x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
საქართველო - ღვინის სამშობლო

საქართველო - ღვინის სამშობლო


ქვევრის ღვინის დაყენების უძველესმა ქართულმა ტრადიციულმა მეთოდმა დიდი აღიარება მოიპოვა ჯერ კიდევ 2014 წელს, როდესაც იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანეს.


საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ მეთოდს მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. ბუნებრივი და ეკოლოგიურად სუფთა ეს მეთოდი, მეცნიერულად დადასტურებულია, როგორც უძველესი ტექნოლოგია და საქართველო მსოფლიო მასშტაბით უკვე ოფიციალურად აღიარებულია ღვინის სამშობლო ქვეყნად, რომელსაც ღვინის დაყენების, ყველაზე ცოტა 8 ათასი წლის უწყვეტი ტრადიცია გააჩნია, მინიმუმ ძვ.წ. მე-60 საუკუნიდან დღემდე. უცხოელი მეცნიერების დიდი ნაწილი 8 ათასი წლის მაგივრად 9000 წელსაც კი ასახელებს.


საქართველო - ღვინის სამშობლო



ის წიპწები, რომელიც არქეოლოგიური გათხრების შედეგად საქართველოშია აღმოჩენილი, მიეკუთვნება მსოფლიოში ყველაზე ადრეული, მინიმუმ 8 ათასი წლის წინანდელი კულტურული ვაზის სახეობას. ის გამოიყვანეს ველური ვაზის კულტივირების შედეგად და ეს პროცესი მიმდინარეობდა იქ, სადაც ველური ვაზი ბუნებრივად იზრდებოდა და საქართველო სწორედ ამ არეალში შედის.


კახეთში მდებარე ალაზნის ველი 100 კილომეტრზე გადაჭიმული უწყვეტი ვენახია და როგორც მეცნიერები ადასტურებენ ამ ვენახს უკვე დაახლოებით 8 ათასი ან მეტი წლის განმავლობაში უწყვეტად უვლიდნენ ამ მიწაზე მცხოვრებ ქართველ მევენახეთა თაობები.

საქართველო ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა ვაზის ჯიშების რაოდენობით. მსოფლიოში ცნობილი 4, 000 ვაზის ჯიშიდან 525 ქართულია. ეს ქართველი მევენახეების ათასწლეულების გამოცდილების ნაყოფია.


საქართველო - ღვინის სამშობლო


სპეციალისტთა განცხადებით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ქვევრში ღვინოს უძველესი დროიდან დღემდე ყოველთვის აყენებდნენ. საქართველოში აღმოჩენილი ქვევრის ტიპის ჭურჭელი განეკუთვნება ძვ.წ. VI ათასწლეულის დასაწყისს. დღეს არსებული ქართული ქვევრის ფორმა ძვ.წ. III - II ათასწლეულში ჩამოყალიბდა, დაახლოებით ძვ.წ. 30-დან 25-ე საუკუნემდე. ამ პერიოდამდე ძირითადად პატარა ქვევრები იყო გავრცელებული, რომლებიც სიმაღლით 1.5 ან 1 მეტრს არ აღემატებოდა, ჰქონდა ბრტყელი ძირი და განიერი მუცელი. დღეისთვის კი ყველაზე ფართოდ გავრცელებულია კვერცხისებრი ფორმის ქვევრები.


ეს ჭურჭელი საქართველოში იქნა აღმოჩენილი და ის დათარიღებულია 8000 წლით ანუ პროტოქართველებმა ის ძვ.წ. მე-60 საუკუნეში დაამზადეს ღვინის ჩასასხმელად:


8000 წლის ქართული ქვევრი


უენესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისმა კომიტეტმა ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული წესი აღიარა, როგორც უნიკალური მოვლენა.

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კონვენციას 2007 წელს მიუერთდა საქართველო. 2008 წელს კი ამ კონვენციის საფუძველზე, მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ქართულ მრავალხმიან სიმღერას მიენიჭა.


