x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134333
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508414
ქართული ეკლესია-მონასტრები თურქეთში
ქართული ეკლესია-მონასტრები თურქეთში


ძალიან მნიშვნელოვანია ქართულმა საზოგადოებამ ინტერესით მოკიდოს ხელი ისეთი საქმის განხორციელებას როგორიც არის თურქეთის ტერიტორიაზე მოქცეული ქართული ისტორიული მიწების ტაო-კლარჯეთის და ლაზეთის გურჯებისა და ლაზების ქართულ სივრცეში მეტად ინტეგრირებას და დაახლოებას. მნიშვნელოვანია გაიმართოს მოლაპარაკებები თურქეთის მთავრობასთან იმის შესახებ რომ უკვე ჩვენი ორივე ქვეყნის ძალიან ძვირფასი კულტურული მემკვიდრეობა - ქართული ეკლესია-მონასტრები, რომელიც მდებარეობს საქართველოს ისტორიულ და დღევანდელი თურქეთის მიწებზე იქნას რეაბილიტირებული, გამყარებული, ან შესაძლოა თუნდაც საქართველოს ხარჯებით კვლავ აღდგენილი. ამის სანაცვლოდ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს მოთხოვნილი თურქეთის მხრიდან, რომ საქართველოს ტერიტორიაზე აშენდეს ახალი მეჩეთები, და თუ მაინც მოთხოვნილი იქნება, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაეთანხმოს ქართული მხარე, ვინაიდან ის 200 მეჩეთზე მეტი, რომელიც აჭარის ტერიტორიაზეა, არის აშენებული არა თურქების, არამედ გამუსლიმებული ქართველების მიერ. ის ჩვენი, ქართველების კულტურული მემკვიდრეობაა და არა თურქული. თუ არის სადმე ნამეჩეთარი, ის უნდა აღვადგინოთ, მაგრამ თურქეთმა არ უნდა მოითხოვოს ისეთი რამ, რასაც ჩვენ არ ვთხოვთ მას. ჩვენ თურქეთს არ ვთხოვთ აშენდეს თურქეთში ახალი ქრისტიანული ტაძრები, არამედ მხოლოდ ვთხოვთ უკვე არსებული გამაგრდეს და თუ დანგრეულია - აღდგეს. შემოგთავაზებთ ამ უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის არასრულ სიას:



1. გოგიუბას ეკლესია - ტაძარი ერუშეთში. აშენდა X საუკუნის II ნახევარში.


გოგიუბას ეკლესია





2. ერუშეთის ეკლესია - ეს არის ნატაძრალი ერუშეთის (ისტორიული მხარის) სოფელ ერუშეთში, რომელსაც დღეს თურქებმა თურქული სახელმწიფო პოლიტიის ფარგლებში გადაარქვეს სახელი და დაარქვეს ოღუზიოლუ. ერუშეთის ეკლესია აშენდა IV საუკუნეში.


ერუშეთის ეკლესია



3. ზეგანის ეკლესია - ზეგანის, იგივე ზაქის ტაძარი მდებარეობს ერუშეთში. ის უკვე ააფეთქეს თურქებმა, მაგრამ აუცილებელია მისი აღდგენა ზუსტად იმ სახით, რა სახითაც ის იდგა.


ზეგანის (ზაქის) ეკლესია



4. ალის წმინდა გიორგის მონასტერი - მონასტერი დაარსდა X-XI საუკუნეებში ისტორიულ სამცხეში.


ალის წმინდა გიორგის მონასტერი



5. დადაშენის ეკლესია - IX-X საუკუნეებში აგებული აწ უკვე დანგრეული და სრულად აღსადგენი ბაზილიკის ტიპის ტაძარი საქართველოს ისტორიულ მხარე - კოლაში.


დადაშენის ეკლესია



6. თურქაშენის ეკლესია - X საუკუნეში ისტორიული ქართული მხარის - კოლას ტერიტორიაზე აშენებული ნაწილობრივ დანგრეული და აღსადგენი ტაძარი.


7. პატარა ჭინჭრობის ეკლესია - არტაანში, სოფელ პატარა ჭინჭრობის ცენტრში დგას აწ უკვე დანგრეული და სრულად აღსადგენი ტაძარი.


პატარა ჭინჭრობის ეკლესია



8. საკირის ეკლესია - ეს არის X საუკუნეში აშენებული, ერთნავიანი დარბაზული ტაძარი.


