x
image
თორ ნიკე
შუმერები ამერიკაში

შუმერები მიიჩნევიან პირველ მაღალგანვითარებულ ცივილიზაციად დედამიწაზე. მათ ცივილიზაცია ჯერ კიდევ ძვ.წ. მე-60 საუკუნეში ჩამოაყალიბეს. განავითარეს მიწათმოქმედება, ჰქონდათ საკუთარი დამწერლობა, რელიგია, ენა და დიდი კულტურა. წარმოადგენდნენ მაშინდელი სამყაროს ყველაზე განვითარებულ ხალხს. ცხოვრობდნენ დღევანდელი ერაყის, სირიის, ირანის ტერიტორიებზე.


მიიჩნევა, რომ ადამიანი ამერიკაში მოხვდა ბერინგიის გზით. ეს იყო ბერინგის სრუტეზე არსებული ხმელეთი, რომელიც მოგვიანებით წყალმა დაფარა. სწორედ ამ გზით გადავიდნენ ადამიანები ამერიკის კონტინენტზე ციმბირიდან დაახლოებით 16 000 (თექვსმეტი ათასი) წლის წინ. შემდეგ გამრავლდნენ და ჩამოაყალიბეს იქ ათასობით სხვადასხვა ეთნოსი, ტომი, ენა და კულტურა როგორც ჩრდილო ასევე შუა და სამხრეთ ამერიკის ტერიტორიებზე. პირველი დიდი ცივილიზაციები ამერიკაში იყო ოლმეკი, ინკა, მაია და ბოლოს აცტეკების ცივილიზაცია.

11000 წლის წინ ბერინგია წყალმა დაფარა. ევრაზია და ამერიკა საბოლოოდ მოწყდნენ ერთმანეთს. აქამდე მიიჩნეოდა, რომ იქ ადამიანი ამის შემდეგ აღარასოდეს გადასულა ახ.წ. მე-10 საუკუნემდე, სანამ ვიკინგებმა ჩრდილოეთიდან, გრენლანდიიდან დასავლეთისკენ ცურვით არ ჩააღწიეს ჩრდ. ამერიკამდე. მაგრამ ახალი აღმოჩენები ამ მოსაზრების გადახედვისკენ მოგვიწოდებს და ნათლად გვეუბნება, რომ როგორც ჩანს შუმერებმა იმოგზაურეს ტრანსოკეანურად და ჩააღწიეს ამერიკამდე ჯერ კიდევ დაახლოებით ძვ.წ მე-6 ათასწლეულში. ახლა მე გაგაცნობთ იმ მიზეზებს, თუ რატომ გაჩნდა ეს მოსაზრება სამეცნიერო წრეებში:


1. შუმერები და აცტეკები


უძველეს შუმერში ჰქონდათ ნაყოფიერებისა და სიყვარულის ქალღმერთის - "ინანა" -ს კულტი. მექსიკის ტერიტორიაზე მცხოვრები აცტეკები კი პატივს მიაგებდნენ "დედა ქალღმერთს" სახელად "ტეთეო ინან"-ს. ხოლო აცტეკურად ცალკე სიტყვა "ინან" დედას ნიშნავს.


2. შუმერებს ჰყავდათ ქალღმერთი "იშთარი", ხოლო აცტეკებს ქალღმერთი "იშთაკი", რომელიც ზოგჯერ იწოდებოდა ასეც: "იშთა". სხვათაშორის აქადურია სიტყვა "ისთარ", რომლითაც აღნიშნავდნენ ვენერას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მანათობელი ციური სხეულია ღამის ცაზე და სავარაუდოა, რომ ინგლისური ვარსკვლავის აღმნიშვნელი სიტყვა "სთარ" სწორედ აქადებისგან დამკვიდრდა მათს ენაში.


3. შუმერული სიტყვა "მალინ-ლა" ნიშნავს "ყვავილებით დაფარულ ქალღმერთს". აცტეკური სიტყვა "მალინ-ალი" ნიშნავს "ბალახის ქალღმერთს".


საოცარია, მაგრამ ამ ორ ენას შორის ასეთივე მსგავსებები ასობითაა. აქ მხოლოდ სამი მაგალითია მოყვანილი. ერთადერთი სერიოზული ახსნა შეიძლება ჰქონდეს ამას: შუმერებს და აცტეკებს ჰქონდათ კონტაქტი და ეს ვერ მოხდებოდა საოკეანო მოგზაურობის გარეშე.