იუნესკოს მოთხოვნით შეიქმნა მეთოდის ამსახველი ათწუთიანი დოკუმენტური ფილმიც - "ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი". ეს ფილმი რეჟისორმა მერაბ კოკოჩაშვილმა გადაიღო, რომელსაც აქვე შემოგთავაზებთ:





ასევე დაგაინტერესებთ:

1) უძველესი ევროპელები მუქკანიანები იყვნენ

2) კაპადოკიაში ქართველები სახლობდნენ

3) უძველესი პროტოცივილიზაციები

4) პროტოქართველები - 450 საუკუნის წინანდელი კავკასიელები

5) კოლხი მედეა - ქალი, რომლის სახელიც სამკურნალო საქმეს - მედიცინას ეწოდა

6) პროტოქართველები ბიბლიაში

7) ტალავარი თუ ჩერქეზკა - რომელმა ერმა შექმნა საერთოკავკასიური სამოსი?

8) ვინ არიან ლაზები?

9) ქართული სახელმწიფოები და სამთავროები

10) გაოცებული ინდოელი - "ვინ ხართ თქვენ, ქართველები?!"

11) იბერო-კოლხური ცივილიზაცია

12) კავკასიელები - გენეტიკურად თითქმის ერთიანი ხალხი

13) თერჯოლის ტერიტორიაზე 50 ათასი წლის წინ მცხოვრები ხალხი

14) არაბული სამყაროს ქართველი მმართველები

15) ინდოეთის ქართველი მეფეები და დინასტიები

16) კრუბერა - მღვიმეების ევერესტი - მსოფლიოში უღრმესი გამოქვაბული საქართველოშია

17) პრეისტორიული საქართველო

18) იბერო-კოლხური ცივილიზაციის ნარჩენები

19) კოლხები კაცობრიობის ისტორიის სათავეებთან

20) 44 საუკუნის ანანაურის ყორღანი

21) ძვ.წ. მე-40 საუკუნის მეტალურგიის კერა საქართველოში

22) ფაზისის აკადემია - "მეცნიერებისა და ხელოვნების ტაძარი"

23) პლანეტის უძველესი ცივილიზაციური ცენტრები

24) თბილისის უძველესი ისტორია - "ქალაქი ფენიქსი"

25) რამდენი ადამიანი დაეტევა საქართველოში და რამდენ ევროპულ სახელმწიფოზე დიდი ფაქრთობი აქვს მას?

26) უძველესი "ქართველი" გიგანტები

27) საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ბუნების ისტორიის ნიმუშები

28) კავკასიური რასა

29) უძველესი ქართული საგანძური

30) უძველესი ქართული საგანძური (ნაწილი II)

31) რა შეუქმნეს ქართველებმა ამერიკის შეერთებულ შტატებს საუკუნეში?

32) კასტელის ნახატები XVII საუკუნის საქართველოსა და ქართველების აღწერით

33) ჟან შარდენი საქართველოსა და ქართველების შესახებ

34) ცნობილი უცხოელები ქართველების და საქართველოს შესახებ (ნაწილი I)

35) ვიკინგები საქართველოში

36) საინტერესო ფაქტები საქართველოს ოქროს ხანის შესახებ

37) ქართველი ერი - მიჯაჭვული ამირანი

38) იტალიელები ქართველების შესახებ

39) თავადი გრიგორი გაგარინი - კავკასიაზე შეყვარებული მხატვარი

40) თეოდორ ობერლენდერი - ნაცისტი, რომელსაც ქართველები ძლიერ უყვარდა

41) გერმანელი მოღვაწეები ქართველების შესახებ

42) საქართველო და გლობალიზაცია

43) დავით აღმაშენებელი - კოლხური უმსხვრევი ფარი და იბერიული ორლესული მახვილი

44) ვარდან მამიკონიანი და შუშანიკი ლაზები იყვნენ - ასკვნის სომეხი ისტორიკოსი

45) რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები - 200-წლიანი ოკუპაცია

