x
image
თორ ნიკე
სამყაროს მონაცემთა ბაზა - ყველაფერი, რაც კი ოდესმე მომხდარა, სამუდამოდ "ჩაწერილია"
სამყაროს მონაცემთა ბაზა - ყველაფერი,  რაც კი ოდესმე მომხდარა,  სამუდამოდ "ჩაწერილია"


დედამიწაზე მომხდარი ყველა მოვლენა სამუდამოდ ინახება სამყაროს ენერგოინფორმაციულ ველში. მეცნიერებს ჯერჯერობით არ შეუძლიათ ახსნან სხვადასხვა პარანორმალური მოვლენა, სამაგიეროდ მათ ჟღერადი სახელები დაარქვეს: პროსკოპია, პროგნოსტიკა - ესენი მომავლის წინასწარმეტყველებისთვისაა. რეტროსკოპია - ესაა წარსული მოვლენების აღწერა მაშინ, როცა მათ შესახებ წინასწარ არაფერი იცი. ნათელხილვა - ესაა ინფორმაციის აზრობრივი მიღება იმაზე, რაც სადღაც ხდება ან მოხდა და ჩვეულებრივი აღქმისთვის მიუწვდომელია. და ბოლოს ბიოლოკაცია - მატერიალური ობიექტებისა და ადამიანების ადგილმდებარეობის განსაზღვრისთვის.


ექსტრასენსებს წესიერად არ შეუძლიათ აგვიხსნან თუ როგორ ჩნდება მათს ცნობიერებაში ის ცნობები, რომელთა მიღებაც უნოდოდათ. ჯინ დიქსონი - ცნობილი ამერიკელი ნათელმხილველი იყო. მან შეუცდომლად იწინასწარმეტყველა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები შტატებში, მერლინ მონროს სიკვდილი, პირველი საბჭოთა თანამგზავრის გაშვება, ბერლინის კედლის დანგრევა და სხვა უამრავი რამ. დიქსონი ამბობდა "ჩემი წინასწარმეტყველებების მთავარი წყარო ხილვებია. ხილვები ყოველთვის აბსოლუტურად დასრულებული სახითაა, თვით უმცირეს დეტალებამდეც კი. მას ბიძგიარ სჭირდება, ის თვალწინ მაშინვე და სრული სახით მეხსნება და ამიტომაც ჩემი მხრიდან არანაირ ძალდატანებას და ძალისხმევას არ საჭიროებს."


ჯინ დიქსონი



მაგრამ ყველა ნათელმხილველი იმით იწყებს, რომ დაძაბული ფიქრობს იმაზე, რისი გაგებაც უნდათ ანუ აზრობრივ შეკითხვას აგზავნიან, თუმცა კონკრეტული მისამართის გარეშე. ეს შესაძლოა შევადაროთ შეკითხვის გაგზავნას ინტერნეტის რომელიმე საძიებო სისტემაში ოღონდ საქმე ისაა რომ თავად ექსტრასენსებმაც არ იციან სად და ვის მიმართავენ ამ დროს.


მეორე ცნობილი ამერიკელი ექსტრასენსი ედგარ კეისი თავის პასუხებს "საკითხავს" ეძახდა. ის ამბობდა, რომ ინფორმაციას "აკაშას ქრონიკებიდან" იღებს. "აკაშას" ცნება ჯერ კიდევ ძველმა ინდოელმა მოაზროვნეებმა შემოიღეს. ის აღნიშნავს უფაქიზეს ეთერულ არსს, რომელიც მთელი სამყაროს სივრცეს ავსებს. მის სივრცეში ბუნებრივად იკრიბება და იწერება ყველაფერი, რაც კი სამყაროში ხდება. ეს თითოეული იმ სიტყვისა და მოქმედების კვალია, მსოფლიო ეთერში რომ აღიბეჭდება. ამ ჩანაწერების წაკითხვა "განდობილ" მოძღვრებს შეუძლიათ.


ედგარ კეისი


მე-20 საუკუნეში "აკაშის ქრონიკების" ხელეწიფებოდა ელენა რერიხს. ის ასეთ დასკვნამდე მივიდა: "ხილვათა დიდი უმეტესობა ახლანდელ, ანდა უახლოეს მომავალს ეკუთვნის. იშვიათად - წარსულს, უფრო იშვიათად - შორეულ მომავალს. ჩვენს წარსულ ცხოვრებებთან დაკავშირებული ხილვებიც საკმაოდ იშვიათია."