ეს არის აცტეკური ქალღმერთის - "ინანას" სტატუეტი, რომელიც ასევე იწოდებოდა, როგორც "გველების ქალბატონი":


აცტკური ქალღმერთის - "ინანას" სტატუეტი



ეს კი შუმერული ქალღმერთი "ინანაა", რომელიც ხშირად გამოხატულია გველებთან ერთად, როგორც ჩანს კიდეც დაბლა მეორე სურათზე:


შუმერული ქალღმერთი "ინანა"


შუმერული ქალღმერთი "ინანა" გველებთან ერთად



ეს კი გახლავთ "ფუენტა მაგნას თასის" სურათი, რომელიც შუმერული მეთუნეობის ერთ-ერთი უძველესი და გამორჩეული ნიმუში პროტო-შუმერული ლურსმნული წარწერებით, რომელიც ნაპოვნია სამხრეთ ამერიკაში, ბოლივიაში, ანდებში მდებარე ტბა "ტიტიკაკას" მიდამოებში:


Fuenta Magna Bowl

ეს წარწერები რომ შესრულებული იყოს სტანდარტული შუმერულით, მაშინ ვიტყოდით, რომ ისინი მაქსიმუმ ძვ.წ. 50-ე საუკუნისაა, მაგრამ ეს პროტოშუმერული წარწერებია, რაც მათ უფრო სიძველეზე მიუთითებს.


ეს არის ე.წ. "პოკოტიას სტატუეტი", რომელიც აღმოჩენილია ბოლივიაში, პერუში და ითვლება, რომ ინკას კულტურას მიეკუთვნება, მაგრამ ასევე მასზე დატანილია წარწერები, რომელიც პროტო-შუმერული ანუ წინარე შუმერულია:


პოკოტიას სტატუეტი


პოკოტიას სტატუეტის წარწერები



ამ არტეფაქტებმა დააფიქრა აკადემიური საზოგადოება. ბევრმა თავიდანვე ყალბად გამოაცხადა, მაგრამ შემდგომმა კვლევებმა დაადასტურა მათი სინამდვილე. ასევე სიძველეც. ამიტომ შემდგომი მოსაზრება გამოითქვა ბოლომდე სკეპტიკურად განწყობილ სამეცნიერო წრეებში, რომ ეს არტეფაქტები კი ნამდვილია და ძვ.წ. 50-ე საუკუნეზე ძველიც, მაგრამ მეტად სავარაუდოა რომ შემოტანილი იყოს თავად აზიიდან ამერიკაში მე-20 საუკუნეში დაინტერესებული პირების, მაგალითად მორმონების მიერ, რომელთა მოძღვრებასაც ნაწილობრივ გაამყარებდა ამ უძველესი შუმერული არტეფაქტების ამერიკაში დამზადებაო. მაგრამ აქ არის ერთი მაგრამ: მაგალითად ავიღოთ "ფუენტა მაგნას თასი". ის შემთხვევით აღმოაჩინა 1958 წელს სამხრეთ ამერიკელმა ფერმერმა, მაგრამ მაშინ ყურადღება არ მიექცა და მხოლოდ 2000 წელს გახდა აქტუალური, მას მერე რაც მოსაზრებები ტრანსოკეანურ უძველეს მოგზაურობებზე უფრო სერიოზულად იქნა აღქმული აკადემიურ წრეებში. აღმოჩენიდან გავიდა 42 წელი სანამ ის აქტუალობას მოიპოვებდა. თუ ის იქ ვინმემ ჩაიტანა, ნამდვილად ვერ ვიფიქრებთ, რომ ამხელა ეგოს მქონე ადამიანს და ამხელა ტყუილზე წამსვლელს 42 წელი ეთმინა. მაშინვე დაიწყებდნენ დაინტერესებული გამყალბებელი ჯგუფები შესაბამის პროპგანდისტულ მუშაობას და თავისის მტკიცებას. თანაც ამ არტეფაქტების გარდა მართლად რომ ძალიან ბევრი რამ მიუთითებს უძველეს ტრანსოკეანურ მოგზაურობაზე.


