პარამეცნიერებები თბილისის 10 მისტიკური სახლი, რომელიც ზედხედიდან პენტაგრამას ქმნის 2018, 11 ნოემბერი, 18:29 თითქმის მთელმა თბილისმა იცის თბილისის 10 მისტიკური სახლის შესახებ, რომელიც ზევიდან დახედვით პენტაგრამას ქმნის, მაგრამ ტერიტორიულად ზუსტად სად მდებარეობ ისინი, ბევრს წარმოდგენაც არ აქვს. მინდა გაგაცნოთ მათი ზუსტი მდებარეობა: 1. ინგოროყვას N6 ეს ყველაზე პოპულარული და ცნობილია ამ სახლებს შორის. წლების წინ ამ სახლზე დიდი ამბავი იყო ატეხილი. აქ თავი მოიკლა ერთმა ქალმა, იმ ვაჭრის ცოლმა, რომელმახც ყველა ეს სახლი ააშენა. აქ დღემდე ცხოვრობს ყველა ამ სახლის არქიტექტორის შვილი, რომელიც უკვე ძალიან მოხუცია და სახლში არავის უშვებს. სახლს აქვს ჩასასვლელი გვირაბი და გაურკვეველი წარმოშობის ბუხარი, რომელიც ბუხარს კი არა საჰაერო მილს უფრო ჰგავს. მასზე გამოსახულია ანგელოზი. 2. ინგოროყვას N16 ამ სახლს აქვს დიდი გვირაბი, სადაც ადრე, კომუნისტების პერიოდში ჯალათები თავს კვეთდნენ ხალხს. ამ გვირაბში არის საკნებივით გაკეთებული პატარა ოთახები და შემდეგ გვირაბი ჩახერგილია. ახლო-მახლო ცხოვრობენ ადამიანები სამეზობლოში, რომლებიც მეთვაყურეობენ ამ მიდამოს და თუ ვინმე გამოსაკვლევად მივა ყვირილით, ჩხუბით აშორებენ ტერიტორიას, აგდებენ სიტყვებით: "რაც თქვენი საქმე არაა, იმაში ნუ ერევით"-ო. 3. 66-ე სკოლა. ასათიანის N28 სკოლას თუ დააკვირდებით, რომელიც გოთიკური სტილისაა, კარგად დაინახავთ სატანიზმის ერთ-ერთ ნიშანს - რიცხვ 666-ს, რომელიც ბიბლიიდანაა შთაგონებული. 4. პეროვსკაიას N6 ეს ქუჩა ზოგადად გამოირჩევა ბარებით, რესტორნებით და ქუჩა რატომღაც იწყება 7 ნომრიდან. სახლს, რომლის ნომერიც უნდა იყოს 6, ნომერი საერთოდ არ აწერია. ეს გახლავთ მიტოვებული, დიდგალავნიანი სახლი, აქ ხოვრობდა ამხანაგი ლავრენტი ბერია. აქაც იგივენაირი ბუხარი, იგივე ხელწერა. ერთ-ერთ ოთახში ცნობილია, რომ თავი ჩამოიხრჩო ვიღაც გოგომ. სალხ დიდი გვირაბი აქვს. როგორც ჩანს ბერიას ათეიზმიც ეჭვქვეშ დგება და ის პირდაპირ ოკულტურ სექტაში შესაძლოა ყოფილიყო გაწევრიანებული. 5. მეფისნაცლის სასახლე აღმაშენებლის გამზირზე (ყოფილ პლეხანოვზე) ამ შენობას აქვს იგივე ბუხარი, იგივე ორნამენტით, ამ შენობაშიც ვიღაც ახალგაზრდა ქალს აქვს თავი მოკლული. 6. ნარიყალადან მთაწმინდაზე ასასვლელში შეგიძლიათ ნახოთ ძველი, დანგრეული შენობები, სადაც არის იგივე ტიპის ბუხარი და გრძელი, ჩახერგილი გვირაბი. 7. დანგრეული სომხური ტაძარი ავლაბარში. ამ ტაძარსაც აქვს საკუთარი გვირაბი, გუმბათი ორად არის გაყოფილი. ნანგრევები არავის აუკრეფია და აქაც ნაპოვნი იქნა ბუხრის ორნამენტის ნატეხი. 8. ამჟამად უკვე ქრისტიანული ტაძარი სოლოლაკში. ეს ტაძარი ძალიან ახლოსაა 66-ე სკოლასთან. ტაძრის ქვედა სართული მთლიანად ნანგრევებია. იქვე შეგიძლიათ იპოვოთ გვირაბი და ასევე ისეთივე ბუხარი, როგორიც სხვა ჩამოთვლილ ლოკაციებზე, თუმცა აქ ამძვრალია ორნამენტი. 9. მთაწმინდაზე ერთი დანგრეული ტაძარია, სადაც მხოლოდ ერთი კაცი ცხოვრობს. აქ სამანქანო გზა არ ადის და ვისაც ასვლა უნდა კლდით მოუწევს რომ ავიდეს. ეს ადგილი ანძისკენ უფრო ახლოსაა მე-7 ნომრისგან განსხვავებით. 10. დღევანდელი ჯითისის ტერიტორია. თუ დააკვირდებით პენტაგრამის შუა ნაწილში, სადაც ლუციფერის თავია განთავსებული, ექცევა მერია, კანცელარია, პირველი სკოლა, ფაქტობრივად მთელი რუსთაველი. (იხ. წყარო) ყველა ეს სახლი აგებულია სომეხი ვაჭრის დაკვეთით და ყოველი მათგანი აშენებულია 1 წლის შუალედით მაისის თვეში. მაისი ვენერას თვეა. ვენერას ერთ-ერთი სახელი ი ლუციფერია, ლუციფერ ცისკრის ვარსკვლავი. ყოველი სახლის ქვეშ გადის გვირაბები, რომლებიც ახლა ჩახერგილია და უცნობია სად მიდის, სანამ არ გაიწმინდება ისინი. ყველა ამ სახლის ნომერში ურევია ციფრი 6. ყოველ მათგანში თავი აქვს მოკლული ახალგაზრდა გოგოს და ვიცით, რომ სწორედ ქალწულების შეწირვის რიტუალი ტარდება სატანის უმაღლესი რიტუალების დროს. ყველა ეს სახლი, მათ შორის რუსთაველის თეატრიც აშენებულია ერთი არქიტექტორის - ალექსანდრე შიმკევიჩის მიერ. განაგრძეთ ყველაზე საინტერესო სტატიების კითხვაავტორი: თორნიკე ფხალაძე 2847 7-ს მოსწონს
|