ელენა რერიხი


სამყაროს მონაცემთა ბაზა


დღესდღეობით ცნება "აკაშას ქრონიკების" ნაცვლად გაჩნდა ახალი ჰიპოთეზა გლობალური საინფორმაციო ველის შესახებ. ამ ჰიპოთეზის თანახმად ველში ყოველივე ამქვეყნად მომხდარი ფიქსირდება - საუბარია როგორც ერთი უმცირესი ვირუსისა და ბაქტერიის დაღუპვაზე ან წარმოქმნაზე, ყოველი უჯრედის ციტოპლაზმაში მომნელებელი ვაკუოლების ფეთქვაზე, ასევე ადამიანების და სხვა ცხოველების საქციელზე, ფიქრზე, გულის ცემის სიხშირეზე და სიძლიერეზე, ვულკანის ამოფრქვევაზე, ქარის ქროლაზე და ყოველი ფოთლის ჩამოვარდნაზე, ვარსკვლავებში მომხდარ ყოველ ბირთვულ აფეთქებაზე, 200 მილიარდამდე ადამიანზე, რომელსაც დღემდე უარსებია და გარდაცვლილა, ტრილიონობით აფეთქებულ და წარმოქმნილ ვარსკვლავზე და პლანეტაზე რაც დიდი აფეთქების შემდგომ 14 მილიარდი წლის განმავლობაში წარმოქმნილა ან განადგურებულა, იმ ტრილიონობით ტრილიონი ცოცხალი არსების სიცოცხლეზე რომელსაც კი ოდესმე უარსებია დედამიწაზე (და არა მხოლოდ დედამიწაზე). ამ მოსაზრებას მრავალი მეცნიერი იზიარებს.

ჩვენს პლანეტაზე არსებულ ყველა მატერიალურ ობიექტს, სულ მცირე დროის განმავლობაში არსებულსაც კი თავისი ენერგეტიკული ველი და შესაბამისი გამოსხივება გააცნია. ესაა გარემოს გეომაგნიტური ველი, საგნების მაგნიტური ველი, ადამიანისა და სხვა ცოცხალი არსებების ბიოველი, და სხვათა შორის მათი გამოსხივებებიც შეიცავენ ინფორმაციას, როგორც გამომსხივებელი ობიექტების თვისებებზე, ასევე მათი "თავგადასავლების" შესახებ. ყოველგვარი ინფორმაცია არის გარკვეული ენერგია. ჩვენ ვიცით ენერგიის მუდმივობის კანონი - "ენერგია არც საიდანმე წარმოიშობა და არც სადმე ქრება, არამედ ერთი სახის ენერგია გარდაიქმნება მეორე სახის ენერგიად." აქედან გამომდინარე სრულიად ბუნებრივია, რომ დედამიწაზე და სხვა პლანეტებზე, ვარსკვლავებში და სხვა ნებისმიერ არსებულ ობიექტზე, თუნდაც ატომებში და კვარკებში მომხდარის შესახებ ყოველგვარი ინფორმაცია სწორედ მეხსიერების გლობალურ ველში ხვდება და იქ მუდმივად ინახება.


ამ ველში არსებული ინფორმაციის ვიბრაციები ძალიან ახლოს არიან ჩვენი (ადამიანების და ცხოველების) ტვინის შინაგან ტალღებთან. პროფესორი დუბროვსკი თვლის, რომ გლობალური ველიდან ამ იმპულსების გადამუშავებას 5-6-ჯერ უფრო მეტი ენერგია სჭირდება ჩვენთვის, ვიდრე მთელი ჩვენი გრძნობათა ორგანოებიდან მიღებული ყველა ინფორმაციის ანალიზს.