აღსანიშნავია კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი, რომ თავად შუმერები აღნიშნავენ საკუთარ ნაწერებში, რომ მათ იმოგზაურეს წყლით დასავლეთის მხარეში, რომელსაც "მზის ჩასვლის მიწას", ან "დაისის მიწას" უწოდებენ. ისინი აღნიშნავდნენ, რომ მათ იქ მიაკვლიეს ტბა "მანუს", რომლის მახლობლადაც აღმოაჩინეს დიდი რაოდენობით კალა. საერთოდ იმ პერიოდს ბრინჯაოს ხანა სწორედ იმიტომ ერქვა, რომ უპირველესად სწორედ შუმერები კალისგან ამზადებდნენ ბრინჯაოს და შემდგომ ბრინჯაოს იარაღს, ჭურჭელს და ა.შ. ამიტომ სულაც არაა გასაკვირი, რომ ამ მათთვის უდიდესი ფასეულობის მქონე მეტალის საბადოების საძებნელად განეხორციელებინათ შორეული მოგზაურობები. საინტერესოა სწორედ ის, რომ ტბა ტიტიკაკას გარშემო მიდამოები კალას საბადოებით გამოირჩევა. შესაძლოა "მანუ" სწორედ ტიტიკაკას უწოდეს ძველმა შუმერებმა.

ასევე ტბა ტიტიკაკას ახლოს ცხოვრობს უძველესი აბორიგენული (ადგილობრივი) ტომი, რომელზე ძველიც არავინაა იმ მხარეში. ჩატარდა მათი გენეტიკური კვლევა და შედეგებმა აჩვენა რომ არც ერთ მეზობელ ტომს ისინი არ ენათესავებიან. მათი გენეტიკური ხაზი განსხვავებულია ინკებისგან და პრე-ინკებისგანაც. ამ ტომის სახელია "ურუს ხალხი". "Nation Geographic" წერს: ახალი გენეტიკური კვლევა, რომელიც ჩატარდა Genographic Project Consortium -ის მიერ, აჩვენებს პერუსა და ბოლივიაში მცხოვრები ურუს ხალხის პოპულაციის განსხვავებულ გენეტიკურ წარმომავლობას, რომელიც ბევრად უსწრებს წინ ესპანელი კონკისტადორების გამოჩენას და შესაძლოა უფრო ძველადაც მივიჩნიოთ, ვიდრე ალტიპლანოს უადრესი დასახლებები. ასევე ის უფრო ძველია, ვიდრე ცენტრალური ანდების პირველმოსახლეების გამოჩენა 3700 წლის წინ (ძვ.წ. მე-16 საუკუნე). მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ დღევანდელი ურუს ხალხის გენეტიკა იზიარებს მრავალ სხვადასხვა გენეტიკურ ხაზსაც, რომელიც დამახასიათებელია მის გარშემომყოფი სხვადასხვა ანდების მოსახლე ტომებისა, მას უეჭველად გააჩნია მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი, ყველასგან განსხვავებული გენეტიკური წარმომავლობა.


"ურუ" დიდად სავარაუდოა, რომ მომდინარეობდეს შუმერების უდიდესი ქალაქის სახელიდან - ურიდან.


ურუს ხალხი დღემდე ამზადებს ლერწმისგან ნავებს, რომელიც არათუ ჰგავს შუმერულს, არამედ სრულიად მისი იდენტურია.


ურუს ხალხის ნავები


ურუს ხალხის ნავი


ურუს ხალხის ნავები



უძველესი შუმერული ნავები შედარებისთვის:


image





image



image




ნავების სტილი ერთნაირია შუმერში, ეგვიპტეში, ბოლივიაში, პერუში და აღდგომის კუნძულზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ ხალხთა ურთიერთობას. თუნდაც მხოლოდ აღდგომის კუნძულების, პერუს და ბოლივიის მსგავსებაზე რომ გავამახვილოთ ყურადღება. თუ ხალხს იმ დროს შეეძლო ემოგზაურათ 4000 მილის მანძილზე ზღვით, განა ესეც კი უკვე არ არის დადასტურება ძველი ტრანსოკეანური მოგზაურობების?! სხვათაშორის არქეოლოგებმა სწორედ აღდგომის კუნძულებზე აღმოაჩინეს ერთადერთი "Boustrophedon" დამწერლობა ძველი ახლო აღმოსავლეთის გარეთ.

