილამაზე, მისი ჩამოყალიბება... პასუხი ცხადია - როგორც გავარკვიე და რასაც ჩემი თვალებით ვხედავდი ქართველი მამაკაცები ერიდებიან უცხოტომელებთან შეუღლებას და ასევე აღსანიშნავია, რომ ქართველი ქალები თითქმის არ მიჰყვებიან ცოლად უცხოტომელებს, ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა და ეს გამოწვეულია არამარტო პატრიოტიზმით და ჯიშის შენარჩუნების სურვილით, არამედ მათ უბრალოდ ძალიან მოსწონთ ერთმანეთი. ასეთი შთაბეჭდილება შემექმნა მატთან ურთიერთობის დროს. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ეს არის ერი, რომელმაც კავკასიაში ყველაზე კარგად შეინარჩუნა თავისი სახე, ყველაზე ნაკლებად აღრია თავისი სისხლი. ადრე ქართველ ბიჭებს და გოგოებს თურქები და სპარსელები იტაცებდნენ თავიანთი ჯიშის გასაუმჯობესებლად და ეს არც მიკვირს. თურქებიც და სპარსელებიც თავადვე აღიარებენ ამას. საოცარი ერია, შეიძლება ითქვას, რომ ქართველი კაცი და ქალი სრულად ავსებენ ერთმანეთს."


იოჰან ფრიდრიხ ბლუმენბახი (1752-1840) - გერმანელი ანთროპოლოგი, ფიზიოლოგი, ნატურალისტი და ექიმი, რომელმაც ჩამოაყალიბა რასობრივი თეორია და დაამკვიდრა მსოფლიოში თეთრკანიანთა აღსაწერად ტერმინი "კავკასიელი", რასაც დღემდე ოფიციალურად იყენებენ ამერიკის შეერთებულ შტატებში.



იოჰან ფრიდრიხ ბლუმენბახი



"მხოლოდ კავკასიის ხალხშია ის სული, რომელიც აღწევს თავის აბსოლუტურ მთლიანობას, აბსოლუტურ დამოუკიდებლობას და სრულ ერთიანობას საკუთარ თავთან. იგი აღწევს თვითგამორკვევას, თვითგანვითარებას და ამით წინ მიჰყავს მსოფლიო ისტორია. მსოფლიო ისტორიაში პროგრესი მხოლოდ კავკასიის რასის წყალობით ხდება."


გერმანელი ფილოსოფოსი გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი (1770-1831)


გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი



"ძლიერი და დალოცვილი მხარე იყო კოლხიდა. მის წყაროებს მარგალიტი და ოქრო ჩამოჰქონდა. მის ბორცვებზე ხეხილი და ვენახი გაშლილიყო. მის ნაკადებს მიაპობდნენ დატვირთული გემები, ქალაქები შენდებოდა მის დალოცვილ მიწაზე, ჩუქურთმებით მშვენდებოდა ტაძარი და სასახლე და ქვეყანა ერთიანი ბაღი გეგონებოდათ."

........

"საქართველოს დედაქალაქი მუზებისა და გრაციების უმაღლესი სასწავლებელია."

........

"მტკვრის ქალაქო, სავანეო სიუხვის და სიყვარულის,

დარჩეული ქალ-ვაჟი გყავს, ხარ სიკეთის მაგალითი.

ზღვაო ჩემთა სატანჯველთა, ზღვაო ჩემი სიხარულის,

რომლის, ფსკერზეც მიპოვნია ბევრი სიბრძნის მარგალიტი."

...........

საქართველო, მშვენიერო ჩემო მხარევ,

შენს დიდებას ვერ დაფარავს ჟამთა რიდე,

ძველთაგანვე განთქმული ხარ კიდით-კიდე,

უკვდავ მგოსნებს უმღერიათ ქება შენი

ვაჟკაცობა გქონდა ღმერთთა შესაშვენი.


