x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მარიამ ბაგრატიონი - ბიზანტიის დედოფალი და დავით აღმაშენებლის მამიდა

მარიამ ბაგრატიონი - ბიზანტიის დედოფალი

მართა-მარიამ ბაგრატიონი, იგივე მარიამ ალანელი დაიბადა 1050 წელს და გარდაიცვალა 1118 წელს 68 წლის ასაკში. ის იყო ბაგრატ მეოთხის და მისი მეორე ცოლის - ბორენას ქალიშვილი. 1065 წელს ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე დუკამ ბაგრატს სთხოვა რომ თავისი შვილისთვის, მიხაილისთვის მიეთხოვებინა მართა. მართა-მარიამ ბაგრატიონ-დუკასის ბრძანებით, პირველად შედგა საქორწინო კონტრაქტი, სადაც მარიამმა გარკვევით ჩააწერინა, რომ ყოველი ცოლ-ქმრული ცხოვრების წინ, იმპერატორ მიხაილის დუკასს აუცილებლად უნდა ებანავა. ამის სწავლება ნამდვილად სჭირდებოდა მაშინდელ ბიზანტიას, ვინაიდან ანტიკური დიდი ბერძნული ტრადიციები საკმაოდ შებღალული და დავიწყებული გახლდათ. შეთანხმება შედგა და 1074 წელს წყვილს მემკვიდრეც შეეძინა - კონსტანტინე პორფიროგენეტი.

მარიამი დიდი პოლიტიკური მოღვაწე გახდა და ძალიან ბევრი პოლიტიკური და ცხოვრებისეული ქარტეხილი გადაიტანა. ის რეალურად მართავდა ბიზანტიის იმპერიას. იმდენად წარმატებული მოღვაწე გახდა, რომ მიუხედავად იმისა, ბიზანტიელები სხვა ერებს არ წყალობდნენ, გარდა ბერძნებისა, მაშინდელი ბიზანტიელი ისტორიკოსები ვერ მალავენ აღფრთოვანებას მისი გონების და სილამაზის წინაშე. დედოფალი, რომელიც მაშინდელი სამყაროს სუპერსახელმწიფოს პირველ პირად მოვლენილიყო, არ ივიწყებდა თავის ქვეყანას და ეხმარებოდა თავის ძმისშვილს, დავით აღმაშენებელს საჭირო რეფორმების გატარებაში. დედოფალი პირადად ესწრებოდა რუის-ურბნისის საეკლესიო კრებას, სადაც ჩატარდა მისი და დავითის ხელმძღვანელობით უღირსი მღვდლების განკვეთა ეკლესიიდან და პრო-ბერძნული, პრო-ბიზანტიური, მოღალატე მღვდელთმთავრების ჩანაცვლება ქართული სახელმწიფოს ერთგული სასულიერო პირებით. მარიამ ბაგრატიონ-დუკასის რჩევითვე დავით აღმაშენებელმა დააარსა იყალთოს და გელათის სამეცნიერო აკადემიები, სადაც მაშინდელი მსოფლიოს უდიდესი სამეცნიერო, ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო ლიტერატურა და მიღწევები, ასევე უძველესი ბერძნული თუ სხვა ცივილიზაციების შემორჩენილი ლიტერატურა და ფილოსოფია ითარგმნებოდა ქართულ ენაზე. საუკეთესო მოსწავლეები კი სწორედ მარიამის დახმარებით აღმაშენებელს უცხოეთში გაჰყავდა, რათა მიეღოთ საუკეთესო ბიზანტიური განათლება და შემდეგ ისევ სამეფოს სამსახურში აბრუნებდა უკან.


მარიამ ბაგრატიონი - ბიზანტიის დედოფალი



მარიამ დედოფლის მოთხოვნით, ათონის მთაზე მოღვაწე ყველა ბერს ეროვნებით მოიხსენიებდნენ მემატიანეები საეკლესიო კრებულებში და ჟამთააღწერაში, რომ იბერიელი ბერ-მონაზვნების მიერ გაწეული დიდი ღვაწლი ვერავის მიეთვისებნა მომავალში. მარიამი ევროპის ისტორიის ერთ-ერთ უდიდეს პოლიტიკოს ქალადაა აღიარებული.



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
1189
5-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
1189
  
2018, 2 ივლისი, 3:28
მაგალითად აკო, რომელმა მისი ქმედებებია სამარცხვინო?
2018, 1 ივლისი, 23:20
ამ ადამიანს ძალიან დიდი ზეგავლენა ჰქონდა სამეფო ოჯახზე და ზოგადად საქართველოზე და მე თუ მკითხავთ რომ არა მისი რამდენიმე ქმედება დავითი ბევრად მეტს მიაღწევდა, თუმცა ისიც უნდა ითქვას რომ რომ არა მარიამი საეჭვო იქნებოდა ნადედოფლარის ნადედოფლარად ქცევა და დავითის გათავისუფლება იმ უსიამოვნო და საშინელი ქორწინებიდან. ხო და კიდევ თუ გავიხსენებთ ამ ადამიანზე რამდენიმე ფაქტს შესაძლოა შეგვრცხვეს კიდეც იმის რომ ის ქართველი იყო (სხვა თუ არაფერი დავითის დედის სიტყვების გახსენებაც საკმარისია ამ ადამიანზე საუბრისას)
0 1 2