x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134049
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508249
დიდი ქართველი წმინდანები - მხატვარი მიხეილ საბინინი
დიდი ქართველი წმინდანები - მხატვარი მიხეილ საბინინი



მე-19 საუკუნეში, კერძოდ 1845 წელს, ტვერელი მღვდლის, პავლე საბინინისა და ქართველი ქალბატონის - ეკატერინე მირზაშვილის ოჯახში ქვეყანას მოევლინა მიხეილ საბინაშვილი, მოგვიანებით დიდი მხატვარი - მიხეილ საბინინი. მამა მე-19 საუკუნის 60-იან წლებში დაეღუპა მიხეილს. ქმრის გარდაცვალების შემდეგ დედამისი მეორედ გათხოვდა.


მიხეილ საბინაშვილი 60-იან წლებში სწავლობდა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში 1868 წლამდე და ამავე პერიოდში ბევრს მოგზაურობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ეკლესია-მონასტრების მოსანახულებლად. ფრესკებს პირად დღიურში იხატავდა, ძველ თქმულებებს ხალხისგან იწერდა და აგროვებდა.


22 წლის მიხეილმა 1867 წელს, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ გიმნაზიის მოსწავლე იყო, ეგზარქოსს მიართვა წერილობითი მოხსენება, რომელშიც გახმიანებული იყო მოთხოვნა აბო თბილელის ნიშის კეთილმოწყობის და პატრონობის შესახებ, რომელიც მეტეხის ტაძრის ქვემოთ, მტკვრის პირას მდებარეობს.



1874 წელს მიხეილს ღვთისმეტყველების მაგისტრის ხარისხი მიენიჭა. ამ წელსვე აღიკვეცა ბერად. ის სწავლობდა პეტერბურგში და იღრმავებდა ცოდნას. 1882 წელს მან გამოსცა 400-გვერდიანი წიგნი "საქართველოს სამოთხე", რომელშიც აღწერილია 50 ქართველი წმინდანის ცხოვრება და მოღვაწეობა. აქვეა თანდართული შესანიშნავი ილუსტრაციები, რომელიც მანვე შექმნა და რომელსაც ამ სტატიაში წარმოგიდგენთ. ეს შესანიშნავი ქართველი მოღვაწე 1900 წელს გარდაიცვალა ფილტვების ანთებით და მიუხედავად მისი ბოლო სურვილისა, რომ დაეკრძალათ დავითგარეჯის მონასტერში, რუსებმა მაინც მოსკოვის წმინდა დანიელის მონასტერში დაკრძალეს. დღეს იქ ამ ფასდაუდებელი ადამიანის საფლავის ყოველგვარი კვალიც კი წაშლილია. (იხ. წყარო)



1) წმინდა აბიბოს ნეკრესელი (იხ. მაღალი რეზოლუციით)


აბიბოს ნეკრესელი




2) აბო თბილელი (იხ. მაღალი რეზოლუციით)


აბო თბილელი




3) წმინდა ანტონ მარტყოფელი (იხ. მაღალი რეზოლუციით)


ანტო მარტყოფელი




4) ბიძინა ჩოლოყაშვილი და ელიზბარ და შალვა ქსნის ერისთავები (იხ. მაღალი რეზოლუციით)


ბიძინა ჩოლოყაშვილი და ელიზბარ და შალვა ქსნის ერისთავები




5) დავით IV აღმაშენებელი (იხ. მაღალი რეზოლუციით)


დავით აღმაშენებელი




6) წმინდა დავით და კონსტანტინე მხეიძეები (იხ. მაღალი რეზოლუციით)


წმინდა დავით და კონსტანტინე მხეიძეები




7) წმინდა დავით გარეჯელი (იხ. მაღალი რეზოლუციით)


დავით გარეჯელი




8) წმინდა ევსტათი მცხეთელი (იხ. მაღალი რეზოლუციით)


ევსტათი მცხეთელი




9) წმინდა გიორგი მთაწმინდელი (იხ. მაღალი რეზოლუციით)


გიორგი მთაწმინდელი




10) წმინდა გობრონ მიქაელი (იხ. მაღალი რეზოლუციით)


გობრონ მიქაელი




11) წმინდა ილარიონ ქართველი (იხ. მაღალი რეზოლუციით)


ილარიონ ქართველი




12) წმინდა იოანე ზედაზნელი (იხ. მაღალი რეზოლუციით)


იოანე ზედაზნელი




13) წმინდა იოანე, გაბრიელ და ექვთიმე მთაწმინდელები (იხ. მაღალი რეზოლუციით)


იოანე,  გაბრიელ და ექვთიმე მთაწმინდელები




14) წმინდა იოსებ ალავერდელი (იხ. მაღალი რეზოლუციით)


იოსებ ალავერდელი




15) წმინდა ისე წილკნელი (იხ. მაღალი რეზოლუციით)


ისე წილკნელი




16) წმინდა კონსტანტინე მთავარი (იხ. მაღალი რეზოლუციით)


კონსტანტინე მთავარი




17) წმინდა მეფენი ლუარსაბ და არჩილი (იხ. მაღალი რეზოლუციით)


წმინდა მეფენი ლუარსაბ და არჩილი




18) წმინდა ნეოფიტე ურბნელი (იხ. მაღალი რეზოლუციით)


ნეოფიტე ურბნელი




19) წმინდა ნინო (იხ. მაღალი რეზოლუციით)


წმინდა ნინო




20) წმინდა ნინო - ღვთისმშობლის გამოცხადების სცენა (იხ. მაღალი რეზოლუციით)


წმინდა ნინო (ღვთისმშობლის გამოცხადების სცენა)




21) წმინდა ქეთევან წამებული (იხ. მაღალი რეზოლუციით)


ქეთევან წამებული




22) წმინდა შიო მღვიმელი (იხ. მაღალი რეზოლუციით)


შიო მღვიმელი




23) წმინდა შიო მღვიმელი - ღვთისმშობლის გამოცხადება (იხ. მაღალი რეზოლუციით)


შიო მღვიმელი (ღვთისმშობლის გამოცხადება)




24) წმინდა შუშანიკ წამებული (იხ. მაღალი რეზოლუციით)


შუშანიკი




25) წმინდა რაჟდენ პირველმოწამე (იხ. მაღალი რეზოლუციით)


რაჟდენ პირველმოწამე




26) გარეკანი წიგნისა "საქართველოს სამოთხე" (იხ. მაღალი რეზოლუციით)


საქართველოს სამოთხე







ასევე დაგაინტერესებთ:


1. 160 სამეცნიერო სტატია

2. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

3. სუმელა - უნიკალური მონასტერი ლაზეთში (+40 სტატია)

4. ქართული მითოლოგია მამბერი (+14 სტატია)


1. ქართული მითოლოგია - თეთრი გიორგი

2. ქართული მითოლოგია - თევდორე

3. ქართველი მეომრები - მხატვარი გიორგი წიკლაური (ნაწილი მეორე)

4. პარალელები სოციალ დემოკრატებსა და დღევანდელ ლიბერალებს შორის

5. ილია ჭავჭავაძის პამფლეტი ნოე ჟორდანიასადმი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
345
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
345
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0