ადამიანის ტვინმა შესაძლოა ვერ გაუძლოს ამ ელექტრომაგნიტური ზვავის ნაკადის მოწოლას.. და შესაზლოა მოხდეს ისე, რომ იგი შემთხვევით ამ გლობალურ საინფორმაციო ველში "ჩაერთოს". ამიტომ ევოლუციის განმავლობაში ტვინმა, ტომელიც პირველად ჭიაყელასებრ არსებებში დაახლოებით 550 მილიონი წლის წინ წარმოიქმნა თავიდანვე გამოიმუშავა დამცავი საშუალება - ესაა ჰორმონი სეროტონინი, რომელსაც თავის ტვინი ნეირონების სხვადასხვა უბენბს შორის შინაგანი კავშირებისათვის იყენებს. ეს ის ნეირონებია, რომლებმაც ერთმანეთს შორის რაღაც საინფორმაციო სიგნალები უნდა გაცვალონ. სხვაგვარად რომ ვთქვათ ისინი გამოიყენებიან ჩვენს ფიქრებს შორის კავშირებისთვის. სწორედ ამაშია ჩვენი ტვინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საიდუმლო. მკვლევარმა, რადიოტექნიკისა და ელექტრონიკის ინსტიტუტის თანამშრომელმა ილია როდშტატმა აღმოაჩინა, რომ ნეირონების უჯრედებში სეროტონინის გამომუშავების დროს ძლიერი ელექტრომაგნიტური "ხმაური" წარმოიქმნება, რომელშიც გლობალური ველიდან მომდინარე შედარებით სუსტი სიგნალები იკარგებიან.


როგორ გამოვრთოთ "ჩამხშობი"?


ჩამხშობის მიუხედავად ექსტრასენსები და ბიოლოკაციის სპეციალისტები მაინც ახერხებენ გლობალურ საინფორმაციო ველთან კონტაქტის დამყარებას და იქიდან მათთვის საჭირო ინფორმაციის მიღებას. პრინციპში ასეთი კონტაქტები შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა სეროტონინური ჩამხშობი თავის მოვალეობას ვეღარ ასრულებს. მაგალითად ასეთი უნდარი ხშირად უჩნდებათ იმ ადამიანებს, ვისაც დენმა ძლიერი ძაბვით დაარტყა და მაინც გადარჩნენ.


ყველას გვსმენია ტრანსის შესახებ. ეს ის მდგომარეობაა, როცა ცნობიერება განსაკუთრებულ, შეცვლილ მდგომარეობაშია. ჩვეულებრივ, ფხიზელ მდგომარეობაში ჩვენი ცნობიერი მბრძანებლობს ქვეცნობიერზე და მეტწილად იქიდან წამოსულ ინფორმაციას ყურადღებას არ აქცევს. ტრანსის დროს კი ცნობიერება გარკვეული დროით გამოირთვება. მეორე პლანზე გადადის და ძალაუფლებას ხელთ იგდებს ქვეცნობიერი. იგი გარედან მიღებულ ინფორმაციას ტვინის ანალიტიკურ ცენტრს აწვდის.

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ადამიანი გლობალურ საინფორმაციო ველთან კონტაქტს თავისდაუნებურად ამყარებს. იასეთ სიტუაციებში, როცა სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ეს სრულიად ავტომატურად ხდება. ველთან კონტაქტის ბევრად უფრო შთამბეჭდავი ფენომენი კი წინათგრძნობაა. ამ დროს ეგრეთ წოდებული შინაგანი ხმა ადამიანებს აიძულებს სადმე გამგზავრება გადადონ.


ვიაჩესლავ მიხაილოვიჩ მოლოტოვი


საყოველთაოდ ცნობილია ერთი ასეთი შემთხვევა: მოლოტოვი საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრი გახლდათ 1939 - 1949 წლებში. მას არასოდეს ეშინოდა თვითმფრინავით ფრენა. მეტიც, ფაშისტურ გერმანიასთან ომის პერიოდში ის ბომბდამშენებით ფრენასაც კი არ უშინდებოდა. ომის შემდგომ პერიოდში დიპლომატების ჯგუფი უცხოეთში უნდა გაფრენილიყო. მოლოტოვმა ყველასთვის მოულოდნელად უარი განაცხადა მისთვის განკუთვნილ პერსონალურ თვითმფრინავში ჩაჯდომაზე და გადაწყვიტა მთელ დელეგაციასთან ერთად საერთო ტრანსპორტით გაფრენილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ამით დაცვას საქმე გაურთულა. მოლოტოვმა გადაწყვეტილება არ შეცვალა. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე თვითმფრინავს ძრავი დაეწვა. მფრინავები შეეცადნენ თვითმფრინავი დაესვათ, მაგრამ ვეღარ მოასწრეს.


