x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ნამცხვარი «ბუდაპეშტი»
image


ინგრედიენტები ცომისთვის:


ფქვილი — 650 გრ.

კარაქი — 150 გრ.


კვერცხი — 2 ცალი

შაქარი — 200 გრ.

გამაფხვიერებელი — 2 ჩ. კ.

არაჟანი — 3 ს. კ.

შავი შოკოლადი — 200 გრ.


ინგრედიენტები კრემისთვის:


რძე — 1.300 მლ.

შაქარი — 300 გრ.

კაკაოს ფხვნილი — 2 ს. კ.

ფქვილი — 13 ს. კ.

შავი შოკოლადი — 80 გრ.

რომი — 3 ს. კ.


ინგრედიენტები შოკოლადის მინანქრისთვის:


შავი შოკოლადი — 200 გრ.
ნაღები — 180 მლ.



მომზადება:


1. ხელით ათქვიდეთ კვერცხი და შაქარი, დაახლოებით. 1-2 წუთი.
2. დაუმატეთ კარაქი > შეურიეთ კვერცხისა და შაქრის მასას.
3. შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი და გამაფხვიერებელი > დააცერით თასში მოთავსებულ ინგრედიენტებს > კარგად აურიეთ ერთმანეთში.
4. დაუმატეთ არაჟანი > მოზილეთ რბილი ცომი (ცომი თითებზე ოდნავ უნა გეწებებოდეთ) > შეახვიეთ საკვების აპკში და 30-40 წუთით შედეთ მაცივარში.

5. ცომი გაყავით 5 ნაწილად > გააბრტყელეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე 3–4 მმ. სისქეზე (თუ მართკუთხედის ფორმას მისცემთ – 22х30 სმ. გამოდის).
6. გამოაცხვეთ 190 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში, დაახლოებით, 6-8 წთ. (ფენები ოდნავ შეწითლებული უნდა იყოს).
7. კრემის მოსამზადებლად, ჭურჭელში გააცხელეთ 700 მლ. რძე და შაქარი > დაამატეთ შოკოლადი > ურიეთ, ვიდრე შოკოლადი არ გადნება > ცეცხლიდან არ გადმოდგათ.

8. ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი და კაკაო > დაამატეთ რძე და რომი.
9. კრემი ერთგვაროვანი რომ გამოვიდეს, მიღებული მასა გაატარეთ საცერში.
10. გაცრილი მასა ჩაასხით მდუღარე რძიან-შოკოლადიან მასაში და იქამდე ხარშეთ, ვიდრე არ გასქელდება (მასა უნდა იყოს სქელი არაჟნისებური) > გადმოდგით ცეცხლიდან და სურვილის შემთხვევაში, დაამატეთ 50 გრ. კარაქი > მუდმივად ურიეთ, ვიდრე არ შეგრილდება.

11. გაციებულ ფენებს, ზედა ფენის გარდა, გადაუსვით თბილი კრემი.
12. ნაღები მიიყვანეთ დუღილის ტემპერატურაზე და გადმოდგით ცეცხლიდან > დაუმატეთ დამტვრეული შოკოლადი და იქამდე ურიეთ, ვიდრე შოკოლადი არ გადნება > მინანქარი გადაუსვით ნამცხვრის ზედა ფენას.

13. გამზადებული ნამცხვარი 6–7 საათი დადეთ გრილ ადგილზე > ნაწილებად დაჭერით თბილი თანით (ცხელი წყალი გადაავლეთ), რომ მინანქარი არ დაიმტვრეს.

14. შეგიძლიათ გააფორმოთ კენკრით და პიტნით.


მსგავსი თემები:


შოკოლადის ხვეული და უნივერსალური ცომის რეცეპტი, ნებისმიერი გულსართის მქონე ხვეულებისთვის

არაჟნის ჩხირები ქიშმიშით (ნამცხვარი კვერცხის გარეშე)

ხვეული ნიგვზიანი შოკოლადის გულსართით

უგემრიელესი ტორტების TOP - 10

ტორტი „ფრანკფურტის გვირგვინი“

შოკოლადის ჩიზქეიქი

ტორტი “სპარტაკი"

ნამცხვარი “კუთხეები". კლასიკური რეცეპტი

ტორტი “ჯადოქარი" - სწრაფი, მარტივი და ძალიან გემრიელი

ხაჭოს ნამცხვრის კლასიკური რეცეპტი ფოტოებით (ძალიან გემრიელია)

მეგაგემრიელი ნამცხვარი “60 "

ტორტი “პიზის კოშკი"

ნამცხვარი Kinder -ი

ვენესუელური ტორტი

ვენის ტორტი ჯემით

თაფლის ნამცხვარი გულსართით

ხაჭოს ნამცხვარი, რომელიც პირში დნება

იაპონური ტორტი

ბოსტონური ტორტი

“ჩიტის რძე" მოხარშული კრემით

“ნაპოლეონის ქუდები"

«შიფონის პრაღა», უფრო ფუმფულა და ნაზი, ვიდრე «პრაღა»

ნამცხვარი “მილიონერი"

ტორტი «მშვენიერი მარკიზა» (ადვილად მოსამზადებელი და გემრიელი)

ფენოვანი ცომი 10 წუთში. დაჭრისა და ნამცხვრის გაფორმების რამდენიმე ხერხი

უგემრიელესი ტორტი “აფშერონი"

ნაზი ნამცხვარი უგემრიელესი კრემით

უნგრული ნამცხვარი “ჟერბო"

საშობაო ტორტი და ნამცხვარი

ტორტი «ნესქვიკი»

ტორტი “სამეფო ნაპოლეონი"

“თხუნელას სორო" – ტორტი 2016 წლის საახალწლო სუფრისთვის (ვარიანტი)

შოკოლადის ჩხირები

ნამცხვარი “კარტოფილი" (გოსტ-ის მიხედვით)

0
62
13-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0