x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
უგემრიელესი ფუნთუშები გულსართით (მარტივი რეცეპტი)

image


ინგრედიენტები:


ცომი:


რძე (თბილი) — 200 მლ.
არაჟანი (20%) — 200 მლ.
მშრალი საფუარი — 8 გრ. (2 ჩ. კ.)
შაქარი — 50 გრ.
შაქრიანი ვანილინი — 1 პაკეტი
მარილი — 1/3 ჩ. კ.
კვერცხი — 2 ცალი
ფქვილი — 650 გრ. (+/- 50 გრ.)


გულსართი და...


შესქელებული რძე (მოხარშული) — 1 ქილა (380 გრ.)
გადასასმელად — კვერცხის გული +1 ს. კ. რძე + ვანილინი
მოსაყრელად — ნუშის ფანტელი (სურვილის შემთხვევაში)


მომზადება:


I. თბილ რძეს დაამატეთ საფუარი და ხელის სათქვეფით იქამდე ურიეთ, ვიდრე ის რძეში არ გაიხსნება > დაამატეთ არაჟანი, კვერცხი, შაქარი, შაქრიანი ვანილინი, მარილი > ერთმანეთს კარგად შეურიეთ. ერთგვაროვანი მასა უნდა მიიღოთ.

II. ფქვილი ნაწილ–ნაწილ დაამატეთ. ცომი რბილი უნდა იყოს. თავიდან, შეიძლება, მძიმედ მოიზილოს — ხელზე მიგეწებოთ. მაგრამ, თუ ცოტაოდენ ზეთს დაუმატებთ, ან ხელზე ზეთს გადაივლებთ და ისე მოზელთ, ცომთან მუშაობა უფრო გაგიადვილდებათ.

III. თასს სამზარეულოს აპკი გადააკარით და თბილ ადგილზე დადგით, ამოსასვლელად. 1, 5 სთ. საკმარისი იქნება, თუმცა, შეგიძლიათ, უფრო მეტ ხანსაც გააჩეროთ.

IV. როდესაც ცომი ამოვა, შესქელებული რძე თასში გადაიტანეთ და კოვზით გადაურიეთ.

V. ცომი გაყავით 12 ნაწილად > თითოეულ ნაწილს მიეცით «ძეხვის» ფორმა > ზემოდან აპკი გადააფარეთ, რომ ცომის ზედაპირი არ გამოშრეს.


image


VI. გააბრტყელეთ თითოეული «ძეხვი» — ფირფიტას ოვალის ფორმა უნდა ჰქონდეს > გადაუსვით ზემოდან შესქელებული რძე > ოვალის გრძელი მხარეები შეაწებეთ და «ნაკერი» შუაში მოაქციეთ > ბოლოებიც შემოუკეცეთ და გადაახვიეთ ისე, როგორც სურათზეა.

VII. მოათავსეთ გამოსაცხობად გამზადებული ფუნთუშები საცხობ ფირფიტაზე, პერგამენტზე > გააჩერეთ 20-30 წუთი, რომ ამოფუვდეს.

VIII. გადაუსვით ზემოდან კვერცხის გული, რძით და ვანილინით > მოაფიფქეთ ნუშის ფანტელი > გამოაცხვეთ 180°C, წინასწარ გახურებულ ღუმელში, 20-25 წუთის მანძილზე.

გამოცხობის ზუსტი დრო, ღუმელის მახასიათებლებზეა დამოკიდებული.


imageარხის სხვა სიახლეები:


* "ტიტანიკის" კატასტროფა გარდაუვალი იყო – გემი პორტიდან რომ არ გასულიყო, მაინც ჩაიძირებოდა

* 7 გამოცანა ხრიკებით, რომელსაც თქვენი ჩიხში შეყვანა შეუძლია (პასუხები აქვს)

* საინტერესო ფაქტები ნოეს კიდობნის შესახებ

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
83
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0