ნამცხვრები ,,თხუნელას სორო" – ტორტი 2016 წლის საახალწლო სუფრისთვის (ვარიანტი) 2015, 18 დეკემბერი, 12:30 მასალა ცომისთვის: არაჟანი — 1 ჭიქა ფქვილი — 1.5 ჭიქა შესქელებული რძე — 1/2 ქილა შაქარი — 1 ჭიქა გამაფხვიერებელი — 2 ჩ. კ. კვერცხი — 2 ცალი კაკაოს ფხვნილი — 5 ს. კ. მასალა კრემისთვის: მაღები (35%) — 500 გრ. შესქელებული რძე — 1/2 ქილა მასალა გულსართისთვის: ბანანი — 5 ცალი შესქელებული რძე (მოხარშული) — 1 ქილა 1. ერთმანეთს შეურიეთ ყველა მშრალი ინგრედიენტი, განკუთვნილი ცომისთვის. 2. მშრალ ნარევს დაუმატეთ არაჟანი, კვერცხი, ½ ქილა შესქელებული რძე და ფრთხილად შეურიეთ. 3. გამოაცხვეთ მულტიფუნქციურ ქვაბში, «ცხობის» რეჟიმზე, 1 საათის მანძილზე.
შენიშვნა: ბისკვიტის გამოცხობა ღუმელშიც შეიძლება. ინგრედიენტები: ფქვილი - 200 გრ. მომზადება: ფქვილს შეურიეთ კაკაო და გამაფხვიერებელი > კვერცხი ათქვიფეთ შაქართან ერთად > დაამატეთ რძე და ზეთი > კიდევ ერთხელ კარგად ათქვიფეთ > ერთმანეთს შეურიეთ მშრალი და თხევადი მასები > ცომი მოათავსეთ 26 სმ-ს დიდმეტრის ფორმაში, რომელსაც ძირზე ცხიმი ექნება წასმული > გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში, 35-40 წუთის მანძილზე.
4. შეამოწმეთ ჩხირით და თუ გამომცხვარი არ იქნება, კიდევ 10-15 წუთით გაახანგრძლივეთ ცხობის პროცესი. 5. ამოიღეთ ქვაბიდან და ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ 8 სთ, რომ «მომწიფდეს» . 6. ბისკვიტს გული ამოაცალეთ ფრთხილად, ისე რომ 1, 5 სმ. სისქის გვერდები დარჩეს. 7. წაუსვით ძირზე და გვერდებზე შესქელებული რძე. 8. შიგნით მოათავსეთ ბანანი.9. ათქვიფეთ ნაღები, ½ ქილა შესქელებულ რძესთან ერთად, იქამდე, ვიდრე შესქელებულ მასას არ მიიღებთ > მიღებული მასა მოათავსეთ ბანანის თავზე. 9. დაფხვენით ბისკვიტიდან ამოღებული გული და ზემოდან მოაყარეთ ტორტს > გააფორმეთ თქვენი გემოვნებით და სურვილით. 565 10-ს მოსწონს
|