სამწუხაროდ ურუს ენა გადაშენების პირასაა და მხოლოდ ორი მოლაპარაკეღა ჰყავს დარჩენილი. ამიტომ საჭიროა სიჩქარე და ამ ენის რაც შეიძლება სიღრმისეული შესწავლა, მოსალოდნელია შუმერულთან პარალელების ქონა. ასევე გენეტიკა უნდა შეედაროს სამხრეთ ერაყის მაცხოვრებლებისას, სადაც მეტადაა ძველი შუმერული გენეტიკური ხაზები შემორჩენილი.

უკვე ნაპოვნია გენეტიკური ახლო კავშირი შუმერებსა და სამხრეთ იაპონიის კუნძულ ოკინავაზე მცხოვრებ პოპულაციას შორის. როგორც ჩანს შუმერები იქაც ზღვებზე მოგზაურობით მოხვდნენ.


წიგნში "ატლანტისი - სპარსული იმპერია" JM. Allen -ის მიერ, ავტორი ამბობს, რომ ტიაჰუანაკოს სტრუქტურები სამხრეთ ამერიკაში, ბოლივიაში არის აგებული შუმერული კუბური სისტემით. ეს თუ მართალია, მაშინ გამოდის, რომ ინკას ცივილიზაცია შუმერების გავლენით ყოფილა შექმნილი.


ტიაჰუანაკოს ცნობილი "მზის კარიბჭე" და მასზე გამოსახული "მზის ღმერთი":


image



ძველ ინდოეთში "ურუ" ერქვა სავაჭრო ნავს, რომელიც ცნობილი იყო ძველ არაბებშიც. შესაძლოა შუმერები გადაადგილდებოდნენ დიდ მანძილებზე სავაჭრო საქმისთვის და ეს სხვადასხვა ხალხთა ენაშიც აისახა.


ქვეყანა ურუგვაი სამხრეთ ამერიკაში, პარაგვაიში მცხოვრები ადგილობრივი გუარანის ენიდან მომდინარეობს და ნიშნავს "წყალზე მოტივტივე შეღებილ ჩიტებს", რაც შუმერული ნავების ზუსტი აღწერაა, რომელთაგან ბევრს სწორედ ჩიტის თავი ჰქონდა გამოსახული კიჩოზე.


ბრაზილიაში "ურუ" ჰქვია ორ მდინარეს და ერთ დაბას. სამხრეთ ბოლივიაში კი არის ტბა "ურუ ურუ". ლინგვისტიკა უძველესი დროის შესწავლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალებაა და ბევრ რამეზე მიგვანიშნებს.


ბასკურად "ურ" ნიშნავს წყალს, დანიურად საათს, ხოლო თურქულად პროდუქტს. ეს შესაძლოა კიდევ ერთხელ მიგვანიშნებდეს რომ ურში მცხოვრები შუმერები წყლის მეშვეობით ეწეოდნენ ვაჭრობას.


დავუბრუნდეთ უფრო ნათელ და კონკრეტულ მტკიცებულებებს. მაგალითად ოლმეკებს. აკადემიური ისტორიის მიხედვით ოლმეკები არიან უძველესი და უპირველესი ამერიკული ცივილიზაცია. ამ ხალხებმა დატოვეს დამზადებული გიგანტური ბიუსტები, რომელიც კიდევ ერთი ძალიან აშკარა მტკიცებულებაა უძველესი ტრანსოკეანური მოგზაურობების. ნახეთ ოლმეკების ბიუსტები, რომელიც არაა რასობრივად ინდიელების, არამედ აშკარად ნეგროიდულია:


image




image




სკეპტიკოსებს სხვა გზა აღარ დარჩენიათ და გამოთქვამენ აბსურდულ მოსაზრებას, რომ შესაძლოა ოლმეკები დაუნის სინდრომით დაავადებულ ადამიანებს ეთაყვანებოდნენ და მათ გამოსახავდნენო. ასეთი რამ არ დაფიქსირებულა არა მხოლოდ სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში, არამედ ჰომო საპიენსის არც ერთ გადაშენებულ 200 000 ეთნოსსა, თუ ახლა მცხოვრებ 6000-ზე მეტ ეთნოსს შორის, არასოდეს ჰომო საპიენსის ისტორიის 400 ათასი წლის განმავლობაში. გარდა ამისა ეს ბიუსტები ნამდვილად არ გამოხატავს დაუნის სინდრომით დაავადებულ ადამიანთა სახეებს, ეს უბრალოდ ნეგროიდული სახეებია.

0
1026
4-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
1026
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0