ჯეიმს სტაუნტონი


ამერიკელმა სოციოლოგმა ჯეიმს სტაუნტონმა საინტერესო კვლევა ჩაატარა - შეისწავლა 200 სარკინიგზო და 50 საავიაციო კატასტროფის ისტორია. მონაცემები მან სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამაში შეიყვანა და შემდეგი ფაქტორების მიხედვით დააჯგუფა - კატასტროფაში ჩათრეული ადამიანები, დაღუპულთა რიცხვი და სხვა. ექსპერიმენტის სისუფთავისთვის კი გამოთვალა იმ მგზავრების რაოდენობაც, რომლებმაც იმავე სიტუაციებში, ჩვეულებრივ დღეებში იმგზავრეს. აღმოჩნდა, რომ ტრანსპორტი ჩვეულებრივ სიტუაციებში სრული რაოდენობის 75%-ით იყო დატვირთული, ხოლო ტრაგიკულ დღეებში მხოლოდ 61%-ით. განსხვავება მთელ 15%-ს შეადგენდა. შეიძლება ითქვას, რომ ამ მართლაც "ბედნიერ ვარსკვლავზე" დაბადებულ 15 პროცენტ მოსახლეობას გლობალურ საინფორმაციო ველთან ქვეცნობიერი კონტაქტის შედარებით მაღალი დონე გააჩნიათ.


გლობალურ საინფორმაციო ველთან კონტაქტის ყველაზე გავრცელებული ვარიანტი ახდენილი სიზმრებია - ე.წ. წინასწარმეტყველური სიზმრები. საქმე იმაშია, რომ სეროტონინს ძირითადად ნეირონები გამოიმუშავებს, რომლებიც ინფორმაციას თვალიდან მხედველობის ცენტრებს გადასცემენ. ღამით მათი დატვირთვა პრაქტიკულად ნულს უტოლდება. ასევე ძალიან მცირდება გრძნობათა სხვა ორგანოებიდან სიგნალების გადამუშავებისთვის საჭირო ენერგიის რაოდენობაც. შესაბამისად ჩამცხრალია სეროტონინის "ხმაურიც". ჩნდება ზედმეტი ენერგია - ასე რომ ჩვენი ტვინის ანალიტიკურ ცენტრს გლობალური ველიდან მომავალი "შეტყობინების" მისაღებად და გადასამუშავებლად შესაბამისი პირობები ექმნება.


სწორედ მათი ანალიზის შედეგად ჩნდება წინასწარმეტყველური სიზმრები. მათ ძალიან ხშირად ნახულობენ ადამიანები, მაგრამ უმეტესობა მათ შესახებ მაშინვე ივიწყებს ან არ ანიჭებს მნიშვნელობას.

გარდა ამისა კიდევ ერთი ვარიანტია შესაძლებელი - მონაცემთა გლობალური ბანკიდან მიღებული ინფორმაციის დახარისხებისას (მათ შორის წინასწარმეტყველურის), ანალიტიკურ ცენტრს ეს ინფორმაცია ცნობიერებამდე სიზმრების სახით დაჰყავს. იგი უბრალოდ მათ მეხსიერების სიღრმეებში აგზავნის. აქ იგი დიდი ხნის განმავლობაში ინახება. თუკი ადამიანი ტვინის ამ ცენტრს შესაბამის ბრძანებას მისცემს, მას სულ უფრო და უფრო ხშირად დაესიზმრება წინასწარმეტყველური სიზმრები, რომლებიც საინფორმაციო ველისგან იქნება მოწოდებული.


არის კიდევ სხვა პარანორმალური ფენომენები, რომლებიც შესაძლოა საინფორმაციო ველთან არის დაკავშირებული. ასეთია მაგალითად სხეულგარეშე მდგომარეობაში გადასვლა და ასტრალში მოგზაურობა, მაგრამ ამ თემაზე ჯერ სერიოზული ჰიპოთეზები არ არსებობს მონაცემების უკმარობის გამო.




ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
907
4-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
907
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0