x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გიორგი ანწუხელიძისთვის მიძღვნილი ლექსი
ლექსი გიორგი ანწუხელიძეზე


ვერ დაგაჩოქეს, რა იცოდა მზაკვარმა მაშინ,

ზოგჯერ სიკვდილზე მეტად გვტკივა მუხლზე დადგომა.

დავითის გენო, კვნესაც კი არ აღმოგხდა ხმაში,


არდაჩოქებით იზეიმე სულის აღდგომა.


ვერ დაგაჩოქეს, შენს ძარღვებში პაპის სისხლია,

ტუჩებს იკვნეტდა ანგელოზი შენი, მფარველი,

ასე პატარამ შეასრულე გმირის მისია,

ერთი სიცოცხლე ღირდა მიწის ერთი მტკაველი...


ვერ დაგაჩოქეს, შენს სხეულზე იყარეს ჯავრი!

აბა, სულს რარიგ მისწვდებოდა ბოროტის ხელი?!

ამ დათმინებას გადასახა უფალმა ჯვარი -

რას დაგაკლებდა სისხლიანი მტარვალის ხელი?!...


მაინც რატომ ღირს დაჩოქება სიცოცხლის ფასი?

ქართველი მუხლზე თუ შედგება - უფალთან ახლოს.

ეს გამძლეობაც უფლისაა და მისი მსგავსი

ეძებოს მტერმა, მაგრამ ვერსად, ვერასდროს ნახოს.


ვერ დაგაჩოქეს! - მრისხანებდა ბოროტის თვალი,

შხამადაც ერგოს მოღალატეს ნაგვემი ხორცი!

შენ წინ ვიჩოქებ ახლა ერთი ცოდვილი ქალი

და არდაცემულ მუხლისთავებს გიკოცნი ცრემლით.



ავტორი: ნანა მეფარიშვილი


4
266
4-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
266
  
2018, 28 ივლისი, 23:41
ასეთი ვაჟკაცები სამშობლოს ეწირებიან და ქუჩაში 20 პროცენტს თუ ეცოდინება მათი სახელები. ვიღაც გადაპრანჭული გაურკვეველი სქესის არსება სურამელაშვილი სიცილკისკისით ყვება პირდაპირ ეთერში რომ აგვისტოს ომის დროს ერთკვირიანი "ზაპოი" ქონდა და არაფერი გაუგია. აი იმას კი 150_190 პროცენტი იცნობს. სამწუხაროდ.
2018, 28 ივლისი, 15:08
ჩვენ მილიარდზე მეტი წინაპრის ფესვზე ვდგავართ, ვერ წააქცევენ ამ იგრაზილს :3 სხვათაშორის ისტორიაში პირველი გმირია გიორგი ანწუხელიძე, რომლის გმირობის და მოწამეობის ვიდეოკადრებიც სამუდამოდ შემორჩება თაობებს და ისტორიას. გმირები არ კვდებიან იმიტომ რომ გმირებს არ ივიწყებენ. და მის დარჩენილ ოჯახს უნდა მიხედოს სახელმწიფომ კიდევ ძალიან ძალიან მაღალ დონეზე, არაფერი უნდა მოაკლდეთ მის შვილებს მთელი ცხოვრება.
2018, 28 ივლისი, 11:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 27 ივლისი, 9:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4