ნამცხვრები ტორტი ,,სპარტაკი" 2015, 17 ოქტომბერი, 16:19 ინგრედიენტები: მასალა ცომისთვის: კვერცხი - 1 ცალი შაქარი - 150 გრ. თაფლი - 3 ს. კ. კარაქი - 50 გრ. რძე - 2 ს. კ. სოდა - 1 ჩ. კ.. კაკაო - 2 ს. კ ფქვილი - 400 გრ. მასალა კრემისთვის: რძე - 500 მლ. კვერცხი გული - 3 ცალი ფქვილი - 4 ს. კ. სახამებელი - 1 ს. კ. (თავმოდგმული) ვანილიანი შაქარი - 1 შეკვრა შაქარი - 150 გრ. კარაქი - 150 გრ. შოკოლადის მინანქარი - თქვენი გემოვნებით მომზადება: 1. პირველ რიგში უნდა მოვამზადოთ კრემი: ათქვიფეთ კვერცხის გულები და შაქარი > დაუმატეთ: ფქვილი, სახამებელი და ვანილიანი შაქარი > კარგად ათქვიფეთ და შეათქვიფეთ 1 ჭიქა რძე > დაუმატეთ დარჩენილი რძეც და დადგით ცეცხლზე > ხარშეთ გასქელებამდე, თან სულ ურიეთ. მოხარშვის შემდეგ, გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე გასაგრილებლათ. 2. ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, შეათქვიფეთ თაფლი, კარაქი, რძე და სოდა > დადგით წყლის ორთქლის აბაზანაზე, ფერი რომ შეეცვლება და ბუშტები გაუჩნდება, დრო იქიდან აითვალეთ და 10-15 წუთი ხარშეთ, თან სულ ურიეთ. 3. თასს რომ გადმოდგავთ, დაუმატეთ კაკაო და ფქვილი. თავიდან ცომი ძალიან რბილი იქნება, მაგრამ როდესაც გაცივდება (20-30 წთ.-ს შემდეგ) - გამაგრდება. 4. გაყავით ცომი 5 ნაწილად > გააბრტყელეთ ცხიმწასმულ საცხობ ქაღალდზე > გამოაცხეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. 5. მოხარშული კრემი რომ გაცივდება, ათქვიფეთ კარაქი და ნელ-ნელა (თითო ს. კ.) შეათქვიფეთ მოხარშული კრემი. 6. ააწყეთ ტორტი: კრემი წაუსვით ყველა ფენას, ზედა ფენის გარდა > ზემოდან გადაასხით შოკოლადის მინანქარი. 7. გააჩერეთ 1-2 სთ. ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ 10-12 სთ. შედგით მაცივარში. 1161 5-ს მოსწონს
|