x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134389
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
რა ტერიტორიები დაკარგა საქართველომ საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში?
რა ტერიტორიები დაკარგა საქართველომ საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში?


1. რუსეთმა შეიერთა საქართველოს ისტორიული მიწა - ჯიქეთი. (1920 წ.)


2. საზღვარი საქართველოსა და რუსეთს შორის ისტორიული დვალეთის და დარიალის გასწვრივ "ჩასწორდა" რუსეთის სასარგებლოდ. ანუ საქართველომ დაკარგა უძველესი კუთხე - დვალეთი. (1931 წ.)


3. ზაქათალას ოლქი და ფოილოს რაიონი (ყარაიას ველის ჩათვლით), გადაეცა აზერბაიჯანის სსრ-ს, რომელმაც 1920 წელს აგსტაფის ხელშეკრულებით უარი თქვა ამ ტერიტორიების მიმართ რაიმე პრეტენზიაზე საქართველოს სასარგებლოდ. შესაბამისად, საქართველომ დაკარგა უძველესი ისტორიული კუთხე - ჰერეთი. (1921 წ.)



4. ე.წ. ნეიტრალური ზონა, ბორჩალოს მაზრის ჩათვლით გადაეცა სომხეთის სსრ-ს. იყო მცდელობა ჯავახეთის ავტონომიის შექმნისა, თუმცა საბოლოოდ მოსკოვმა არ მიიღო ეს გადაწყვეტილება. საქართველომ დაკარგა ლორე (1931 წ.)


5. არტანია (არდაგანი) - ართვინის და ოლთისის ოლქები გადაეცა თურქეთს, ისევე, როგორც ბათუმის ოლქის ნაწილი - ბორჩხა. აჭარა გახდა ასსრ (1921 წ.)


6. რუსეთის დახმარებით აფხაზეთმა მიიღო დამოუკიდებლობა, გაღვივდა სეპარატიზმი, რამაც მოგვიანებით შედეგი გამოიღო და საქართველომ დაკარგა აფხაზეთი. (1933 წ.)


7. სტალინის დაჟინებული მოთხოვნით, მიუხედავად საბჭოთა საქართველოს ადგილობრივი მესვეურების წინაარმდეგობისა, შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, საქართველოს უძველესი ისტორიული კუთხის - შიდა ქართლის ტერიტორიაზე.


საინტერესოა ისიც, რომ გერმანიაში, გიოტენბერგის უნივერსიტეტში დღემდე უცნობი ფრანგული რუკა აღმოჩინეს, რუკაზე ნაჩვენებია 1920 წლის საქართველო ერთა ლიგის მიერ აღიარებულ საზღვრებში.


საქართველო 1920 წელს.



ასევე დაგაინტერესებთ:


1. 160 სამეცნიერო სტატია

2. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

3. სუმელა - უნიკალური ქართული მონასტერი ლაზეთში (+40 სტატია)

4. ქართული მითოლოგია - მამბერი (+14 სტატია)

5. 40 სტატია რელიგიის შესახებ



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


4
2024
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
2024
  
2022, 12 აგვისტო, 16:02
რაც შეეხება სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს, ის 1922 წელს შეიქმნა ისტორიული ქართლის ჩრდილოეთ ნაწილის ლიახვის ხეობის (ე.წ. სამაჩაბლო), ისტორიული რაჭისა და დვალეთის გამყოფი კუდაროს, ისტორიული ხევისა და დვალეთის გამყოფ მაღრან-დვალეთის და ქსნის ხეობის ტერიტორიაზე. 1922 წელს სტალინი არ იყო საბჭოთა კავშირის პირველი პირი და შესაბამისად პირდაპირ მას ეს გადაწყვეტილება არ მიეწერება. თუ ჰქონდა რაიმე ირიბი ჩარევა ამ საკითხში, ამის შესახებ მე არ მინახავს არანაირი მასალა. იდეაში ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ვლადიმერ ლენინის ხელმოწერით.
2022, 12 აგვისტო, 15:43
ეგ მართალია. სამწუხაროდ ამ სტატიის დაწერისას არ მქონდა იმდენი ინფორმაცია რამდენიც ახლა მაქვს. ასე რომ იყოს ეს სტატიაც არ წავშლი და ეს კომენტარებიც წაიკითხოს იმან, ვინც ამ სტატიას ნახავს.
2022, 12 აგვისტო, 15:33
ახალგაზრდებო საიდან იღებთ ამ აბსურდულ ინფორმაციებს, ყველაფერს როგორ იჯერებთ ასე პირდაპირ, ასე გულუბრყვილოებს მტერი ადვილად მოგერევათ.

ეს იყო უბრალოდ რუკა რა სურვილიც ჩვენ გვქონდა რომ ჩვენ ტერიტორიად ეღიარებინათ (მსგავსი სურვილი ახლაც გვაქვს, უბრალოდ დიპლომატიის გამო აღარ ვაღიზიანებთ მეზობლებს).

ერთა ლიგას არ უღიარებია საქართველო და არც აღიარებდა უახლოეს წლებში, არ ქონიათ ამის არანაირი გეგმა და არც მოწყობილა საქართველოს მიღებასთან დაკავშირებით არანაირი სხდომა, და თუ ოდესმე მიგვიღებდნენ რათქმაუნდა არავინ გვაღიარებდა ამ საზღვრებში, ერთი უბრალო მიზეზით, მაინც, რომ თურქეთი უკვე იყო ერთა ლიგის წევრი თავის სასურველ საზღვრებში და აზერბაიჯანსაც და სომხეთსაც უკვე წარდგენილი ქონდათ თავისი რუკები, რა ტერიტორიებშიც მათ სურდათ აღიარება.
2019, 4 მარტი, 0:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4