საკირის ეკლესია



9. ჭალის ეკლესია - ეს გახლავთ არტაანში, X საუკუნეში აშენებული ქართული მართლმადიდებლური ტაძარი.


ჭალის ეკლესია



10. ჯიჯორის ეკლესია - X საუკუნეში, საქართველოს ისტორიულ მხარეში, კოლაში აგებული აწ უკვე ნანგრევების სახით შემორჩენილი, აღსადგენი ტაძარი.


11. ანჩის მონასტერი - ეს არის IX საუკუნეში ტაოში აგებული სამონასტრო კომპლექსი, რომელიც უკვე ნანგრევებადაა ქცეული და აუცილებლადაა აღსადგენი.


ანჩის მონასტერი. ნიკო მარი,  1903 წ.



12. ბანა - იგივე ძელი ჭეშმარიტისა, ან ძელიცხოველი აშენდა XI საუკუნეში საქართველოს ისტორიულ მხარე - ტაოში. აუცილებელია მისი პირვანდელი სახით რეკონსტრუქცია, აღდგენა.


ბანა




13. ბარეთელთა მონასტერი - დაარსებულია IX საუკუნის I ნახევარში ზაქარია ბარეთელის მიერ. თურქული ოკუპაციის შემდგომ XVI საუკუნის II ნახევარში იგი დაანგრიეს და დღეს მხოლოდ მცირეოდენი ნაშთია მოღწეული. შესაბამისად, საწიროებს სასწრაფო და გადაუდებელ სრულ რეკონსტრუქციას.


ბარეთელთა ციხის ეკლესია



14. ბერთა - VIII-IX საუკუნეებში დაარსებული ქართული მონასტერი ისტორიულ კლარჯეთში.


ბერთა



15. გაბანის ეკლესია - ეს ბაზილიკა აშენდა შუა საუკუნეებში, ტაო-კლარჯეთში. სპერის რაიონის სოფელ ჩრქინიში.


16. დოლისყანა - X საუკუნეში დაარსებული ქართული სამონასტრო კომპლექსი ისტორიულ კლარჯეთში.


დოლისყანა



17. ენირაბათი - ეს ქართული ეკლესია აშენდა X საუკუნის შუა წლებში ისტორიულ კლარჯეთში, ამავე სახელწოდების სოფელში - ენირაბათში. მე-19 საუკუნეში აქ დასახლებული სომხები ამ ადგილს ნორაშენს უწოდებენ, რაც ქართულად ახალ ადგილს ნიშნავს.


ენირაბათის ეკლესია



18. ესბეკის კომპლექსი - ეს არის სამნავიანი ქართული ბაზილიკა, რომელიც აშენდა იმიერ ტაოში, დღევანდელი ქალაქ იუსიფელიდან 30 კილომეტრში XV-XVI საუკუნეებში.


ესბეკის კომპლექსი



19. ექექი - ეს გახლავთ X საუკუნეში აგებული ქართული მონასტერი ისტოიულ ტაოში, თორთომის ხეობაში.


ექექი




20. ვარზაჰანის ეკლესია - ეს არის XII საუკუნის ქართული ეკლესია, ნამონასტრალი სოფელ უღრაკთან (ყოფილი ვარზაჰანი) ისტორიულ ტაო-კლარჯეთში.


ვარზაჰანის ეკლესია



21. იშხანი - თავდაპირველი ეკლესია ამ ადგილას VII საუკუნის 30-იან წლებში ეპისკოპოსმა ნერსესმა ააშენა. დღევანდელი ტაძარი კი 1032 წელს აშენდა ტაოში. საბედნიეროდ, უკვე თურქებთან შეთანხმება გაფორმდა და მოხერხდა იშხანის სრულად რესტავრაცია.


რესტავრირებული იშხანი



22. კიაღმის ალთი - ეს ტაძარი აშენდა ტაოში შუა საუკუნეებში. დაახლოებით იმ პერიოდში, როდესაც ბანა. სწორედ ბანას მახლობლად მდებარეობს სოფელ სოლომონისისაკენ. დღესდღეობით თითქმის მთლიანად დანგრეულია და საჭიროებს სრულ რეკონსტრუქციას ამ სახით:


კიაღმის ალთი




23. მამაწმინდის ეკლესია - ეს არის XVI საუკუნეში, ისტორიულ კლარჯეთში აგებული ტაძარი, რომელიც მდებარეობს ქალაქ ბორჩხადან სამხრეთ-აღმოსავლეთით 10 კილომეტრში. ბორჩხა ეს არის ქალაქი ისტორიულ ნიგალში. მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ქართველები არიან დღემდე.