საქართველო, მშვენიერო ჩემო მხარევ

სწორედ შენზე დაბერტყილა უფლის კალთა

შენს წალკოტში დადის გუნდნი ტურფა ქალთა

სილამაზით მათი მსგავსი არის არსად

არც შობილა დასადარი ქვეყნად მათთა."


"ათას ერთი დღე აღმოსავლეთში. 1844 წ."



ფრიდრიხ მარტინ ფონ ბოდენშტედტი (1819-1892) - გერმანელი მწერალი, პოეტი.


ფრიდრიხ მარტინ ფონ ბოდენშტედტი


აქვე საინტერესოა ივანე ჯავახიშვილის სიტყვებიც კოლხეთის შესახებ: "საქართველოს ისტორია არა და არ უნდა იყოს გაყალბებული და იგი უძველესი კოლხეთის ისტორიით უნდა იწყებოდეს და არა ფსევდოისტორიული ზღაპრებითა და ლეგენდებით" (ქართველი ერის ისტორია. გამოცემული 1908 წელს.)


ივანე ჯავახიშვილი კოლხების შესახებ


"ქართველი ხალხი მთლიანობაში აღებული, მშვენიერია, კარგი გარეგნობისა, მკვირცხლი, გონებამახვილი, კავკასიის ისთმოსი მეორე საბერძნეთად იქცევა"


ქრისტოფ რომმელი (1781-1854) - გერმანელი ისტორიკოსი.


ქრისტოფ რომმელი



"ასეთი ბუნება, ასეთი ცა ქმნის ადამიანებს შორის უნატიფეს ქმნილებებს, ამასთანავე, სრულ თანხმობას ამ ქმნილებებს შორის. მშვენიერ ადამიანთა - ქართველთა ქვეყანა გვიმტკიცებს ამას."


იოჰან იოაკიმ ვინკელმანი - გერმანელი ისტორიკოსი


იოჰან იოაკიმ ვინკელმანი


"მცირე აზია თითქმის მთლიანად დასახლებული იყო იმ ხალხებით, რომლებიც ხეთებთან ერთად შეადგენდნენ ერთ მონოლითურ ეთნიკურ ჯგუფს. იმ ძველ ხალხთა უშუალო მონათესავედ უნდა ჩავთვალოთ ქართველებიც."


ფრიც ჰომმელი (1854-1936) - გერმანელი ორიენტალისტი, მიუნჰენის უნივერსიტეტის პროფესორი.


ფრიც ჰომმელი


"კავკასიელ ხალხთაგან ყველაზე უფრო ცნობილნი არიან იბერიელები (ახლანდელი ქართველები), ისინი ღრმად იყვნენ შეჭრილი მცირე აზიაში. მათ უნდა მივათვალოთ მესხები (მოსხები) და ტიბარენები (ტებალ-ტაბლაი), რომელთაც ხეთების სამეფოს დაცემის შემდეგ კაბადოკია ეჭირათ და იქიდან ლაშქრობდნენ ტიგროსის მხარეში. (ამავე აზრს გამოთქვამენ ბულგარელი ვ. გეორგიევი, აკად. არნ. ჩიქობავა და სხვ.)


ედუარდ მეიერი (1855-1930) - გერმანელი ისტორიკოსი, წყაროების შესანიშნავი მცოდნე. "ძველი სამყაროს ისტორია" -ს ხუთტომეულის ავტორი.


ედუარდ მეიერი



"მე გავიცანი ქართველი კაცი

ვნახე ქვეყანა, მარად ქებული,

გულში ჩავხედე - ვიპოვე განძი

თვით ბუნებაზე აღმატებული!...

ვიგემე შენი ღვინო და პური,

ყოველი სიტყვა მარგალიტია -

მეგობრის სიტყვა, მიღება ძმური

ერებისათვის მაგალითია.

ვიხილე ხალხი კეთილი, ბრძენი,

ვეფხისტყაოსნის გმირმა მატარა..

ვცადე, შემეცნო სიმაღლე შენი

და მე აღმოვჩნდი მეტად პატარა!"


კარლ ანდრეას ნიცშე - გერმანელი მეცნიერი. 1988 წლის წერილიდან "საქართველო".