46) ექვთიმე თაყაიშვილი - ქართული განძის მცველი

47) ესპანელი პოეტის ლექსი აფხაზეთზე

48) "ქართველები - ჯვაროსანი ერი" - ევგენი მარკოვი

49) ჯაყელები უინძორების ერთ-ერთი წინაპრები არიან

50) კოლხეთის დედაქალაქი - აია აღმოჩენილია

51) ქართველი მეფეები და მოღვაწეები - გიორგი გეგეჭკორის ნახატები

52) აღმოსავლეთის ნაპოლეონი - მეფე, რომელმაც 500 ბრძოლაზე მეტი გადაიტანა

53) თემურ ლენგის აპოკალიფსური მასშტაბის ომი საქართველოს წინააღმდეგ

54) მერაბ კოსტავა - "ძე ქარიშხლისა"

55) ქართულ-თურქული ბრძოლები

56) 5000 წელზე მეტი ხნის ნამოსახლარი ასპინძაში

57) არიელები და იბერიელები

58) ყარაჩაელების და ბალყარების წინაპრები ყივჩაღები, ალანები და სვანები იყვნენ

59) ქართველი მეომრები - მხატვარი გიორგი წიკლაური

60) ქართული მითოლოგია - მზის ქალღმერთი ბარბალე

61) ქართული მითოლოგია - ოჩოპინტრე, იგივე ოჩო-კოჩი

62) კოლხური დრაკონი - კოლხიკოსი

63) ილია ჭავჭავაძე - ერი და ისტორია



განაგრძეთ ძალიან საინტერესო სტატიების კითხვა


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


4
1402
7-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
1402
  
2021, 23 სექტემბერი, 21:49
მსოფლიოში ღვინის დაყენების მხოლოდ ორი ძირეული ტრადიციული მეთოდი არსებობს - კახური და კოლხური. აქედან კოლხური შემდგომში გადაიღეს ბერძნებმა, იქიდან რომმა და ჩამოყალიბდა ახალი - ევროპული მეთოდი. 21-ე საუკუნეში კი წელიწადში მსოფლიოში ისმევა საშუალოდ იმდენი ღვინო, რამდენ წყალსაც ატარებს ნიაგარას ჩანჩქერი 2 საათის განმავლობაში.

ღვინის კულტურა დასავლეთ საქართველოში თავიდანვე გავრცელდა შულავერის კულტურაშივე. კოლხურ მეთოდს ახლა იმერულ მეთოდს ეძახიან. თვითონ სიტყვა ღვინოც ზანური ენიდანაა. "ღვინი" მეგრული სიტყვაა. ამ სიტყვით მეგრულ ენაში აღინიშნება არა მხოლოდ სითხე, არამედ ყველა დამწიფებული ხილი თუ სხვა ნებისმიერი ცოცხალი არსება, რომელიც ზრდასრულია. მაგალითად მსხალი, რომელიც მისი სხვა სახეობის მსხალთაგან განსხვავებული სიმწიფის და ფერისაა, ეწოდება ღვინჯა (ყავისფერ რბილი ნაყოფი = ღვინჯა). მეგრ. ღვინჯა სხული არის "მწიფე მსხალი". ასევე მაჭარი მეგრული სიტყვაა და ის პირდაპირი თარგმანით ნიშნავს "მეღირსე" (მაჭარჲ = მეღირსე). ასევე ხილი არის მეგრული სიტყვა, სიტყვა ხილი მეგრულ ენაზე ნიშნავს შობილს, ხილის შემთხვევაში ხის შობილ ნაყოფს აღნიშნავს. თვითონ სიტყვა "ხე"-ც მეგრული სიტყვაა, ხე მეგრულად არის ხელი, რადგანაც ხეს გაშლილი ხელის ფორმა აქვს ქართველებმაც ხეს ხელის მნიშვნელობის მეგრული სიტყვა უწოდეს.
2021, 23 სექტემბერი, 8:13
As it seems Georgia is also the homeland of the spoon - Until now, scientists believed that the spoon was invented in Egypt For 1000 BC, however, a new discovery called for a revision of this view. As a result of archeological works carried out in Georgia, in particular on the territory of Marneuli, Wooden spoons made for 6000 BC were discovered. These spoons were with certain marks on their bearing. "traces of wear and fire is also noticed on this artifacts, and it is interesting that according to the ornament presented on it, we can say that the people of that time were already paying a lot of attention to standardization and proportions." - Says a historian Maia Kartvelishvili. It was the glorious Shulaveri culture of the Proto-Georgians that produced the wine. Apparently the same culture invented the spoon.
2021, 23 სექტემბერი, 8:05
პროტო-ქართველების უძველესი ტრადიცია იყო ვაზის ზვრებში ვარდების დარგვა, რაც დღემდე შემორჩენილია. ღვინის შემქმნელმა ცივილიზაციამ პირველმა შენიშნა ისიც, რომ ვენახის ისეთი დაავადებები, როგორიცაა მაგალითად ნაცარი და ჭრაქი უპირველესად სწორედ ვარდებზე გამოვლინდება, ამიტომ ვარდები ვენახთან საჭირო ინდიკატორია და გამოიყენება მანიშნებელად იმის, რომ ვენახს დაავადება ემუქრება და სანამ გავრცელდება მიწათმოქმედის დახმარებას საჭიროებს. შუმერები ამის შესახებ ამგვარ რამეს წერდნენ:
"იქ, სადაც ღმერთები წურავენ ღვინოს,
ვარდები ვენახის მცველებად დგანან!"