მამაწმინდის ეკლესია



24. მიჯნაძორი - იგივე მიძნაძორი, ქართული მონასტერი, რომელიც აშენდა XI საუკუნეში ისტორიულ კლარჯეთში.


მიჯნაძორი (რეკონსტრუქცია)მიძნაძორი და ზოგიერთი სხვა ქართული ეკლესია თურქეთში


25. ნაქალაქოი - ეს არის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, რომელიც კლდეში გამოიკვეთა ქართველი ბერების მიერ VIII-X საუკუნეების განმავლობაში.


ნაქალაქოი ნაქალაქოის მონატერი



26. ნუკას საყდარი - იგივე ნუკა-საყდარი აშენდა IX საუკუნეში, ისტორიულ კლარჯეთში, მდინარე კარჩხალას ხეობაში, სოფელ ვერანაბაღის პირდაპირ.


ნუკას საყდარი



27. ოთხთა ეკლესია - ეს არის X საუკუნეში, ტაოში აგებული ტაძარი.


ოთხთა ეკლესია




28. ოპიზა - ეს გახლავთ VIII საუკუნეში აგებული ქართული მონასტერი ისტორიულ კლარჯეთში.


ოპიზა




29. ოშკი - X საუკუნის 50-60-იან წლებში აგებული, ტაოში მდებარე იოანე ნათლისმცემლის სახელობის, სასწრაფოდ აღსადგენი ტაძარი.


ოშკი




30. პარეხი - იგივე პარეხთა მონასტერი დაარსდა IX-X საუკუნეებში ისტორიულ კლარჯეთში.


პარეხი



31. პარხალი - ისტორიულ ტაოში ეს სამონასტრო კომპლექსი აიგო X საუკუნეში.


პარხალი




32. სათლეს ეკლესია - აშენდა IX-X საუკუნეებში ისტორიულ კლარჯეთში, შავშეთში, სოფელ სათლეს კიდეზე. ამჟამად ეს ადგილი ქალაქ შავშათის გარეუბანია.


სათლეს ეკლესია



33. სინკოთის ეკლესია - ეს ქართული ეკლესია აშენდა დაახლოებით IX საუკუნეში ისტორიულ კლარჯეთში, შავშეთში. სოფელ სინკოთში. დღეს ამ სოფელს თურქული სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში შეუცვალეს ქართული სახელი და დაარქვეს თურქული - ქიუფლიუჯე.


სინკოთის ეკლესია


34. სოხტოროტი - ეს არის შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძვრული ზეგლი ისტორიულ ტაოში. გეგმით ოთხკუთხა, დარბაზული ტაძარი. ამჟამად მეჩეთადაა გადაკეთებული.


35. სუხბეჩი - ეს არის V-VI საუკუნეებში აგებული ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ისტორიულ პროვინცია ტაოში. მდებარეობს იშხნის ტაძრის ჩრდილოეთით. გეგმით ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესია ტეტრაკონქის ტიპისაა. დღესდღეობით საჭიროებს სასწრაფო აღდგენას.


სუხბეჩი



36. ტაძარანი - ეს არის კომპლექსი ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, სოფელ ალაბალიკის დასავლეთით, 3 კილომეტრში. ის მოხსენიებულია IX საუკუნის სომხურიდან ნათარგმნ ქართულ ჰაგიოგრაფიულ ძეგლში "წამებაი დავითისა და ტირიჭანისი", რომელშიც მოქმედება ვითარდება VII საუკუნეში.


ტაძარანი



37. ტბეთის მონასტერი - აშენდა X საუკუნეში ისტორიულ კლარჯეთში. წარმოადგენდა შავშეთის საერისთაოს მთავარ ჯვარგუმბათოვან ეკლესიას. დღეს ესაჭიროება სასწრაფო და სრულყოფილი რეკონსტრუქცია.


ტბეთის მონასტერი



38. შატბერდი - IX საუკუნეში დაარსებული ქართული სამონასტრო კომპლექსი ისტორიულ კლარჯეთში. ესაჭიროება სასწრაფო რეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია.


