ინგრედიენტები:
კვერცხი — 3 ცალი
შაქარი — 90 გრ.
ფქვილი — 75 გრ.
სახამებელი — 15 გრ.
კარაქი — 125 გრ.
შაქრის პუდრა (კრემი – 65 გრ., ამოსავლებად –100 გრ.) — 165 გრ.
შესქელებული რძე — 50 გრ.
რომი ან კონიაკი — 3 – 4 ჩ. კ.
კაკაოს ფხვნილი — 60 – 80 გრ.
მომზადება:
1. დააცალკევეთ კვერცხის ცილა და გული > გული ათქვიფეთ 60 გრ. შაქრთან ერთად კარგად, გათეთრებამდე > ათქვიფეთ ცილა კარგად, იქამდე, ვიდრე თასის კედლებს არ მიეკვრება და გადმობრუნების დროს არ გადმოვა > შეათქვიფეთ 30 გრ. შაქარი.
2. მოათავსეთ ცილის მასა კვერცხის გულის მასის თავზე და ხის კოვზით შეურიეთ: მოურიეთ ქვემოდან ზემოთ – ნაპირებიდან ცენტრისკე მოძრაობით და არა წრიულად.
3. დაამატეთ კვერცხის მასას ახლად გაცრილი ფქვილი და სახამებელი > იგივე წესით შეურიეთ – ხის კოვზით, ნაპირებიდან ცენტრისკე.
4. თუნუქის ფურცელზე დააფინეთ კალკა და დაასხით ცომი > გამოაცხვეთ 12-15 წუთის მანძილზე, 200 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში.
5. ბისკვიტი კარგად გააციეთ, მინიმუმ 1 ღამის მანძილზე.
6. დაყავით პატარა ნაწილებად და დააბლენდერეთ.
7. კრემის მოსამზადებლად: კარგად ათქვიფეთ კარაქი და შაქრის პუდრა, ღია ფერის მსუბუქი მასის მიღებამდე > დაუმატეთ თითო-თითო კოვზი შესქელებული რძე, ისე რომ თქვეფა არ შეწყვიტოთ.
8. გადადეთ 1 ს. კ კრემი გასაფორმებლად > დანარჩენი მოათავსეთ დაბლენდერებული ბისკვიტს თავზე > დაამატეთ რომი ან კონიაკი > ყველაფერი კარგად შეურიეთ – ვიდრე საძერწ მასას არ მიიღებთ.
9. გაყავით მასა 10 ნაწილად > მიეცით გუნდებს კარტოფილის ფორმა.
10. შეურიეთ ერთმანეთს კაკაო და შაქრის პუდრა > ამოავლეთ მასში “კარტოფილი" > ყველას რომ ამოავლებთ, ცოტა ხანს გააჩერეთ და ხელმეორედ ამოავლეთ.
11. “კარტოფილის" ცენტრში გააკეთეთ ჩაღრმავება და გააფორმეთ კრემით > ნამცხვარი 1 საათით მაცივარში შეინახეთ.