აქამდე მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ კოვზი გამოგონებული იქნა ეგვიპტეში ძვ.წ. 1000 წლისთვის, თუმცა ახალმა აღმოჩენამ ამ შეხედულების გადახედვა მოითხოვა. საქართველოში, კერძოდ მარნეულის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად აღმოჩენილია ძვ.წ. 6000 წლისთვის დამზადებული ხის კოვზები, რომლების ტარებზეც გარკვეული ნიშნებია დატანილი. "მას ცვეთის კვალიც ამჩნევია და ცეცხლის კვალიც და საინტერესოა ის, რომ მასზე წარმოდგენილი ორნამენტის მიხედვით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმდროინდელი ადამიანი სტანდარტიზაციას და პროპორციებს უკვე ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა." - ისტორიკოსი მაია ქართველიშვილი. ეს იყო პროტო-ქართველების დიდებული შულავერის კულტურა, რომელმაც ღვინო წარმოშვა. როგორც ჩანს ამავე კულტურამ გამოიგონა კოვზი.
2020, 15 დეკემბერი, 5:34
შევიდა თუარა სიტყვა ღვინო ქართულ ენაში მეგრული ენიდან ?
ღვინი მეგრული სიტყვაა...
ამ სიტყვით მეგრულ ენაში აღინიშნება არა მხოლოდ სითხე არამედ ყველა დამწიფებული ხილი თუ სხვა ნებისმიერი ცოცხალი არსება,
მაგალითისთვის მოვიყვან მსხალს რომელიც მისი სხვა სახეობის მსხალთაგან განსხვავებული სიმწიფის ფორმულირობის(ყავისფერ რბილი ნაყოფი=ღვინჯა) გამო იწოდება ღვინჯა სხულად(ღვინჯა სხული=მწიფე მსხალი მეგრულ ენაზე)ასევე მაჭარი მეგრული სიტყვაა და მეგრულ ენაზე ის პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს მეღირსე(მაჭარჲ=მეღირსე მეგრულ ენაზე)ასევე ხილი არის მეგრული სიტყვა, სიტყვა ხილი მეგრულ ენაზე ნიშნავს შობილს,ხილის შემთხვევაში ხის შობილ ნაყოფს აღნიშნავს ეს სიტყვა მეგრულ ენაში,თვითონ სიტყვა ხე ასევე მეგრული სიტყვაა,ხე=ხელს მეგრულ ენაზე და რადგანაც ხეს გაშლილი ხელის ფორმა აქვს ჩვენმა დიდმა მესიაკონებმა ხეს ხელის მნიშვნელობის მეგრული სიტყვა ხე უწოდეს,ასევეა აქ აღნიშნული თუ არ აღნიშნული უამრავი სიტყვის შემთხვევაში.
©️ Bacho Gamakharia
0 1 4