შატბერდი




39. ჩანგლის ეკლესია - ეს ქართული ჯვარგუმბათოვანი ტაძარი აიგო XIV საუკუნეში ტაო კლარჯეთში. ამჟამად ქურთებით დასახლებულ სოფელ ჩანგლში, რომელსაც სახელი შეუცვალეს და დაარქვეს ჩენგილი.


ჩანგლის ეკლესია



40. ხანძთა - VII საუკუნის დასასრულს დაარსებული სამონასტრო კომპლექსი კლარჯეთში, რომელსაც ესაჭიროება სასწრაფო რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია.


ხანძთა




41. ხახული - ეს ტაძარი X საუკუნეში აშენდა ისტორიულ მხარე ტაოში.


ხახული




42. ჯმერკის მონასტერი - დაარსდა 830-840 წლებში ისტორიულ კლარჯეთში. შავშეთ-კლარჯეთში.


43. ფექრაშენის ეკლესია - ეს არის X საუკუნეში არტაანში, ჩრდილის ტბასთან აგებული ქართული მარტლმადიდებლური ტაძარი, რომელიც ახლა ჩვენს მეგობარ, ცივილიზებულ თურქებს საქონლის ბოსლად უქცევიათ.


ფექრაშენის ეკლესია




44. წყაროსთავის ეკლესია - იგივე ჯავახეთის წყაროსთავის ეკლესია. ამ ტაძრის ადგილას პირველად აშენდა სალოცავი VI საუკუნეში ვახტანგ გორგასლის ძის - მირდატის მეფობისას. ახლა ის უკვე სრულად დანგრეულია და აუცილებელია მისი სრული აღდგენა-რეკონსტრუქცია ქართველი ხალხის, სახელმწიფოს და საპატრიარქოს ერთობლივი ძალისხმევით.


წყაროსთავის ეკლესია



45. მერეს ეკლესია - დაახლოებით X საუკუნეში ისტორიულ კლარჯეთში აგებული ქართული ეკლესია მდ. ფოცხოვის მარჯვენა ნაპირას. დღეს საჭიროებს რეკონტრუქციას.


მერეს ეკლესია



46. ჩაისის ეკლესია - ეს ტაძარი აშენდა არტაანში XIV-XV საუკუნეებში.


ჩაისის ეკლესია



47. ვაჩეძორი - IX საუკუნეში ტაოში აშენებული ტაძარი, რომელსაც დღესდღეობით ესაჭიროება აუცილებელი რეკონსტრუქცია.


ვაჩეძორი



48. ლექსორი - ეს არის შუა საუკუნეების ტაძარი ისტორიულ ტაოში, ულამაზეს ბარდუსის ხეობაში, რომელსაც ესაჭიროება რესტავრაცია, აღდგენა.


ლექსორი




49. მცირე აია სოფია ტრაპიზონში - ეს არის ისტორიულ ლაზეთში XIII-XIV საუკუნეში აგებული საკათედრო ტაძარი.


50. ტრაპიზონის წმინდა ანდრია პირველწოდებულის ეკლესია - დღესდღეობით გადაკეთებულია მეჩეთად და ეწოდება მოლა სიინ ჯამე (Molla Sya mosque)


51. ბაზელონის ნამონასტრალი - ეს არის შუა საუკუნეებში აგებული მონასტრის ადგილას დარჩენილი ნანგრევები ისტორიულ ტაო-კლარჯეთში.


52. არსენისეული ეკლესიები - შუა საუკუნეების ქართული ეკლესიების კომპლექსი, რომელიც მდებარეობს ტაო-კლარჯეთში.


53. პეტრე-პავლეს ეკლსიის ნანგრევები - მდებარეობს არტანუჯის ციხესთან კლარჯეთში.


54. ახიზას დარბაზული ეკლესია - მდებარეობს ახიზას ციხესთან ტაო-კლარჯეთში.


55. აღჯაყალის ეკლესია - მდებარეობს არტაანში, ფოცოში.


56. ბალვანას მონასტერი - მდებარეობს ისტორიულ კლარჯეთში, კერძოდ შავშეთში.


ბალვანას მონასტერი


57. ბოღჩალო ყიშლას ეკლესიის ნანგრევები - მდებარეობს ისტორიუკ ტაო-კლარჯეთში. იმავე სახელწოდების ციხესთან.


