x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134536
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
ჰიბერნია - ბრიტანეთის უძველესი ისტორია

ჰიბერნია - უძველესი ბრიტანეთის ისტორია


ადამიანის არაერთი სახეობა ცხოვრობდა დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ბოლო 1 მილიონ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ბრიტანეთისთვის დიდი ხანი გაგრძელდა პრეისტორიული პერიოდი და დასრულდა იგი მხოლოდ მაშინ, როდესაც ახ.წ. 43 წელს კუნძული რომაელებმა დაიპყრეს. სწორედ ამ დროიდან იწყება კუნძულის ისტორიის ჩაწერა. მიუხედავად ამისა, ახალი ტექნოლოგიების, გენეტიკური გაშიფრვის, არქეოლოგიის და პალეონტოლოგიის წყალობით შეგვიძლა ძალიან კარგად აღვადგინოთ ბრიტანეთის პრეისტორიული პერიოდის ცხოვრება.


უძველესი მტკიცებულება ადამიანის ცხოვრებისა ბრიტანეთის ტერიტორიაზე არის აღმოჩენილი ჰაფისბურგში, ნორფოლკის სანაპიროზე. ეს არის ადამიანის ერთ-ერთი სახეობის ჰომო ანტესესორის დატოვებული ფეხის ნაკვალევები, რომელიც უკვე კარგად იყენებდა ქვის იარაღებს. ეს ნაკვალევი თარიღდება 900, 000 წლით.


ჰომო ანტესესორი



რაც შეეხება უძველეს აღმოჩენილ ადამიანის ძვლებს ბრიტანეთში, ისინი თარიღდება 500, 000 წლით და ეკუთვნის ჰომო ჰაიდელბერგენზისს. არტეფაქტები აღმოჩენილია სასექსში, ბოქსგროუში. იმ პერიოდში ბრიტანეთი ჯერ კიდევ არ იყო კუნძული და უერთდებოდა კონტინენტურ ევროპას, კერძოდ დღევანდელი საფრანგეთის ტერიტორიას, სახმელეთო ხიდით, მაგრამ 425, 000 წლის წინ აიწია ზღვის დონემ და ეს სახმელეთო ხიდი დაფარული იქნა წყლით, რამაც ბრიტანეთი კუნძულებად აქცია.


ჰომო ჰაიდელბერგენსი


რაც შეეხება ნეანდერტალელებს, რომლებიც ცხოვრობდნენ ბრიტანეთში. მათი უძველესი არტეფაქტები იქ 400, 000 წლით თარიღდება. აღმოჩენიალია კენტში, კერძოდ სვანკომბში. ასევე კლასიკური ნენადერტალელები უკვე აღმოჩენილია ჩრდილოეთ უელსში, კერძოდ პონტნევიდში.


ნეანდერტალელი კაცინეანდერტალელი ქალი

180, 000 წლის წინ ბრიტანეთში დაიწყო მკვეთრი აციება და ამიტომ მასზე მყოფი ადამიანები ან გადაშენდნენ ან დატოვეს ბრიტანეთი, ასე რომ მოსახლეობა სრულად გაქრა ამ ტერიტორიებზე იქამდე, სანამ კვლავ არ შეიცვალა კლიმატი 60, 000 წლის წინ და მასზე ისევ დაბრუნდნენ ნეანდერტალელები საცხოვრებლად.


დაახლოებით 40, 000 წლის წინ ჰომო საპიენსებმა მიაღწიეს ბრიტანეთამდე, გადავიდნენ მასზე და შეერივნენ ნეანდერტალელებს. რამდენიმე ხნის შემდეგ ეს ადამიანები ამოწყდნენ ვინაიდან ბრიტანეთში დაიწყო დიდი გამყინვარებების პერიოდი და ადამიანისთვის ცხოვრება შეუძლებელი შეიქნა. ბრიტანეთი დიდი ხნით დაუსახლებელი რჩებოდა, მაგრამ 11, 700 წლის წინ გამყინვარება დამთავრდა, კუნძულზე კვლავ გადავიდნენ ადამიანები კონტინენტური ევროპიდან და მას შემდეგ ბრიტანეთი ადამიანებით სულ დასახლებულია. ამ პერიოდში, როდესაც იქ გამყინვარება მიმდინარეობდა ირლანდია და ბრიტანეთი კვლავ შეერთებული იყო კონტინენტს, მაგრამ როდესაც 11, 700 წლის წინ გამყინვარება დასრულდა ამ ხიდმა კვლავ დატბორვა იწყო და საბოლოოდ 11, 000 წლის წინ ეს მიწა, რომელიც აერთებდა ბრიტანეთს ევროპასთან, კვლავ წყლით სრულად გამოეყო კონტინეტს და ისევ იქცა კუნძულად. შემდგომ ერთმანეთსაც დაშორდა ბრიტანეთი და ირლანდა და ცალ-ცალკე კუნძულებად ჩამოყალიბდა. თუმცა მაინც დარჩა მიწის უმცირესი ნაწილი, რომელიც გარკვეულწილად აერთებდა კონტინეტთან ბრიტანეთს. ამ მიწას მეცნიერებმა უწოდეს დოგერლენდი და მან იმდენად დიდხანს გაძლო, რომ საბოლოოდ მხოლოდ ძვ.წ. 5600 წელს მოექცა წყალქვეშ.


ჰომო საპიენსი


ძვ.წ. 4000 წლისთვის დაიწყო ნეოლითური კულტურა ბრიტანეთში და მასზე მცხოვრები ხალხის ცხოვრების აღდგენა ხერხდება არქეოლოგიური კვლევების მიხედვით, ვინაიდან მათი ჩანაწერები არ გადარჩენილა ან საერთოდ არც იცოდნენ წერა. ძვ.წ. მე-20 საუკუნიდან კუნძულზე მოხდა კელტური მოსახლეობის გადასახლება და მათ დაიწყეს შერევა და ასიმილაცია ბრიტანეთის მოსახლეობასთან - ჰიბერნიელებთან. ბრიტანეთის იბერიელ, ნეოლითური პერიოდის მოსახლებაზე გენეტიკური კვლევები გრძელდება და უფრო და უფრო მეტი მასალა გროვდება. საკვლევი მასალა მართლაც კოლოსალურია, ბრიტანეთის ხალხმა უდიდესი და ძალიან საინტერესო კულტურა შექმნა. მას ჰიბერნია ეწოდებოდა. სწორედ მათმა ქურუმებმა (დრუიდებმა) ააგეს სთოუნჰენჯი და სხვა მეგალითური ნაგებობები. მათი წმინდა ხეები იყო მუხა და იფანი, ისევე როგორც მთელ უძველეს ევროპაში, მათ შორის საქართველოში. ისინი მეგალითებს ხშირად აგებდნენ ტყეებში სწორედ ამ ხეების ახლომახლო, ატარებდნენ რიტუალებს. ბევრი რამ მათ შესახებ კიდევ გაურკვეველი და შეუსწავლელია.




ავტორი: თორნიკე ფხალაძე



1
311
4-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
311
  
2018, 12 ივლისი, 22:43
ესენი რა ჩვენს ზეზვას და მზიას გვანან,ნათესავები არიან?
0 1 1