x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ლაზური არქიტექტურა
ლაზური არქიტექტურა


ლაზური სახლი, იგივე კოლხური ოდა დასავლეთქართული არქიტექტურის ბრწყინვალე ნიმუშია, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე პერიოდში იღებს სათავეს. ლაზური არქიტექტურა თავისი დეკორატიული და სამშენებლო სრულქმნილებით სამშენებლო ხელოვნების ძლიერ თვითმყოფად მიმართულებად გამოიკვეთება. ამასთანავე სწორედ ლაზური გავლენებით ასეთი სტილის სხვადასხვა არქიტექტურული ვარიაციები ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოს სხვადასხვა კუთხესი, არა მხოლოდ დღევანდელი თურქეთის ვრცელ ტერიტორიაზე მცხოვრებ ლაზებში, არამედ საქართველოში მცხოვრებ ლაზებში - მეგრელებში, აფხაზეთში, იმერეთში, აჭარაში, გურიაში, ტაო-კლარჯეთში და სხვ. ლაზური სახლის მშენებლები ძირითადად იყვნენ ლაზი ოსტატები, რომლებიც არცთუ იშვიათად გეოგრაფიული და კლიმატური პირობების, ასევე ლანდშაფტთან შესახამებლად ქმნიდნენ ლაზური სახლის კომბინირებულ ტიპებს. ამ მხრივ შესაძლოა დავასახელოთ თრიალეთში გავრცელებული ლაზური ტიპის მიწურბანიანი ოდები. ლაზური სახლი ხასიათდება ქვითხუროობის დახვეწილი ფორმებით, რაც გამოიხატება აივნის, ბოძების, ფარდებისა და კარ-ფანჯრების მხატვრული ჭრილებით გაფორმებაში. ლაზურ ორნამენტებში განსაკუთრებით გამოხატულია ზოომორფული, ასტრალური, მცენარეული (სიცოცხლის ხე - გერმანიკურ ხალხებში "იგდრაზილი") მოტივები, რაც მჭიდრო სიუჟეტურ მსგავსებას ამჟღავნებს, როგორც მცირე აზიის და კავკასიის, ასევე გერმანიკული ხალხების კულტურულ სამყაროსთან.


ლაზური სახლი


ლაზური სახლი


ლაზური სახლი

ლაზური სახლი

ლაზური სახლი

ლაზური სახლი

ლაზური სახლი

ლაზური სახლი

ლაზური სახლი

ლაზური სახლი

ლაზური სახლი

აივანი ლაზური ორნამენტებით

ლაზური სახლი

ლაზური სახლი



ლაზური ნალია კი კოლხური არქიტექტურის ნამდვილ შედევრად შეიძლება ჩაითვალოს. ეს ულამაზესი ხიმინჯებზე შემდგარი, მოწნული, ძელური ან ფიცრული შენობა მთელ დასავლეთ საქართველოშიც იყო და დღემდეა გავრცელებული. დასავლეთ საქართველოში ნალიას სასიმინდესაც ეძახდნენ. ეს არის საღომე სახლი, ღომის თაველის გასახმობად. აქ სხვა მარცვლელულ კულტურებსაც აშრობენ.


ლაზური ნალია

ლაზური ნალია

ლაზური ნალია

ლაზური ნალია

ლაზური ნალია

ლაზური ნალია

ლაზური ნალია

ლაზური ნალია

ლაზური ნალია

ლაზური ნალია

ლაზური სახლი და ნალია

ლაზური ნალია

ლაზური ნალია

ლაზური ნალია

ლაზური ნალია


ლაზური ნალია



ლაზური ხიდი (ლაზ. ხინჯი) ერთ-ერთი ულამაზესი ნიმუშია ლაზური არქიტექტურისა. ის გავრცელებულია მთელი ლაზეთის ტერიტორიაზე, რომელიც მე-15 საუკუნიდან ოსმალეთის იმპერიამ შეიერთა და მე-19 საუკუნის დასასრულამდე ვერ შეძლო მისი სრული გამუსლიმება. დღემდე შემორჩენილია ეს საოცრად გამძლე ნაგებობები, რომლელთა დიდი ნაწილი თამარ მეფის დროინდელი ან უფრო ძველია.


ლაზური ხიდი

ლაზური ხიდი


ვიჯას ხიდი. ლაზეთი

თიმისვათის ქვის ხიდი. არტაშენი

ლაზური ხიდი

ლაზური ხიდი

ლაზური ხიდი

ლაზური ხიდი

ლაზური ხიდი

ლაზური ხიდი

ლაზური ხიდი

ლაზური ხიდი

ლაზური ხიდი

ლაზური ხიდი

ლაზური ხიდი




ასევე დაგაინტერესებთ:

1. ვინ არიან ლაზები (ნაწილი I)

2. ვინ არიან ლაზები (ნაწილი II)

3. ვინ არიან ლაზები (ნაწილი III)

4. ვინ არიან ლაზები (ნაწილი IV)

5. ცხოველების სახელები ლაზურად



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
1010
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
1010
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0