სიღნაღი


"ჩემო მკითხველო, თუ საქართველო საკმარისად მაინც ვერ დაგიხატე, გაიხსენე ირლანდიაც, იტალიაც, ჰოლანდიაც, ავსტრიაც და შვეიცარიაც, არც კნუტ ჰამსუნი დაივიწყო, 1903 წელს საქართველოს "თავგადასავალთა ქვეყანა" რომ უწოდა და კარგად თვითონაც ვერ გაარკვია მარტლა ნახა ის, თუ დაესიზმრა."


ადოლფ ენდლერი (1930-2009) - გერმანელი მწერალი.


ადოლფ ენდლერი


"თუ შეიძლება საქართველოს სიმბოლური სინონიმი გამოეძებნოს, მე ვიტყოდი, რომ ის ედემია. ეს საოცარი მხარე ზღაპრული მშვენიერების, სიკეთის, სიბრზნის, ბედნიერების, მძლავრი შემოქმედებითი შრომის, სიხარულისა და უკვდავების უშრეტი წყაროა. მისი ყოველი კუთხე ერთი-მეორეზე უკეთესი წალკოტია."


გიუნთერ ბროკი. გერმანელი ჟურნალისტი.





ავტორი: თორნიკე ფხალაძე



12
830
5-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
830
  
2018, 31 ივლისი, 5:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი თორ ნიკე-ის კომენტარზე
2018, 29 ივლისი, 13:20
და მოლოცვის უფლებას რაღატომ არ გვაძლევენ? ეგ რაღა უბედურებაა?
2018, 29 ივლისი, 12:08
შუა საუკუნეებში მხოლოდ ქართველებს შეეძლოთ იერუსალიმში ბაჟის გადახდის გარეშე და გაშლილი დროშებით შესვლა,სხვას არ ჰქონდა ამის უფლება.თამარ მეფის დროს და მანამდეც ქართველები ითვლებოდნენ იერუსალიმში პრივილიგირებულ ერად.
2018, 29 ივლისი, 12:04
ისრაელში კი გვქონდა ტაძრები,მაგრამ ჩვენ რომ ვერ მივაქციეთ ყურადღება,ბერძნებმა ზოგი გამოისყიდეს და ზოგიც მიითვისეს.
2018, 29 ივლისი, 0:04
ნამდვილად არ ვიცოდი თუ ისრაელში იყო 39 ქართული ტაძარი... კი მაგრამ რა მიზეზით ხსნიან რომ არ გვიშვებენ მოსალოცად?
2018, 28 ივლისი, 23:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი თორ ნიკე-ის კომენტარზე
2018, 28 ივლისი, 19:46
მადლობა ზურაბ რომ აფასებ, ბევრი პირიქით, გაბრაზებულია ასეთ სტატიებს რომ ვწერ, მეტიც, შეურაცხყოფაზეც კი გადმოდიან იმდენად მწარდებიან. ან აზიარებენ და პატარა ერის კომპლექსს ეძახიან გამწარებულები რომ აღარ იციან რა თქვან :) სერიოზული ანტიპიარი მიმდინარეობს ქვეყანაში. ქართველებს საკუთარ თავს აზიზღებენ. ზუსტად ის პროცესია, რაც გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის მერე. ეს კეთდება იმისთვის, რომ ჩაკლან ე.წ. "პასიონარიზმი". შენ გეცოდინება რასაც ნიშნავს ეს სიტყვა :)
2018, 28 ივლისი, 18:21
თორნიკე,ამგვარი პატრიოტული სულისკვეთების სტატიებით შენ დიდ საქმეს აკეთებ,ახალ თაობას აცნობ შენი ერის დადებით მხარეებს და მერე ეგებ რომელიმემ აქ დასახელებული ლიტერატურული წყაროების წაიკითხოს...
2018, 28 ივლისი, 18:19
ჩვენ მერე რა ჭირი გვეტაკა?
2018, 27 ივლისი, 23:41
ხო, უცხოელები, ქართველები, თვითონ სომხები...
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10