x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ძვ.წ. მე-40 საუკუნის მეტალურგიის კერა საქართველოში

ძვ.წ,  მე-40 საუკუნის მეტალურგიის კერა საქართველოში


ხელვაჩაურის რაიონის სოფელ თხილნარში 2017 წლიდან მიმდინარეობდა საქართველოს, კავკასიის და მსოფლიოს ცივილიზაციის განვითარების ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური სამუშაოები. თვენახევრის სადაზვერვო სამუშაოების შედეგად მდინარე ბოლოყის ხეობაში აღმოჩენილ იქნა მეტალურგიის უძველესი კერა, რომელიც ძვ.წ. მე-4 ათასწლეულის დასაწყისს, დაახლოებით ძვ.წ. მე-40 საუკუნეს განეკუთვნება. გამოვლენილია ლითონის დამუშავების 2 სრულიად ახალი ხერხი. საბადოებიდან გამოტანილი ლითონი შედგება სხვადასხვა ფუჭი ქანისგან. მდინარის კლდოვან ქარაფებში ამოკვეთილია 10, 7, 5 მეტრის დიამეტრისა და 1, 5 - 2 მეტრის სიღრმის რგოლები, სადაც ყრიდნენ ქანებს და ხელოვნური ჩანჩქერის მეშვეობით შექმნილი მორევი რეცხავდა ნედლეულს ფუჭი მინარევებისგან. მეორე ხერხით, ქვის გობებში ლითონის დაქუცმაცება-დაშლისთვის კი წყლის ენერგია გამოიყენებოდა. დამუშავების შედეგად მიღებული ლითონი ვრცელდებოდა ანატოლიაში, მესოპოტამიაში და ეგეოსურ სამყაროში. ამ მეთოდების აღმოჩენა ახალი სიტყვაა ქართულ არქეოლოგიაში.


ძვ.წ. მე-40 საუკუნის მეტალურგიის კერა საქართველოში



ავტორი: თორნიკე ფხალაძე



1
513
6-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
513
  
2018, 23 ივლისი, 23:18
საინტერესოა, არვიცოდი,
0 1 1