58. ბერკის ეკლესია - მდებარეობს ისტორიულ ტაო-კლარჯეთში. ჰანაკის, იგივე ხანაგის რაიონში, ერუშეთში, ზემო ბორგში.


ბერკის ეკლესია



59. ბოსელთას ღვთისმშობლის ტაძარი - მდებარეობს ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, ბოსელთას ციხესთან.


60. გასადინარის მონასტერი - მდებარეობს ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, შავშეთში. დღესდღეობით მხოლოდ რამდენიმე კედელია დარჩენილი და საჭიროა რეკონსტრუქცია.


გასადინარის მონასტერი



62. გურჯაანის ეკლესია - მდებარეობს ისტორიულ კლარჯეთში, დღესდღეობით საჭიროებს რეკონსტრუქციას.


63. დარიჯას ეკლესია - შუა საუკუნეების ქართული ტაძარი ისტორიულ ტაოში, ახლადელი იუსუფელის, იგივე ვეჟანგეთის რაიონი.


დარიჯა


64. ვაშლობის ეკლესია - მდებარეობს ისტორიულ ტაო-კლარჯეთში. კერძოდ ჩილდირის, იგივე ჩრდილის რაიონში. დასახლება პალაკაციოში.


ვაშლობის ეკლესია


65. ვაჩეძორის სამონასტრო კომპლექსი - არის შუა საუკუნეების ქართული მონასტერი იმიერტაოში.


ვაჩეძორის მონასტერი



66. კინეპოსის დარბაზული ეკლესიები - იგივე კინეპოსის ტეტრაკონქი არის შუა საუკუნეების ქართული კომპლექსი ტაო-კლარჯეთში.


67. მაკრიალის ეკლესია - ისტორიულ ტაო-კლარჯეთში მდებარე მე-10 საუკუნეში აგებული ტაძარი და ციხე, რომელსაც სასწრაფოდ ესაჭიროება გაწმენდა და რეაბილიტაცია-გამაგრება. მაკრიალს დღეს ქემალფაშა ჰქვია.


მაკრიალის ეკლესია



68. სვეტის ტეტრაკონქი - ეს იყო ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი შესანიშნავი ნიმუში. შუა საუკუნეების ეკლესია სოფელ სვეტთან. ისტორიულ ტაო-კლარჯეთში.


სვეტის ტეტრაკონქი






ასევე დაგაინტერესებთ:


1. 160 სამეცნიერო სტატია

2. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

3. 64 სტატია საქართველოს კულტურისა და ისტორიის შესახებ

4. 40 სტატია რელიგიის შესახებ


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


3
1542
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
1542
  
2021, 11 იანვარი, 16:27
Turkish government does not allow Georgian state to reconstruct more, than 70 Georgian churches in the historical territories of Georgia, that is now in the territory of Turkish state. Ancient Churches are being destroyed and they need restoration and reconstruction. Georgia and Turkey are now partners, but even despite of this fact, Turkey does not allow Georgians to restore and reconstruct these historical buildings with their own, Georgian money.
თურქეთის ხელისუფლება არ რთავს ნებას საქართველოს სახელმწიფოს, რომ აღადგინოს 70-ზე მეტი ქართული ტაძარი, რომელიც აშენებული იყო ისტორიულ საქართველოს ტერიტორიებზე შუა საუკუნეებში და რომელიც დღეს მოქცეულია თურქეთის რესპუბლიკის კონტროლქვეშ. ტაძრებს ესაჭიროება სასწრაფო სარეკონსტრუქციო და სარესტავრაციო სამუშაოები, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ თურქეთს და საქართველოს დღეს პარტნიორული ურთიერთობები აქვს, თურქეთი მაინც არ აძლევს ქართველებს მათი აღდგენის საშუალებას, თუნდაც მთლიანად ქართული ფულით.
2019, 13 მარტი, 18:17
წინა სტატიაზე მთავარი ფოტოს დადება დამავიწყდა. მერე ვნახე რომ ტექსტი შენახული იყო და იმაზე დავდე მთავარი ფოტო. წინა სტატია წავშალე და რატომღაც აღარ გამოჩნდა მერე აღარცერთი ფოტო. :))
ამიტომ შენი კომპის ბრალი არაა :)
2019, 13 მარტი, 10:58
სურათებს არ ხსნის და ნეტავ ჩემი კომპის ბრალია?
0 1 3